თავფურცელი

სტრესული სიტუაციის გავლენა ორსულობის
მიმდინარეობაზე
და მის გამოსავალზე

 . კინტრაია, . დევდარიანი, . მამამთავრიშვილი, . მენთეშაშვილი,
. კოხია, . მიქაძე, . ჯიქია, . მახარაძე
. . ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და
მეანობა
-გინეკოლოგიის /
ინსტიტუტი

 სტრესის ფენომენი და მისი გავლენა ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობაზე თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხია 1,2,4,5,7,9.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო გახდა სტიქიური და სოციალ-პოლიტიკურ უბედურებათა არეალი, რამაც დაღი დაასვა მისი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ფსიქო-სომატურ მდგომარეობას. ამ ფაქტმა განსაკუთრებით აქტუალური გახადა სტრესის გავლენის შესწავლა ორსული ქალის ფსიქოლოგიურ სტატუსზე, ენდოკრინულ სისტემაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და მშობიარობის შედეგებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა იმ ქალების ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობა, რომელთაც ორსულობის დროს გადაიტანეს სტრესი, აგრეთვე მათი ახალშობილების ადრეული ადაპტაციის თავისებურებები და შორეული შედეგები.

მასალა და მეთოდები: ჩვენს მიერ გამოკვლეულ იქნა 250 ორსული ქალი, რომლებიც ორ ჯგუფად გავყავით: საკონტროლო და ძირითად ჯგუფებად. საკონტროლო ჯგუფში შევიდა 125 ორსული. აქედან 82 შემთხვევაში ორსულობის სამივე ტრიმესტრი მიმდინარეობდა გაურთულებლად; 43 შემთხვევაში ორსულებს სხვადასხვა სახის გართულებები აღენიშნებოდათ. ძირითადი ჯგუფი შეადგინა 125 ორსულმა, რომლებმაც ორსულობის სხვადასხვა პერიოდში გადაიტანეს სტრესი, მაგრამ ორსულობა მიიტანეს ბოლომდე. მათგან 45 შემთხვევაში ორსულობის სამივე ტრიმესტრი მიმდინარეობდა გაურთულებლად. 80 შემთხვევაში კი აღინიშნებოდა სხვადასხვა სახის გართულება.

კვლევისათვის გამოვიყენთ შემდეგი მეთოდები:

1)         ორსული ქალის და მისი ახალშობილის კლინიკური კვლევა;

2)         ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი (ორსული ქალის ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ), ნაყოფის გარეგანი ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), ახალშობილის ეეგ;

3)         ორსულთა ფსიქოლოგიური გამოკვლევა (შიშების შესწავლა სპეციალური ბლანკის საშუალებით, პიროვნული და რეაქტიული შფოთვის დონის დადგენა სპილბერგის შკალით; პიროვნების სტრუქტურული თავისებურებების შესწავლა MMPI- შემცირებული ვარიანტით, რომელიც შეიცავდა იპოქონდრიის, დეპრესიის, ისტერიის, ფსიქოპათიის, ფსიქასთენიის, პარანოიის, შიზოფრენიის და ჰიპომანიის შკალებს);

4)         ენდოკრინოლოგიური კვლევა (ადრენალინის, ნორადრენალინის დოფამინის რაოდენობის შესწავლა სისხლში ორსულობის 22-36 კვ. ვადაზე, ცამფ-ის განსაზღვრა ორსულთა სისხლში, Ca2+-ის განსაზღვრა ორსულთა სისხლის პლაზმაში, ცამფ/Ca2+ კოეფიციენტის დადგენა;

5)         ახალშობილის ნეიროსონოსკოპია;

6)         კატამნეზური კვლევა (ახალშობილის კლ.-ენცეფალოგრაფიული შესწავლა 2 წლის ასაკამდე);

7)         ექსპერიმენტული გამოკვლევა (იმ ბაჭიების გენიტალური სფეროს შესწავლა, რომელთაც მუცლადყოფნის პერიოდში გადაიტანეს ქრონიკული სტრესი, რომელსაც ვიწვევდით მაკე კურდღლებზე ხმოვანი სიგნალის 1000 ჰც 90 დბ. 20 მკჰ- დონეზე ზემოქმედებით მთელი გესტაციის მანძილზე 3-3სთ-ის ხანგრძლივობით დღეში).

კვლევის შედეგების განხილვა:    საკონტროლო ჯგუფის 125 ორსული ქალიდან ორსულობა და მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა 66%-ში, პათოლოგიურად 34%-ში (აქედან მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა იყო 16%-ში, 18%-ში კი ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სიმძიმის ჰესტოზს).

            ძირითადი ჯგუფის 125 ორსული ქალიდან 36%- ჰქონდა ორსულობის და მშობიარობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობა, 64%- პათოლოგიური, აქედან 25%- აღენიშნებოდა მოსალოდნელი აბორტი 8-22 კვირაზე, 25%- მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა და 14%- სხვადასხვა სიმძიმის ჰესტოზი (იხ. სურათი #1)

სურ. #1

ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობა ძირითად და საკონტროლო ჯგუფის ქალებში

ორივე ჯგუფის ორსული ქალების ეეგ-გამოკვლევით დადგინდა, რომ საკონტროლო ჯგუფისაგან განსხვავებით სტრესგადატანილ ორსულ ქალებში ეეგ-მონაცემები იცვლებოდა როგორც ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის, ასევე პათოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს. ცვლილებები ძირითადად მდგომარეობდა α–რითმის მკვეთრ დეზორგანიზაციაში, მისი მოდულაციის დარღვევაში. α–რითმის შემცირებასა (8-9 /წმ) და ამპლიტუდის დაქვეითებაში, წამახვილებული ტალღების სიჭარბეში. გარდა ამისა, პათოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს ხდებოდა პათოლოგიური ფორმის ტალღების და კომპლექსების გაჩენა.

სტრესგადატანილი ორსული ქალების შიშების გამოხატვის სიხშირის შედარებამ იმ ქალებთან, რომელთაც სტრესი არ გადაუტანიათ და ორსულობა მიმდინარეობდა ფიზიოლოგიურად, გვიჩვენა, რომ I ტრიმესტრში ამ უკანასკნელებს ჰქონდათ მხოლოდრაღაც უცნობის შიშიდაარასრულფასოვანი ბავშვის დაბადების შიში”, მაშინ როცა სტრესგადატანილებს დამატებით აღენიშნებოდათტკივილების, გართულებული მშობიარობისდასიკვდილის შიში”. II და III ტრიმესტრში შიშების რაოდენობა იყო ერთნაირი, გარდა სიკვდილის შიშისა, რომელიც როგორც I, ისე II ტრიმესტრში არ ჰქონდათ არასტრესგადატანილ ქალებს ფიზიოლოგიური ორსულობით.

სტრესგადატანილ ორსულების შიშების გამოხატვის სიხშირის შედარებამ არასტრესგადატანილ, მაგრამ პათოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევებთან, გვიჩვენა ერთიდაიგივე შიშების არსებობა სამივე ტრიმესტრში. თითოეული შიშის პროცენტული მაჩვენებელი კი ძირითად ჯგუფში იყო უფრო მაღალი, განსაკუთრებით გაზრდილი იყოსიკვდილის შიში”, რომელიც საკონტროლო ჯგუფის პათოლოგიური ქვეჯგუფის ქალებს III ტრიმესტრში აღენიშნებოდათ 20%-ში. მაშინ, როდესაც სტრესგადატანილების იმ ნაწილს, რომელსაც ორსულობის პათოლოგია აღენიშნებოდათ, III ტრიმესტრშისიკვდილის შიშიუვლინდებოდათ 65%-ში.

რეაქტიული შფოთვის დონე სტრესგადატანილ ორსულ ქალებში სამივე ტრიმესტრში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ქალებში, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა III ტრიმესტრში (იხ. სურათი #2), ხოლო რაც შეეხება პიროვნული შფოთვის დონეს, მისი მაჩვენებლები მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდიან, რაც ამ მაჩვენებლის შედარებითი მდგრადობით აიხსნება.

პიროვნული თავისებურებების კვლევისას სტრესგადატანილი ორსული ქალების დიდმა პროცენტმა ჰიპოქონდრიის, დეპრესიის, ისტერიის, ფსიქოპათიის, ფსიქასთენიის და შიზოფრენიის შკალებზე მოგვცა მაღალი მაჩვენებელი (საკონტროლო ჯგუფი - 28%, ძირითადი ჯგუფი – 40%).

სურათი #2.

პათოლოგიურად მიმდინარე ორსულობის III ტრიმესტრი

ცნობილია, რომ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა არ წარმოადგენს სტრესულ ფაქტორს ქალის ორგანიზმისთვის და არ იწვევს ორგანიზმის დატვირთვას, რაც გამოიხატება სისხლში კატექოლამინების სეკრეციის ბაზალური დონით. სტრესული ფაქტორები, ისეთი როგორიცაა ფსიქოემოციური დატვირთვა, ძლიერი შეშინება, იმედის გაცრუება, ცხოვრების მოუწყობლობა და .. იწვევს კატექოლამინების რაოდენობის ზრდას სისხლში, რაც სხვა ენდოკრინული გარდაქმნების საფუძველი ხდება ორგანიზმში. კატექოლამინების სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული კორტიკოსტეროიდების სისტემასთან და ოპიოიდურ ჰორმონებთან. ამიტომ სტრესის დროს გარდა ნორადრენალინის მომატებისა ორგანიზმში, ბევრი ავტორის მიერ აღინიშნულია АКТГ-, კორტიზოლის და β–ენდორფინის მომატება 3,6,8. ამ ცვლილებებს არ შეუძლიათ გავლენა არ მოახდინონ უჯრედში მეორად შუამავალთა სისტემაზე, როგორებიც არიან -ამფ, -გამფ, Ca2+, პროსტოგლანდინები, სპეციფიკური პროტეაზა და სხვა.

            მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის დროს სისხლში კატექოლამინების მომატებასთან ერთად კლებულობს -ამფ-ის რაოდენობა და მატულობს კალციუმი. კიდევ უფრო მკაფიოა კორელაცია პროგნოზის და მკურნალობის ეფექტურობისა და -ამფ/Ca2+ შეფარდებას შორის ორსულის სისხლში. ჩვენს მასალაზე -ამფ/Ca2+ კოეფიციენტი ქალებში მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობით მკურნალობამდე 1,5-2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ჯანმრთელ ორსულებში. მკურნალობის შემდეგ იგი აღწევდა რაოდენობას, რომელიც დამახასიათებელია ჯანმრთელი ორსულებისათვის. აღნიშნული შედეგია სისხლის პლაზმაში ცამფ-ის რაოდენობის მომატებისა, რომელიც განაპირობებს ცამფ-დამოკიდებული ფოსფოლიპიდების აქტივაციას, რაც ხელს უწყობს უჯრედშიდა კალციუმის შებოჭვას. უჯრედშიდა კალციუმის დონის დაქვეითება კი ხელს უწყობს საშვილოსნოს გლუვი კუნთების მოდუნებას.

ჩვენი გამოკვლევები მოწმობენ, რომ მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის მკურნალობის ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა მარტო ცამფ/Ca2+ კოეფიციენტზე სისხლში, არამედ კატექოლამინების შემცირებაზეც სისხლის შრატში. ჩვენს მასალაზე ტოკოლიზურ მკურნალობას ჰქონდა ხანმოკლე ეფექტი ყველა იმ შემთხვევაში, როცა ორსულებს სისხლში ადრენალინის და დოფამინის მაღალი დონე აღენიშნებოდათ, მიუხედავად ცამფ-ის რაოდენობის მომატებისა და მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის კლინიკური სიმპტომების მოჩვენებითი გაუმჯობესებისა. რაც იმით აიხსნება, რომ კატექოლამინების მაღალ კონცენტრაციას, განსაკუთრებით ადრენალინს და დოფამინს, შეუძლია შეცვალოს მეორად შუამავალთა თანაფარდობა უჯრედში, კერძოდ კი ცამფ-ის და Ca2+, რაც იწვევს საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის მომატებას. აქედან გამომდინარე, ორსული ქალების სისხლში, რომელთაც გადატანილი აქვთ სტრესი, აუცილებელია კატექოლამინების განსაზღვრა და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება მათი მაღალი დონე, ეს ქალები უნდა მიეკუთვნონ ორსულობის დრომდემიუტანლობის მაღალი რისკის ჯგუფს, ხოლო მათ სამკურნალო კომპლექსში აუცილებელია სედაციური საშუალებების ჩართვა, ვინაიდან მხოლოდ ტოკოლიზური თერაპია, რომელიც მიმართულია ცამფ/Ca2+ კოეფიციენტის მომატებისაკენხშირად არ არის საკმარისი და აქვს მოკლევადიანი ეფექტი.

ცხადია, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებები, როგორც ორსული ქალის ფსიქოლოგიური სტატუსის, ასევე ბიოქიმიური მონაცემების მხრივ გავლენას ახდენს ნაყოფის ფუნქციურ მდგომარეობაზე. სტრესგადატანილ ორსულთა ნაყოფების ფონურ ეკგ-ზე გულისცემის ბაზალური რიტმის მერყეობა იყო 109-170 დარტყმა წუთში, წუთშიდა მერყეობა, როგორც ნაყოფის მშვიდ მდგომარეობაში, ასევა მოძრაობის დროს იყო 3-5 დარტყმა წუთში. .. საქმე გვქონდა მონოტონურ რიტმთან. ფუნქციურ დატვირთვაზე ნაყოფს აღენიშნებოდა გულისცემის სიხშირის შენელება – “შენელების ტიპი”, ხოლო რიგ შემთხვევებში რეაქცია არ იყო – “ნულოვანი ტიპი”. ნაყოფის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებად შეფასდა ძირითადი ჯგუფი ქალთა 64%-ში, მაშინ როცა ანალოგიურმა მონაცემებმა საკონტროლო ჯგუფში შეადგინა 28% (იხ. სურათი #3).

სურათი #3

ნაყოფის გარეგანი ეკგ- მონაცემები

რაც შეეხება ახალშობილებს, საკონტროლო ჯგუფის ორსული ქალებისაგან მიღებული ახალშობილების 72,2%- ადრეული ადაპტაციის პერიოდში რაიმე გართულება არ აღენიშნება, 23%-ში გამოვლინდა ცნს-ის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. 4,8%-ში – I ხარისხის დღენაკლულობა. ძირითად ჯგუფში ჯანმრთელმა ახალშობილებმა შეადგინეს 36%, სხვადასხვა სიმძიმის ცნს-ის დაზიანება შეგვხვდა 31%-ში, დღენაკლულობა – 20%-ში, ჰიპოტროფია – 13% (იხ. სურათი #4).

სურათი #4.

ადრეული ადაპტაციის პერიოდის მიმდინარეობა ორივე ჯგუფის ახალშობილებში

ცალკე უნდა შევჩერდეთ ჰიპოტროფულ ახალშობილებზე, რომლებიც მიღებული იყვნენ სტრესგადატანილ დედებიდან. პერინატალური ჰიპოტროფია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. განვითარებად ქვეყნებში მისი მკვეთრი მომატება აიხსნება სოც.-ეკონომიკური სიდუხჭირით, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში კი ეკოლოგიური პრობლემებით.

ჩვენს ინსტიტუტში ჰიპოტროფული ახალშობილების რაოდენობამ ბოლო წლების განმავლობაში 2%-დან 9,1%-მდე მიაღწია. ჰიპოტროფული ახალშობილები 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდებოდნენ ლტოლვილ მშობიარეთა კონტინგენტში, ვიდრე საერთო პოპულაციაში. ჩვენს მასალაზე ყურადღებას იპყრობდა ჰიპოთალამური არის დაინტერესება და მრავალფეროვანი ვეგეტოდისტონიური სინდრომები. ამ ახალშობილებს აღენიშნებოდათ კანის სიფერმკრთალე, ფერის ცვლა მსუბუქი ციანოზის ელფერით, მარმარილოსებრი სიჭრელე, პერიოდულად სუნთქვის და გულისცემის რიტმის დარღვევები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკინეზია.

უნდა აღინიშნოს, რომ სტრესგადატანილი დედებისაგან მიღებული ახალშობილების სომატო-ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ გამოირჩეოდა სპეციფიკურობით და პრინციპულად არ განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფის ორსულთაგან მიღებული ცნს-ის დაზიანების მქონე ბავშვების სიმპტომატიკისაგან, ამიტომ ამაზე აქ არ შევჩერდებით. იგივე შეიძლება ითქვას ეეგ-მონაცემებსა და ნეიროსონოგრამებზეც.

კატამნეზური მონაცემების შესწავლამ გვიჩვენა, რომ სტრესგადატანილი დედებისაგან მიღებულ ბავშვებში, რომელთაც ცნს-ის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებოდათ, ნევროლოგიური და ეეგ-ფიული მონაცემების ნორმალიზაცია ხდებოდა რამდენადმე უფრო გვიან, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ანალოგიური პათოლოგიის მქონე ბავშვებში. ასე მაგალითად, საკონტროლო ჯგუფის ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიის მსუბუქი ფორმის დიაგნოზის მქონე ბავშვებში კლინიკური და ეეგ-მონცემების ნორმალიზაცია აღინიშნებოდა 1 თვის ასაკში, საშუალო სიმძიმის ფორმისას - 4-6 თვის ასაკში, ცნს-ის მძიმე დაზიანება საკონტროლო ჯგუფში არ შეგვხვედრია. ძირითადი ჯგუფის ბავშვებში ნორმალიზაცია ხდებოდა შესაბამისად მსუბუქი ფორმის დროს – 3 თვის, საშუალო სიმძიმის დროს – 10-12 თვის ასაკში, მძიმე დაზიანების დროს კი სრული ნორმალიზაცია ერთი წლის ასაკშიც არ აღინიშნებოდა.

ჩვენი შრომის ექსპერიმენტული ნაწილი ეძღვნება გესტაციის პერიოდში ხანგრძლივი სტრესის გავლენის შესწავლას შთამომავლობის გენიტალური სფეროს ფორმირებასა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციაზე. მიკრო-მორფოლოგიური და ჰისტოქიმიური გამოკვლევების შედეგებმა გვიჩვენა, რომ შესწავლილი ორგანოებიდან (საკვერცხეები, სათესლეები და თირკმელზედა ჯირკვლები) ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრები აღინიშნება სათესლეებში. თუ თირკმელზედა ჯირკვლებში და საკვერცხეში ფონური სურათი გამოხატულია ამა თუ იმ სიმძიმის მიკროდისცირკულაციით, სათესლეში მას აქვს სისტემური ხასიათი. ამას ემატება ცვლითი ხასიათის ძვრები. კერძოდ, დადგენილ იქნა ნუკლეინის მჟავათა, განსაკუთრებით რნმ-ის შემცირება სათესლე ჯირკვლის სპეციფიკურად მოფუნქციონირე უჯრედოვან სტრუქტურებში. აღინიშნება, აგრეთვე, ცვლილებები მაჰიდროლიზებელ ფერმენტულ სისტემაში. ადგილი აქვს მჟავე ფოსფატაზის მომატებას, რაც მიუთითებს უჯრედშიდა ჰიდროლიზური პროცესების გაძლიერებაზე.

ამგვარად, როგორც ჩვენმა მონაცემებმა გვიჩვენა, ხანგრძლივი სტრესის გავლენა ორსულის ორგანიზმზე იწვევს მნიშვნელოვან გადახრებს შთამომავლობის სასქესო სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში.

დასკვნები:

1.         სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობაზე, ზრდის აბორტების, ნაადრევი მშობიარობების, ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობის ხვედრით წონას;

2.         სტრესი გავლენას ახდენს ორსული ქალის ფსიქოემოციურ სტატუსზე, იწვევს სამშობიარო შიშების ინტენსივობის, რექტიული ანუ სიტუაციური შფოთვის დონის მკვეთრ მატებას;

3.         სტრესი იწვევს კატექოლამინების რაოდენობის ზრდას სისხლში, რაც ცვლის მეორადი მესენჯერების თანაფარდობას უჯრედში. ეს უკანასკნელი კი არის გამომწვევი მიზეზი ორსულობის დრომდე მიუტანლობისა;

4.         ორსული ქალის სტრესის გავლენა ნაყოფზე იწვევს ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას, რაც გამოიხატება ნაყოფის გარეგანი კარდიოგრამის პათოლოგიურ ცვლილებებში: აღინიშნება ბრადი ან ტაქიკარდია, ფუნქციურ დატვირთვებზე რეაქციის არარსებობა;

5.         სტრესგადატანილი ქალების ახალშობილებში, რომელთაც ადრეული ადაპტაციის პერიოდში გამოხატული აქვთ სომატურ-ნევროლოგიური დისადაპტაციის მდგომარეობა, უფრო გვიან ხდება კლინიკური სიმპტომების უკუგანვითარება, ეეგ-გრაფიული და ნეირო-სონოსკოპიური მონაცემების ნორმალიზაცია, ვიდრე იგივე დიაგნოზის მქონე ახალშობილებში, რომელთა დედების ანამნეზში არ ფიგურირებს სტრესი. იგივე კანონზომიერება შეიმჩნევა კატამნეზში შესწავლილ ბავშვებშიც (1 წლის ასაკამდე).

6.         ორსული ქალის ქრონიკული სტრესი იწვევს ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებას, რაც პრენატალური ჰიპოტროფიით და მორფო-ფუნქციური უმწიფრობით გამოვლინდება;

7.         სტრესის გავლენა ორსულ ორგანიზმზე იწვევს მნიშვნელოვან გადახრებს შთამომავლობის სასქესო სისტემის და თირკელზედა ჯირკვლების ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. განსაკუთრებით დიდი ცვლილებები აღინიშნება სათესლეებში (ექსპერიმენტული მონაცემები).

 ლიტერატურა

1.        Алиев М.Г. Гусейнова И.Н. – Влияние хр. стресса во время беременности на функциональное состояние гиполаламо-гипофизарно-надпочечниковой системы у потомства. Проблемы  эндокринологии.  том ХХXI -1986, с. 79-83.

2.        Бешета Т.С. – В кник Стресс, адаптация и функциональные нарушения. Кишинев, 1984, с. 31

3.        Chimura T. – Effects of b-adrenoreceptor blockade on parturition and cordiovagcular and metabolic system. Aeta obstet. genaecol J. 1985, vol.37. n 5, 691-695.

4.       Glynn L. et al – When stress happens matters: effects of earthguake timing on stress responsivity in pregnancy. American J. of Obstetrics and Gynecology, v.184,  #4, p.637-647, 2001.

5.        Hobel C.J. et al. – Maternal plasma corticotropin-releasing hormone associated with stress at 20 weeks gestation in pregnancies ending in preterm delivery. American J. of Obstetrics and Gynecology, v.180, #1, p.S257-S263, 1999.

6.       Kofinas G. et al. – Material and fetal b-endorpin release in response at the stress of labor. Am.I. Obstetr. gynecol.  1985, v.1,  #11, 849-854.

7.       Panoheri P. et al. – Labor as a model of human stress. Endorphine, neuregulators and behavior in human reproduction. Amsterdam, 1984, 239-255.

8.        Scilman C. Clark K. – Fetal b-endorphins levels in response to reductions in uterine blood flow. Biol. Neonat. 1987, v.57, #4, 217-223.

9.       Selye H. Â- Confusion and controversy in the stress field. – J.Hum. Stress, 1975, v.1 p.37

თავფურცელი