თავფურცელი

ლაზეროთერაპიის კლინიკური ეფექტურობა მწვავე ტონზილიტის
დროს
ბავშვებში

 . ღურწკაია
აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკა
საკვანძო სიტყვები: ტონზილიტი, ლაზერი
.

 მწვავე (მწ.) ტონზილიტიხახის ანგინაბავშვთა ავადობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. დაავადების გავრცელება დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე, დასახლების სიმჭიდროვეზე, გეოგრაფიულ, კლიმატურ პირობებზე, სეზონის ხასიათზე; ქალაქის მოსახლეობაში ანგინა უფრო ხშირია, ვიდრე სოფლისაში. ერთსა და იმავე პირობებში ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან სხვა ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით.

ნუშურა მდებარეობს რა საჭმლისა და სასუნთქი სისტემების გზაჯვარედინზე, ასრულებს ბარიერულ როლს-აუვნებელყოფს მიკრობებს, მათ ტოქსინებს, რომლებიც გამუდმებით ხვდებიან აქ გარემოდან. სწორედ ამიტომ მის სრულყოფილ  ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო დაცვის ეფექტურობაში. ამითვე აიხსნება ტონზილექტომიის შემდგომ ბავშვთა ხშირი ვირუსული ინფექციები და მწვავე ტონზილიტის დროს მეორადი ტრანზიტორული იმუნოდეფიციტის განვითარება, რაც განაპირობებს პათოლოგიური პროცესის გაჭიანურებას და შრომისუუნარობის  მნიშვნელოვან გახანგრძლივებას.

ანგინა საკმაოდ ვერაგი დაავადებაამისი გადატანის შემდგომ შესაძლებელია განვითარდეს ისეთი ტონზილოგენური ნოზოლოგიები, როგორიცაა: რევმატიზმი, მიოკარდიტი, გლომერულონეფრიტი, სხვადასხვა სისტემური დაავადება, რომლებიც ხშირად ადრეული სიკვდილიანობის, ხოლო უკეთეს შემთხვევაშიინვალიდობის მიზეზი ხდება, რაც სახელმწიფოსთვისაც ეკონომიური ზარალის მომტანია.

აღნიშნულის გამო ეს დაავადება, მისი მკურნალობის მეთოდების დახვეწა, დღესაც აქტუალურ საკითხად რჩება და ექიმთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.

მწ. ტონზილიტის თერაპიულ საშუალებებს შორის არასაკმარისადაა შესწავლილი და პრაქტიკაშიც ფართოდ არ გამოიყენება ორგანიზმის საკუთარი ძალების სწრაფი აქტივაციის შესაძლებლობები. ამასთან დაკავშირებით საჭიროა მოიძებნოს ისეთი სამკურნალო მეთოდი, რომელიც სანაციური ეფექტის გარდა მალე აღადგენს ნუშურების ფიზიოლოგიურ ფუნქციასა და ავადმყოფის დაქვეითებულ იმუნურ რეაქტიულობას. ამასთანავე თერაპიული მეთოდის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს თანამედროვე ბავშვის ფარმაკოლოგიური გადატვირთვა, ალერგიზაცია, წამლისმიერი დაავადების გამოვლენის სიხშირე, მედიკამენტების მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევები, წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარებაც, რაც გვკარნახობს პოლიპრაგმაზიის შეზღუდვის აუცილებლობას, რომლის ალტერნატიულ საშუალებასაც წარმოადგენს არამედიკამენტოზური თერაპიის მეთოდების მაქსიმალური გამოყენება. ასეთ მეთოდებს შორის დღეისათვის უპირატესობა ენიჭება ლაზეროთერაპიას, განსაკუთრებით კი პედიატრიაში, რადგან იგი არის უმტკივნეულო, ასეპტიური, ატრავმული და დროის მხრივაც ეკონომიური პროცედურა, რის გამოც ადვილი მისაღებია ბავშვებისთვისაც.

ლაზეროთერაპია გულისხმობს მკურნალობას დაბალინტენსიური ლაზერული გამოსხივებით. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება მედიცინის თითქმის ყველა დარგში. სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს ლაზერული გამოსხივება ავლენს მრავალფაქტორიან პათოგენეზურ მოქმედებას: ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელ, ბიომასტიმულირებელ, რეგენერაციის გამაძლიერებელ, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელ და იმუნომოდულაციურს

კლინიკური მასალა ლაზეროთერაპიამ დადებითი ეფექტი მოგვცა მწ. ტონზილიტის დროსაც. კლინიკური დაკვირვებისათვის ჩვენს მიერ შერჩეულ იქნა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პოლიკლინიკაში რეგისტრირებული 5-15 წლამდე ასაკის 80 პაციენტი დიაგნოზით: მწ. არასტრეპტოკოკური ტონზილიტი. ტონზილიტის ამ ფორმაზე შევჩერდით იმიტომ, რომ სტრეპტოკოკური ფორმის მკურნალობის ოქროს სტანდარტი გულისხმობს აუცილებელ ანტიბიოტიკოთერაპიას, ხოლო არასტრეპტოკოკური ფორმა არ საჭიროებს ანტიბიოტიკების სავალდებულო გამოყენებას, ამიტომაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში მხოლოდ ლაზეროთერაპია, .. სხვა სამკურნალო საშუალებების გამორიცხვა, თვალნათლივ წარმოაჩენს აღნიშნული მეთოდიკის ეფექტურობას ამ დაავადების დროს.

გამოსაკვლევ პირთა კონტინგენტი ექიმთან მიმართვიანობის თანმიმდევრობის მიხედვით დაიყო ორ ჯგუფად, თითოეულში გაერთიანდა 40 – 40 ბავშვი. პირველ ჯგუფს ჩაუტარდა მხოლოდ ლაზეროთერაპიის კურსი. მეორე ჯგუფს კი _ ჩვეულებრივი მკურნალობა ლაზეროთერაპიის გარეშე (საკონტროლო ჯგუფი). დასასხივებლად გამოყენებული იყო He-Ne ლაზერული გენერატორი - mini lazer 2010 r HELBO (ავსტრია) წითელი სინათლით 670 ნმ. ტალღის სიგრძით და 10მვ სიმძლავრით. ვასხივებდით სამ არეს: ორივე ნუშურას ცალ-ცალკე (ლაზერის წრიული მოძრაობით) ლოკალურად ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი, იმუნომოდულაციური ეფექტის მისაღებად და ენისქვეშა მიდამოსსისხლის დაცვითი ფუნქციის გააქტივების მიზნით. თითოეული არე სხივდებოდა 50-60 წმ.-ის განმავლობაში. დასხივება ხდებოდა დღეში ერთხელ სამი დღის მანძილზე.

მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომ ორივე ჯგუფში ვახდენდით შემდეგი კლინიკური ნიშნების შეფასებას: 1. ტემპერატურული რეაქცია; 2. ხახის ჰიპერემია; 3. ნუშურების ჰიპერემია-ჰიპერტროპია; 4. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები ყელის არეში; 5. რეგიონალური ლიმფური კვანძების რეაქცია; 6. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა.

კვლევის შედეგები: კლინიკურმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ პირველ ჯგუფში .. ლაზეროთერაპიის ფონზე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები უფრო სწრაფად ლაგდება ვიდრე მის გარეშე (იხილეთ ცხრილი #1. მაგალითისათვის განხილულია  ზოგიერთ სიმპტომთა დინამიკა მკურნალობის ფონზე), რაც შეიძლება აიხსნას ლიტერატურაში უკვე მრავალგზის აღწერილი ლაზერული გამოსხივების ანთებისსაწინააღმდეგო და დეზინტოქსიკაციური მოქმედების უნარით, რასაც საფუძვლად უდევს ლაზერის სხივის ბაქტერიოციდული, მიკრობების პათოგენურობის დამაქვეითებელი, მემბრანომასტაბილი-ზირებელი, მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი, იმუნური დაცვის ადგილობრივი და ზოგადი მექანიზმების გამააქტივებელი მოქმედება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ლაზეროთერაპიამ ბაზისური ადგილი უნდა დაიკავოს მწ. არასტრეპტოკოკური ტონზილიტის მკურნალობაში, რაც შეეხება სტრეპტოკოკურ ფორმას, აქ ლაზერული გამოსხივება შეიძლება ჩაითვალოს ანტიბიოტიკოთერაპიის საუკეთესო დამხმარე საშუალებად.                  

კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფართოდ დაინერგოს ლაზეროთერაპიის მეთოდი მწ. ტონზილიტის სამკურნალოდ პედიატრიაში, ამისათვის, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა გატარდეს შემდეგი ღონისძიებანი:

1.         დაფინანსდეს ჩვენი პაციენტების ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი.

2.         პოლიკლინიკაში გაიხსნას ლაზეროთერაპიის კაბინეტი ან მოხდეს ლაზერის პორტატული აპარატის შეძენა, რაც შესაძლებელს გახდის მკურნალობას ადგილზე.

     მწვავე არასტრეპტოკოკური ტონზილიტის სიმპტომების ცვლილება
ლაზეროთერაპიის
ფონზე და მის გარეშე

 

ტემპერატურული რეაქცია

ნუშურების ჰიპერმია და ჰიპერტროფია

ტკივილი ყელის არეში

რეგიონალური ლიმფური კვანძების რეაქცია              

38°C-

მდე

38°C

და ზევით

 

 

მკვეთრად გადიდე-ბული    

ზომიერად გადიდე-ბული    

არაა

გადიდე-ბული

I ჯგ.

 

მკურნ-მდე

22,5%

77%

100%

72,5%

30%

70%

0%

მკურნ-ის მე-4 დღეს (ლაზერო-თერაპიის ფონზე)

10%

0%

0%

0%

0%

35%

65%

II ჯგ.

 

 

20%

80%

100%

70%

32,5%

62,5%

5%

მკურნ-მდე

50%

35%

67,5%

25%

15%

45%

40%

 

ლიტერატურა:

 1.      ღურწკაია ნ. საკანდიდატო დისერტაცია: `ლაზეროთერაპიის კლინიკური ეფექტურობა მწვავე ტონზილიტის დროს ბავშვებში და მისი გავლენა ერიტროციტების სტრუქტურაზე”, 1999 წ. თბილისი, გვ. 3-6; 77-85.

2.      ფაღავა ყ. ლაზერის სხივის გამოყენება პედიატრიაში. 1991 წ. თბილისი, გვ. 5-10.

3.                   Борисова А. М.; Хорошилова Н. В. – Влияние низкоинтенсивного лазерного облучения на иммунную систему – Терапевт. Архив. – 1992 №5 ст. 111-116.

4.                   Солдатов И.; Храбко Н. – Ангина. Москва. 1997 ст. 1-5.

თავფურცელი