|
საერთაშორისო
სამეცნიერო-პრაქტიკული
|
|
ა.წ. 10-17 ივლისს ქ. ქობულეთში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა-კონფერენცია, მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთაკონფერენციის დაფუძნებიდან 30 წლისთავისადმი. საიუბილეო კონფერენციის მუშაობაში უცხოელ სტუმრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ “ახალგაზრდა მეცნიერთა საკავშირო კონფერენციის” “ნათლია”, პროფ. რ. ყურაშვილი და ამ კონფერენციის დაფუძნების მონაწილე სხვა წევრები. მრავალფეროვან სამეცნიერო თემატიკასთან ერთად წარმოდგენილი იყო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარები: • “მტკლიცებადი მედიცინა და კვლევის თანამედროვე მეთოდები” – კოორდინატირო თსსუ-ს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინეს ინსტიტუტის დირექტორი, ასთმის, ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი თსუ-ს კათედრის გამგე სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი პროფ. ა. თელია. • “ახალი ტექნოლოგიები მედიცინაში” – კოორდინატორი საქართველ;ოს მეცნიერებათა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინეს განყოფილების ხელმძღვანელი, სკოლა-კონფერენციის მთავარი კოორდინატორი დოც. ა. პაპიტაშვილი. სკოლა-კონფერენციოის მონაწილეთა და რეგიონის ექიმებისათვის წარმოდგენილი იყო უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები. • “ბავშვთა მწვავე მუცლის დროული დიაგნოსტიკა და მართვის თაანამედროვე მეთოდები” – კოორდინატორი გ. დავითაია; • “სეფსოლოგიის აქტურლური პრობლემები დ ამათი მართვა” – კოორდინატორი მ. გიგაური; • “კარდიალური არითმიები: წინაგულთა ფიბრილაციის მართვის სახელმძღვანელო პრინციპები; სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის მართვა – კოორდინატორი გ. აბულაძე; • “კარდიომიოპათიების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები” – კოორდინატორი მ. როგავა. სკოლა-კონფერენციის კლინიკური და ტრეინინგული პროგრამების დირექტორი, თსსუ-ს კათედრის პროფესორი გ. დავითაია |
|
|