თავფურცელი

დევნილ მოსახლეობაში კუჭისა და თორმერგოჯა ნაწლავის
სტრესული
წყლულის მიმდინარეობის დინამიკა
ომის
ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის 1993-2003 .. მასალების მიხედვით

 . მაღლაკელიძე-ხომერიკი, . ოქრუაშვილი, . შეროზია,
. სანიკიძე, . უგრეხელიძე, . ბარათაშვილი
ომის
ვეტერანთა კლინიკური
ჰოსპიტალი

 საქართველო იმყოფება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარდამავალ პერიოდში, რაც გულისხმობს დირექტიულად მართვადი ეკონომიკიდან საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით ორგანიზებულ ეკონომიკაზე გადასვლას. მეტ წილ ქვეყნებში ამ დროს აღინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებელთა მნიშვნელოვანი გაუარესება. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, სამოქალაქო ომმა, ლტოლვილთა ნაკადმა, გაზრდილმა უმუშევრობამ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების პირობების გაუარესებამ უარყოფითი გავლენა იქონია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ქვეყნისათვის, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კარდიო-ვასკულური, ონკოლოგიური დაავადებები, უბედური შემთხვევები და ამავე დროს ფართოდ არის გავცელებული სტრესულ მდგომარეობასა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობასთან (შიმშილი, დაბალკალორიული და არასრულფასოვანი საკვები და საკვებში სხვადასხვა კომპონენტების დეფიციტი (იოდის, სხვა მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტი) დაკავშირებული დაავადებები.

საქართველოში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დევნილთა ფენა, რომელთაც გარდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში ყოფნისა და საკუთარი შრომით შეძენილი ქონების მიტოვების გამო განცდილი სტრესისა, თავის თავზე გამოცადეს საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ზეგავლენა.

სტრესის შესახებ კონცეფციის ავტორის კანადელი ფიზიოლოგი . სელიეს მიხედვით, ნებისმიერი საკმაოდ ძლიერ გარეგან სტრესორ - გამღიზიანებელს (ფიზიკური, ქიმიური, ემოციური და ..) შეუძლია გამოიწვიოს სტრესული მდგომარეობა, რომელიც გამოვლინდება ორგანიზმის გარკვეული არასპეციფიკური (ჰორმონული) პასუხით, რომელსაც ავტორმა ადაპტაციური სინდრომი უწოდა. გამოყოფენ სტრესის სამ სტადიას: 1) განგაშის სტადია, როდესაც ხდება ორგანიზმის დაცვითი ძალების მობილიზაცია; 2) მდგრადობის სტადია და 3) გამოფიტვის სტადია, რომელიც ვითარდება გამღიზიანებლის ძალიან ძლიერი ან/და ხანგრძლივი ზემოქმედებისას, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როცა ორგანიზმის ადაპტაციური ძალები არასაკმარისია. სტრესის ამ სტადიაზე სტრეს-რეაქცია ღებულობს დაავადების, პათოლოგიის სახეს (მაგალითად, .. კუჭის სტრესული წყლულები).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანს წარმოადგენდა ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის 1993-2003 .. მასალების მიხედვით დადგენილიყო დევნილ მოსახლეობაში 1993 . გამოვლენილი სტრესული კუჭის წყლულის მიმდინარეობის დინამიკა.  

კვლევის პირველ ეტაპზე შესწავლი იყო 50 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, რომელთაც 1993 . დაუდგინდათ სტრესული წყლულის დიაგნოზი (ენდოსკოპური მეთოდით). აქედან 37 ავადმყოფს დაესვა კუჭის წყლულის დიაგნოზი, ხოლო 13-თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის. აღნიშნულ შემთხვევებში დაისვა სტრესული წყლულის დიაგნოზი, ვინაიდან არც ერთი ავადმყოფი დევნილობამდე კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილებს არ აღნიშნავდა, ამასთან ბოლო 6 თვის განმავლობაში არ ჰქონდა გამოყენებული აასს.

ყველა პაციენტს დაენიშნა სტანდარტული სამკომპონენტიანი ანტიულცერული მკურნალობა: H2-ანტაგონისტები - ციმეტიდინი ან რანიტიდინი (6 კვირა) და ანტიბაქტერიული პრეპარატები (H. pylori- განსაზღვრა ენდოსკოპური მეთოდით ვერ მოხერხდა, თუმცა ანტიბაქტერიული მედიკამენტები პროფილაქტიკის მიზნით მაინც დაინიშნა) – ამოქსიცილინი და მეტრონიდაზოლი (10 დღე). მხოლოდ 10 შემთხვევაში დამატებით გამოყენებული იყო ბისმუტის პრეპარატიდე-ნოლი, რაც განაპირობა 10 დღის განმავლობაში დანიშნული თერაპიის ფონზე რეზიდუალური სუბიექტური სიმპტომატიკის არსებობამ. ყველა ავადმყოფს მკურნალობის შემდგომ (1-3 თვის განმავლობაში) გაუკეთდა საკონტროლო ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია.

მკურნალობის ფონზე წყლულის შეხორცება მიღწეული იყო 43 შემთხვევაში, 7 შემთხვევაში (4 პაციენტი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით, 3 – კუჭის წყლულით) მკურნალობა სრულად არ იყო ჩატარებული (პაციენტის მიზეზით) და/ან სისტემატურად ირღვეოდა კვების რეჟიმი. ამ უკანასკნელთ დაენიშნა მკურნალობის გამეორებითი კურსი, ამასთან ერჩიათ კვების რეჟიმის მკაცრი დაცვა. საკონტროლო ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიაზე გამოცხადდა 7 ავადმყოფიდან 3 (2 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით, 1 – კუჭის წყლულით), რომელთაც აღენიშნათ წყლულის სრული შეხორცება; დანარჩენი 4 პაციენტიდან 2 დევნილმა ჰოსპიტალს 2 წლის, ხოლო ერთმა 5 წლის შემდეგ პეპტიკური წყლულის დიაგნოზით მომართა.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მიუხედავად სტრესული წყლულების შეხორცების მაღალი ხარისხისა, შემდგომი წლების განმავლობაში, სტრესული ფაქტორების მუდმივი ზემოქმედების ფონზე, აღინიშნა დაავადების ქრონიზაცია - განვითარდა პეპტიკური წყლული, ამასთან ხშირი გამწვავებებით.

კვლევის შემდგომ ეტაპზე შესწავლილი იყო განხილული 50 დევნილის ჰოსპიტალში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამო განმეორებითი მომართვების ჯერადობა ხუთწლიან და ათწლიან პერიოდში.

სტრესული წყლულის დიაგნოზის დასმიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში 50 პაციენტიდან კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამო ჰოსპიტალში ანტიულცერული მკურნალობის კურსი 6-ჯერ ჩაუტარდა 5 ავადმყოფს, 5-ჯერ - 7 პაციენტს, 4-ჯერ – 11 დევნილს, 3-ჯერ – 9 ავადმყოფს, 2-ჯერ – 8 პაციენტს, 1-ჯერ – 3 დევნილს. 5 წლიან პერიოდში წყლულოვანი დაავადების გამწვავება არ აღენიშნა 50 დევნილიდან მხოლოდ 7 ავადმყოფს (რომლებიც ჰოსპიტლის პოლიკლინიკურ განყოფილებაში სხვა დაავადებების გამო იმყოფებოდნენ ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ). . . 43 ავადმყოფთან განვითარდა პეპტიკური წყლული ხშირი გამწვავებებით. აღნიშნულ ხუთწლიან პერიოდში (1994-1998 ..) პეპტიკური წყლულის გამწვავებათა გამო ყოველწლიურად ჰოსპიტალში ავადმყოფთა მომართვათა დინამიკა შემდეგი იყო: 1994 წელს – 39, 1995 წელს – 32, 1996 წელს – 30, 1997 წელს – 25, 1998 წელს კი – 27, ხოლო სულ მომართვათა რაოდენობა იყო 155 (სქემა #1).

სქემა #1.

43 პაციენტიდან, რომელთაც ზემოთ აღნიშნულ ხუთწლიან პერიოდში გამოუვლინდათ პეპტიკური წყლულის გამწვავება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ამის გამო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსი 5-ჯერ ჩაუტარდა 5 ავადმყოფს, 4-ჯერ – 5 დევნილს, 3-ჯერ – 6 ავადმყოფს, 2-ჯერ – 12 პაციენტს, 1-ჯერ – 8 დევნილს. ამ ხუთწლიან პერიოდში წყლულოვანი დაავადების გამწვავება არ აღენიშნა 43 დევნილიდან კიდევ 7 ავადმყოფს (ეს პაციენტებიც ჰოსპიტლის პოლიკლინიკურ განყოფილებაში იმყოფებოდნენ ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ). ამ ხუთწლიან პერიოდში (1999-2003 ..) პეპტიკური წყლულის გამო ყოველწლიურად ჰოსპიტალში ავადმყოფთა მომართვათა დინამიკა შემდეგი იყო: 1999 წელს 25, 2000 წელს – 22, 2001 – 19, 2002 წელს – 15, 2003 წელს კი – 14, ხოლო სულ მომართვათა რაოდენობა იყო 95 (სქემა #2).

სქემა #2.

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, მიუხედავად მკურნალობის ფონზე სტრესული წყლულების შეხორცების მაღალი ხარისხისა (92%), აღინიშნა დაავადების ქრონიზაციაგანვითარდა პეპტიკური წყლული. დაკვირვების ქვეშ მყოფი 50 დევნილიდან სრული გამოჯანმრთელება აღენიშნა მხოლოდ 7 ავადმყოფს, ხოლო დანარჩენი 43 პაციენტს განვითარდა პეპტიკური წყლული ხშირი გამწვავებებით და სხვადასხვა სიხშირით ესაჭიროებოდათ ანტიულცერული მკურნალობის კურსი. დევნილობის პირველი 5 წლის განმავლობაში ჰოსპიტალში ავადმყოფების ყოველწლიურ მომართვათა რაოდენობა პირველი ორი წლის მანძილზე მცირდებოდა, თუმცა ბოლო სამი წლის მანძილზეუმნიშვნელოდ მერყეობდა. მომდევნო ხუთწლიან პერიოდში იკლო მნიშვნელოვნად პეპტიკური წყლულის გამწვავებების (რეციდივების) სიხშირემპირველი ხუთი წლის განმავლობაში 155-დან 100-მდე მომდევნო 5 წლის მანძილზე, ანუ თითოეული ავადმყოფის მიერ ჰოსპიტალში მომართვათა საშუალო რაოდენობა შემცირდა 3,1–დან 2–მდე.

 ჩატარებული დაკვირვებების საფუძვლეზე შეიძლება დავასკვნათ, მიუხედავად იმისა, რომ სტრესული წყლულები არ ხასითდებიან ქრონიზაციით, ჩვენს შემთხვევაში მაღალი იყო პეპტიკური წყლულის განვითარებისა და დაავადების გაქრონიკულების ხარისხი (86%), რაც შეიძლება ავხსნათ ლტოლვილთა სტრესული მდგომარეობის გახანგრძლივებით. დევნილთა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მარტო ემოციურ სტრესულ ზეგავლენას, არამედ ეს იყო ფიზიკური (ხშირ შემთხვევაში მძიმე ფიზიკური შრომა), ქიმიური (არასრულფასოვანი და უხარისხო საკვების სისტემატური მიღება) და სხვა სტრეს-ფაქტორების ზემოქმედება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას სტრესული წყლულების ქრონიზაცია დევნილ მოსახლეობაში. ბოლო წლების განმავლობაში დაკვირვების ქვეშ მყოფი დევნილი მოსახლეობაში დაავადების გამწვავებათა სიხშირის მნიშვნელოვანი კლება შესაძლოა აიხსნას საქართველოში ცხოვრების ხარისხის რამდენადმე გაუმჯობესებითა და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედარებითი გამოსწორებით

აღნიშნული კვლევა ასახავს დევნილ მოსახლეობაში სტრესული ფაქტორების ზეგავლენის მხოლოდ ერთ მხარეს. ამდენად, მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ფრთხილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება აღნიშნული კატეგორიის ადამიანებისადმი, ზრუნვა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვინაიდან ეს განაპირობებს დევნილთა ჯანმრთელობისა და შრომის უნარის გაუმჯობესებას, ამას კი სოციალურის გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, რადგან დევნილ მოსახლეობაში კონცენტრირებულია ქვეყნის სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თავფურცელი