|
ევროპის
II კონგრესი
ასთმის
საკითხებზე |
|
ა/წ 1-5 ოქტომბერს წყალტუბოსა და თბილისში ჩატარდა ევროპის II კონგრესი ბრონქული ასთმის პრობლემურ საკითხებზე, აგრეთვე I საერთაშორისო კონგრესი “ჯანმრთელობა და წამალი” და საქართველოს III ნაციონალური კონგრესი ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებზე, რომელთა ორგანიზატორები იყვნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, საერთაშორისო ასოციაციები: ალერგიის (WAO), იმუნოლოგიის (WIPO), ასთმის (INTERASTMA), ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია (EFA), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ალერგოლოგებისა და იმუნოლოგების საზოგადოება, საქართველოს ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა საზოგადოება. საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ![]() 1 ოქტომბერს წყალტუბოში მეცნიერებათა აკადემიის ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ალერგიის მსოფლიო (WAO), იმუნოლოგიის მსოფლიო ორგანოზაციის (WIPO), დსთ-ის სახელმწიფოთა იმუნოლოგთა და ალერგოლოგთა კავშირის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი სხდომა. სხდომა გახსნა კონგრესის საპატიო თავმჯდომარემ, აკად. რემ პეტროვმა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენრიალბერტ თავხელიძე, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ა. კაპლანი, იმუნოლოგთა მსოფლიო ორგანიზაციისა და დსთ იმუნოლოგთა და ალერგოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი რამაზ სეფიაშვილი.
3 ოქტომბერს დილიდან I საერთაშორისო კონგრესის “ჯანმრთელბა და წამალი” სამუშაო ნაწილი გაიხსნა ა. კაპლანის ლექციით “ასთმის პათოგენეზისა და მკურნალობის ახალი კონცეფციები”, რის შემდეგაც გაიხსნა პლენარული სხდომების მიმდინარეობა და პოსტერ-სესია. 4 ოქტომბერს ჩატარდა 2 პლენარული სხდომა, ერთი მათგანი მიეძღვნა აკად. გ. გურგენიძის ხსოვნას, ხოლო მეორე აკად. ვ. ბოჭორიშვილის ხსოვნას. 5 ოქტომბერს კონგრესის ფარგლებში ჩატარდა 6 სიმპოზიუმი შემდეგ თემებზე: • ორგანიზმის რედუქს-სტატუსის მედიკამენტური კორექცია; • ძილის პარადოქსული ფაზის დეპრივაციის ზეგავლენა ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურაზე მედიკამენტური და არამედიკამენტური საშუალებებით; • ბიოლოგიური პრეპარატებისა და პლაფერონ LB-ს კლინიკური ეფექტურობა და მოქმედების მექანიზმი; • მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და პრეპარატები; • სტატინები და ათეროსკლეროზი; • გულის ვირუსული დაზიანება. |