თავფურცელი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-ის მკურნალობის თანამედროვე
მეთოდები
ქართულ დიაბეტურ ბანაკში

. კაჭარავა, . კოპლატაძე, . ვირსალაძე
თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის
დეპარტამენტი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-ით ავადობის სიხშირე ბავშვებში ყოველწლიურად 3-5%-ით იზრდება (ISPAD, 2000). საქართველოში, 1997 წელს, ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის ახლადგამოვლენილი 57 შემთხვევა დაფიქსირდა, 2003 წელს კი - 64. ექსპერტთა შეფასებით მოსალოდნელია  დაავადების სიხშირის შემდეგი მატება. ამავე დროს, დიაბეტის ნაადრევი და ქრონიკული გართულებები ინვალიდობისა და სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება (ADA, 1998). შესაბამისად მაღალია ამ გართულებათა მკურნალობისა და ასეთ პაციენტთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები. დიაბეტის გართულებათა თავიდან აცილება გარდა პროფესიულისა, წარმოადგენს სოციალურ პრობლემასაც, რომლის მოგვარება საშუალებას მოგვცემს გაცილებით უფრო რაციონალურად მოვიხმაროთ ფინანსები, ვინაიდან დადგენილია, რომ გართულებათა მკურნალობაზე გაცილებით იაფია, მათი პროფილაქტიკისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (Assal, 1995).

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მთავარი მიზანია მეტაბოლური დარღვევებისა და ენერგეტიკული ბალანსის მაქსიმალური ნორმალიზაცია. მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ბავშვის აღზრდისა და განვითარების ფიზიოლოგიური ტემპი, მისი ინტელექტუალური ჩამოყალიბება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარგი თვითშეგრძნება. ცხადია, ამ მიზნის მიღწევა იოლი არ არის და მოითხოვს დიდ და მუდმივ ძალისხმევას როგორც სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, ასევე თავად პაციენტის მხრიდან. სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი ფაქტორი კარგი შედეგის მიღწევაში არის არა მარტო სტაციონარში მიღებული გლიკემიის კარგი მაჩვენებელები, არამედ, ის თუ რამდენად მაღალია პაციენტის მოტივაცია და რამდენად მყარია დიაბეტის კარგი მოვლის ჩვევები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთიც და მეორეც უმეტეს წილად დამოკიდებულია დიაბეტურ განათლებაზე, რომელიც თანამედროვე შეხედულებებით მოიაზრება, როგორც დიაბეტის სწორი მკურნალობის ქვაკუთხედი.

დიაბეტის კომპლექსური მკურნალობის სრულყოფის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდად გვევლინება ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტური ბანაკი. 1996 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს ქართული დიაბეტური ბანაკი. ბევრი განვითარებული სახელმწიფოც კი ვერ დაიკვეხნის მისი არსებობოთ. იგი იმართება ყოველწლიურად ზაფხულში, დაბა ბაკურიანში. 1995-2004 წწ დიაბეტურ ბანაკში იმყოფებოდა 800 ბავშვი და მოზარდი, საიდანაც 110-მდე იძულებით ადგილნაცვალი ბავშვი იყო. საყურადღებოა, რომ თითოეული მათგანი 2-3-ჯერ იმყოფებოდა ბანაკში.

დიაბეტურ ბანაკში დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ეფექტურობის განსაზღვრა, საქართველოში დიაბეტური ბანაკის, როგორც დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდის, პერსპექტივის დადგენა.

მასალა და მეთოდები: ჩვენს მიერ შესწავლილია შაქრიანი დიაბეტი ტიპი-I, დადგენილი დიაგნოზის მქონე 800 ბავშვი. გამოკვლევა ტარდებოდა . ივერიელის სახელობის ცენტრ "endemic”-ის ბავშვთა და მოზარდთა ენდოკრინოლოგია-დიაბეტოლოგიის განყოფილებაში, თსსუ კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის დეპარტამენტში. დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდების გამოკვლევა და შესწავლა იწყებოდა ამბულატორიულად, საბანაკო სესიის მოსამზადებელ პერიოდში.

ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის საერთაშორისო საზოგადოების 2000 წლის და ამერიკის დიაბეტური ასოციაციის 1998 წლის კონსესუსები დიაბეტური ბანაკის შესახებ განსაზღვრავენ ბანაკში გლიკემიის რუტინული კონტროლის სტანდარტს (სქემა #1).

სქემა #1.

1

            საუზმემდე  

   7:00   8:30

2

            საუზმემდე  

 13:30 14:00

3

            საუზმემდე  

 18:30 19:00

4

            საუზმემდე  

 22:30 23:00

ამ სქემაში მოცემულია ქართულ დიაბეტურ ბანაკში დანერგილი გლიკემიის ინტენსიური კონტროლის სტანდარტი. დიაბეტური რეტინოპათიის არსებობას ვიკვლევდით ოფთალმოსკოპ- Propper და Welch-Allyne -ის გამოყენებით. დიაბეტური ნეფროპათიის არსებობას ვაფასებდით მიკროალბუმინურიის განსაზღვრის გზით Mikral-Test   (Bochringer-Mannheim) მეთოდით და შარდის ავტომატური ანალიზატორის Urilix  (Bochringer-Mannheim)  გამოყენებით. დიაბეტური ნეიროპათიის არსებობას ვიკვლევდით მონოფილამენტის (STNF) და ვიბრაციული შეგრძნების სინჯის გამოყენებით. გლიკოზირებული ჰემოგლობინი ისაზღვრებიდა ლატექს-აგლუტინაციის მეთოდით აპარატ DCA 2000 -გამოყენებით (Baier Diagnostics).

კვლევის შედეგები: გლიკემიური პროფილის მაჩვენებლების დინამიკა საქართველოს დიაბეტურ ბანაკში 1996-2004 წწ სტაბილური კომპენსაცია აქვს გამოკვლეულთა 29%-, მონაცემთა გაუარესება აღენიშნება 10%, სტაბილურად მაღალი გლიკემია აქვს მობანაკეთა 6%-, გლიკემიის მონაცემთა გაუმჯობესება აღენიშნა 35%-.

ჰიპოჰემოგლიკემიურ მონაცემთა ანალიზი საქართველოს დიაბეტურ ბანაკში: გლიკემიის კონტროლი ხორციელდებოდა დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, რაც საშუალებას იძლეოდა თავიდან აგვეცილებინა ჰიპოგლიკემიური მდგომარეობების გადასვლა ჰიპოგლიკემიურ კომაში. ჩვენი კვლევით დადგინდა, რომ ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობათა განვითარების რისკი სტატისტიკურად სარწმუნოდ მაღალია 8-დან 14 საათამდე, 19-დან 23 საათამდე და 23-დან 4 საათამდე.

დასკვნები:

-           საქართველოს დიაბეტური ბანაკის მთავარ კონცეფციას წამოადგენს დიაბეტური განათლების საშუალებით ოპტიმალური დიეტა და ინსულინთერაპიის რეალიზაციის ფონზე ბავშვთა და მოზარდთა გარემოსთან ადაპტაციის მიღწევა და შენარჩუნება.

-           დადგენილია კვების მოდელი, რომელიც მოიცავს, როგორც კვების ოპტიმალური რეჟიმის, ასევე კალორაჟის რაციონალური განსაზღვრის პრინციპების პაციენტთა ძირითადი მოთხოვნილებების სრული დაკმაყოფილების მიზნით.

-           დიაბეტური ბანაკი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ინტენსიური ინსულინოთერაპია პაციენტისთვის ბუნებრივი, ინტენსიური ფიზიკური და ემოციური დატვირთვის ფონზე.

-           ბანაკში დანერგილი ტექნოლოგიების გამოყენებით მიღწეულია დიაბეტის სტაბილური მიმდინარეობა კრიტიკული გართულებების გარეშე.

-           დიაბეტური ბანაკი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ეფექტურ საშუალებას.

 

ლიტერატურა:

1.        Дедоев   И.И.  Мельниченко  Г. А. Фадеев В. В. Эндокринологиа  Москва,   "Медицина"  2000.

2.        Касаткина  Е. П.  Сахарный диабет  у детей  и подростков, изд. Москва,  "Медицина" 1996.

3.        Consensus Guidelines for the Management of Insulin-Dependedent (TYPE 1) Diabetes Mellitus (IDSM) in Childhood and Adolescence.

4.        Monitoring Gycemic Control in the Diabetic Patient, Edited by W.  Garry John, London, 2000.

 

თავფურცელი