ÓÀÒÜÄÅÉ

არშემდგარი იუბილე
 პროფესორი სოსო კაპანაძე

კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი დათო სამადაშვილი .. 15 მაისს 45 წლის გახდებოდა. დღემდე ვერ გაგვიცნობიერებია რა მოხდა. ჩვენო ძვირფასო დათო! თითქოს კიდევ ერთხელ გვინდოდა გეთქვა, რამდენად სწორი იყო შენი პროფესიული მოღვაწეობის არჩევანი. რა ვერაგი, მოულოდნელობით აღსავსე პათოლოგიის შესწავლას მიეძღვნა მთლიანად შენი შეგნებული საქმიანობის ორი ათეული წელიწადი.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრებისთანავე 1984 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის / ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკის ორდინატორობიდან, სიცოცხლის ბოლო დღემდე საოცარი პროფესიონალიზმითა და შემართებით, განსაკუთრებუილი ნიჭითა და კლინიცისტის არაჩვეულებრივი ინტუიციით ემსახურა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, განსაკუთრებით, გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულყოფის პრობლემას.

კარდიო-რეანიმატოლოგის თანამდებობაზე აქტიურ კლინიკურ მოღვაწეობასთან ერთად აღსანიშნავია დათოს მიერ ათეროსკლეროზის თავისუფალ-რადიკალური ჟანგვითიო თეორიის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო გამოკვლევები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივების მოქმედების მექანიზმის ახსნას და გულის იშემიური დაავადების მკურნალობაში ფართო გამოყენებას. 1992 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია მედიცინეს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად: “ინტრავენური ლაზეროთერაპიის ანტიოქსიდანტური ეფექტის კლინიკური შეფასება გულია ქრონიკული იშემიური დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში”. 90-იანი წლების სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად ნათელი გახდა, რომ ანტიოქსიდანტების, ლიპიდური ზეჟანგვის პროცესებისა და ენდოთელიუმის რელაქსაციის ფაქტორის მიმართებით ჩატარებული კვლევები მოიცავს უპრეცენდენტოდ ვრცელ სივრცეს კლინიკური მედიცინეს, ბიოქიმიის, ბიოფიზიკის, ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის მეცნიერებათა მიჯნაზე. აღნიშნული მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა ძირეულად შეცვალა წარმოდგენა მრავალი დაავადების და მათ შორის ათეროსკლეროზის პათოგენეზის, დიაგნოსტიკისა დამკურნალობის შესახებ. დისლიპოპროტეინემიის, არტერიული ჰიპწერტონიის, თამბაქოს წევის, ჭარბი წონის, გლიკემიის და ათეროსკლეროზის სხვა აღიარებული რისკის ფაქტორების კორექცია ხშირად ვერ იძლევა ადექვატურ კლინიკურ ეფექტს. დათოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ერთ-ერთი პირველი საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ათეროგენეზის ჯერ კიდევ ბოლომდე აუღიარებელი რისკის ფაქტორების შესწავლის და მათი კორექციის კლინიკური ღირებულების შეფასების საკითხებზე. მის მიერ შეიქმნა შპსფარმაცია 3 ...”-ის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობდაგადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან”, ხოლოტესტიექიმთა სახლი”- პირობებში თანამშრომლებთან ერთად ჩამოაყალიბა ინფექციური აგენტით გამოწვეული გილ-სისხლძარღვთა დაავადებების შემსწავლელი დამოუკიდებელი სამეცნიერო-პრაქტიკული ჯგუფი ათეროსკლეროზის პათოგენეზში ენდოთელიუმის დისფუნქციის, ლიპიდების ზეჟანგვის პროცესის და ინფექციური აგენტებისქლამიდიის, ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის, ჰელიკობაქტერიის და სხვათა მონაწილეობის შესასწავლად. ამ საკითხებთან დაკავშირებით თავისი საკუთარი, დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის პრიორიტეტული გამოცდილება მან გამოაქვეყნა მონოგრაფიებში: “ათეროსკლეროზი, როგორც უნივერსალური ადაპტაციური მექანიზმის დარღვევა და მისის დიფერენციული ანტიოქსიდანტური კორექწციადაათეროსკლეროზის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორები და პათოგენეზური თერაპიის ახალი პერსპექტივები”. მან ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში დამაჯერებლად დაადგინა, რომ დღეს უკვე რეალურია პრაქტიკულად დაისახოს ათეროსკლეროზის თერაპიის დიფერენცირებული მიმართულებები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ტრადიციული რისკის ფაქტორებთან ერთად ჰიპერლიპოპეროქსიდემიის, ენდოთელიუმის დისფუნქციის, ქრონიკული ინფექციური პროცესის, “”-რეაქტიული ცილის და სისხლძარღვთა ინტიმა-მედიალური შრის კორექციისკენ.

დათო სამადაშვილი მაღალი პროფესიონალიზმით, უშურველი ერთგულებით, უდიდესი ენერგიით ემსახურა ქართულ მედიცინას. მაფრამ ამასთან ერთად მას მრავალი ჩანაფიქრი განუხორცილებებლი დარჩა.

ჩვენო დათო! ერთი კი გვაიმედებს, რომ შენი დაარსებული კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრი დღესაც ერთგულად აგრძელებს მუშაობას თქვენი ოჯახის, სამადაშვილების ექიმთა მესამე თაობის, შენი სასიქადულო ვაჟიშვილის – გიორგის აქტიური მონაწილეობით, შენი საქმიანობის გაგრძელების დიდი სურვილითა და მონდომებით.

დათო სამადაშვილი აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული მედიცინისთვის, მეგობრებისთვის, მისი მადლიერი პაცინტებისთვის. ჩინებული მოქალაქის, ღირსეული მოღვაწის, მეცნიერის, მკვლევარის, უკვე აღიარებული სპეციალისტის დავით სამადაშვილის ნათელი სახე დიდხანს დარჩება მისი კოლეგებისა და მეგობრების ხსოვნაში.

 

ÓÀÒÜÄÅÉ