თავფურცელი

 

აფხაზეთიდან დევნილ ქალთა ავადობის თავისებურებანი

 . მეშველიანი, . იზორია
აფხაზეთის
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს
ქალთა
კონსულტაცია

 თანამედროვე მეანობის მთავარ ამოცანას წარმოადგენს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნება ორსულობისა და მშობიარობის პროცესში. პერინატალური გართულებების შემცირებაში დიდი როლი ენიჭება ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ორსულობების მართვის სტანდარტების შემუშავებას და გაუმჯობესებას. ერთ-ერთ ასეთ მიღწევას წარმოადგენს სამეანო პრაქტიკაში რისკის ჯგუფების გამოყოფა, რაც ითხოვს ყურადღების გამახვილებას პათოლოგიებზე ორსულობისა და მშობიარობის პროცესში, მაგრამ სასურველია პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაძლიერებული იყოს ჯერ კიდევ ორსულობამდე, ხოლო ნაყოფის და ახალშობილის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა ხორციელდებოდეს ორსულობის ადრეული ეტაპიდან. ამისათვის საჭიროა ორსულობის სამ თვემდე იმ აუცილებელი სადიაგნოსტიკო მეთოდების გატარება, რაც დროულად გამოავლენს პათოლოგიას და ხელს შეუწყობს პერინტალური ავადობის და სიკვდიალიანობის რეალურ შემცირებას.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება აფხაზეთის / ჯანდაცვის სამინისტროს ქალთა კონსულტაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1997 წლიდან და ემსახურება დევნილ მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ წლების მანძილზე ქალთა კონსულტაციის მედპერსონალი ატარებს დევნილ ქალთა ამბოლატორიულ-საკონსულტაციო-გინეკოლოგიურ დახმარებას, აღრიცხვაზე აყვანილ ორსულთა მომსახურეობას სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების წესების გათვალისწინებით _ აღრიცხვაზე დროულად აყვანილი ორსული ქალის კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევას.

კონსულტაციაში 2004 წელს პირველადი მომართვით რეგისტრირებულია 349 ორსული (წინა წლიდან გადმოვიდა 116 ორსული), გინეკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობამ შეადგინა 490, კონტრაცეფციის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღების მიზნით რეგისტრირებულია 159 პაციენტი. სულ 2004 წელს დაფიქსირდა 6063 მომართვა: 3366 სამეანო და 2697 გინეკოლოგიური. თუ შევადარებთ მომართვიანობას წლების მიხედვით, (ცხრ. #1), მისი რაოდენობა იცვლება და 2004 წელს საგრძნობლად შემცირდა, რის მიზეზებს მოგახსენებთ ქვემოთ.

ცხრილი #1.

 

2002წ

2003წ

2004წ

ორს. I მომრთვა

350

333

349

ორს. %, რომელთაც მომართეს 3 თვემდე

(131)

40 %

(205)

61%

(182)

52%

გინეკ. პაც. I მომართვა

764

573

490

 

2004 წელს აღრიცხული 465 ორსულიდან 189 (41%) ორსულს აღენიშნეობოდა ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა. გამოვლენილ პათოლოგიათა შორის სჭარბობს ორსულობის I-II ნახ. ტოქსიკოზები (86-24). ანემია დიაგნოსტირებულ იქნა 47 ორსულში; ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ძირითადად განპირობებული იოდდეფიციტური მდგომარეობით რეგისტრირებულია 34 ორსულში. საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიის სხვადასხვა სახის გამოვლინება - 14 ორსულში. ორსულობის მოულოდნელი ნაადრევი შეწყვეტის საშიშროება აღინიშნა 51 ორსულში, რომელთაგან 3 შემთხვევაში ორსულობა დასრულდა თვითნებითი აბორტით (მიზეზი - ჰერპესული ინფექცია), ხოლო 9 ორსულობა ნააადრევი მშობიარობით.

როგორც ვხედავთ, საკმაოდ მაღალია ორსულთა შორის გესტოზების, ანემიების, ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის საშიშროება, ფარისებრის ჯირკვლის პათოლოგია, პიელოცისტიტები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგია შეიძლება გამოწვეული იყოს დევნილთა მძიმე სოციალური მდგომარეობით, არასრულფასოვანი კვებით და კვების რეჟიმის ხშირად საერთოდ არ არსებობით, შრომისა და დასვენების რეჟიმის მუდმივი დარღვევით; ხშირად ორსული ქალი იძულებულია თავისი შრომით შეინახოს ოჯახი, მაღალია ფსიქო-ნევროლოგიური დაძაბულობის დონე. ყველაფერი ეს და ამასთან ერთად სანიტარული განათლების დაბალი დონე, პატრონაჟის არ არსებობა, აგრეთვე გააქტიურებული მიგრაცია არის ასევე მთავარი ორსულთა გვიანი მომართვისა ქალთა კონსულტაციაში.

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დადგენას ორსულებში აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან მას თან ახლავს ისეთი გართულებები, როგორიცაა ორსულობის თვითნებული შეწყვეტა, პრეეკლამფსია, პლანცეტის ნაადრევი აცლა, ნაყოფის ანტენატალური დაღუპვა. საყურადღებოა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უმნიშვნელო დაქვეითებაც კი განაპირობებს ბავშვის ინტელექტუალური განვითარების დონის დაქვეითებას. ამ დროს ადეკვატური ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ამ გართულებათა წარმოქმნის რისკს. თუ განიხილავთ საქართველოს, როგორც ენდემურ ზონას, ორსულთა უმრავლესობა ადრეულ ეტაპზე საჭიროებს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას შესაბამისი გამოკვლევევის ჩატარებით, რაც ჩვენი კონსულტაციის შესაძლებლობებს აღემატება. გასული წლების პერიოდში ნუტრიციოლოგიის ეროვნულ ცენტრში ტარდებოდა მოსახლეობის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაკნოსტიკა უფასოდ, რაც დღესდღეობით სამწუხაროდ შეწყვეტილია. ამის გამო მკვეთრად შემცირდა ორსულებში ამ პათოლოგიის გამოვლენის შესაძლებლობა და, შესაბამისად, მათ მკურნალობა არ უტარდებათ.

ცხრილი 2.

           

 

2002 წ

2003 წ

2004 წ

გამოკვლეულ ორსულთა რ-ბა %

138

139%

58

17%

34

9%

 

 

 ორსულებს არა აქვთ მატერიალური შესაძლებლობა ჩაიტარონ ძვირადღირებული გამოკვლევები. აქედან გამომდინარე პაციენტის ანამნეზზე დაყრდნობით მათ უტარდებათ იოდდეფიციტის ზოგადი პროფილაქტიკა ენდოკრინოლოგის მიერ. იოდეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით კარგი იქნებოდა ზემოაღნიშნული პროგრამების გაგრძელება.

ცალკე მინდა შევეხო პატრონაჟის თემას. ქალთა კონსულტაციაში ისევე, როგორც ქალაქის დაწესებულებებში, ეს სამსახური არ წარმოებს, ვინაიდან არ არსებობს ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. პასიური პატრონაჟი რეგულარულად ხორციელდება ტელეფონის საშუალებით. მედპერსონალი ცდილობს გვერდში დაუდგეს დახმარებისათვის მოსულ ადამიანებს, შეუმსუბუქოს მათ სტრესული მდგომარეობა თანაგრძნობითა და გულისხმიერებით, ორსულთა ფსიქო-პროფილაქტიკური მომზადება მშობიარობისათვის სრულდება ინდივიდუალურად კაბინეტის მეან-გინეკოლოგის მიერ. ყველაფერი ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ აქტიური პატრონაჟის ორგანიზება, მისი სათანადო დაფინანსება, მნიშვნელოვნად აწევდა ქალთა კონსულტაციის მუშაობის ხარისხს და აქედან გამომდინარე ხელს შეუწყობდა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესს.

იმ კონტინგენტის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მომართავს დახმარებისათვის ქალთა კონსულტაციას, უფრო რთულად დგას გინეკოლოგიურ პაციენტთა სრული სამედიცინო დახმარების საკითხი. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე გინეკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო, რაც, რა თქმა უნდა, არ არის გამოწვეული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით.

დიაგნოსტირებულ ნოზოლოგიათა შორის სჭარბობს მწვავე და ქრონიკული სალპინგოოფორიტები, სპეციფიური და არასპეციფიური კოლპიტები, პათოლოგიური კლიმაქსის სხვადსხვა სახის გამოვლინება. დაფიქსირდა 16 წლამდე მოზარდთა მომართვიანობა მენსტრუალური ციკლის დარღვევით, სპეციფიური და არასპეციფიური კოლპიტებით. 2004 წელს ასეთი მომართვა იყო 7. აღსანიშნავია, რომ გოგონებისა და მოზარდების ჯანმრთელობის საკითხები საჭიროებს მეტ ყურადღებას, წინა წლებთან შედარებით, როგორც უკვე ავღნიშნეთ, გინეკოლოგიურ პაციენტთა მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ გასულ წლებში დაწესებულების მომარაგება ჰუმანიტარული მედიკამენტებით უფრო მეტი და მრავალფეროვანი იყო, კონსულტაციაში შემოდიოდა აგრეთვე კონტრაცეპტივები, რაც წელს შეწყდა. აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთ გადამწყვეტ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გინეკოლოგიურ პაციენტებს ვეღარ უტარდებათ უაფსო პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა, ვინაიდან ფედერალური პროგრამა ....-ის პროფილაქტიკის მიზნით შეწყდა 2003 წლის თებერვლის თვეში. პროგრამის გაუქმების მიზეზი გახლდათ დაუფინანსებლობა, რის საფუძველზეც ლაბორატორიამ უარი განაცხადა მომსახურეობაზე. დაწესებულებას კი არ გააჩნია უფასო ლაბორატორიული გამოკვლევის საშუალება საკუთარი ლაბორატორიის არ ქონების გამო. ვინაიდან  პაციენტთა უმრავლესობა არის უმუშევარი და იმყოფება მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, უსახსრობის გამო ვერ იტარებენ სრულყოფილ ლაბორატორიულ გამოკვლევას. მიუხედავდ არსებული პრობლემებისა, კონსულტაციის პერსონალი გულისყურით ეკიდება პაციენტთა მდგომარეობას, უტარებს მათ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას, ცდილობს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მოგეხსენებათ, მხოლოდ ენთუზიაზმით შორს ვერ წახვალ. იმისათვის, რომ დაწესებულებაში მომართვიანობამ იმატოს და პაციენტი არ დარჩეს მარტო თავის პრობლემებთან აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის კონსულტაციის საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მიზანშეწონილია დაწესებულებას ჰქონდეს კოლპოსკოპიის, დიათერმოკოაგულაციის აპარატები.

თუ ჩვენს პრობლემებს ვინმე გაიზიარებს და გაგვიწევს დახმარებას - გასწევდა დიდ საქმეს დედათა და ბავშვთა ჯამნრთელობის დაცვის საკითხებში, რაც უდაოდ ძალიან შეუმსუბუქებდა დევნილ მოსახლეობას მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

 

ლიტერატურა:

1.        Акуш. и гинеколгия: №4, 2003г. М.

2.        Акуш. и гинеколгия: научно-практический журнал. Москва, №2, 2003 г.

3.        ქალთა კონს. მუშ. ანგ. 2002-2004 წწ.

 

თავფურცელი