თავფურცელი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის მიმოხილვითი ინფორმაცია დევნილთა შესახებ

 ია ცინცაძე
საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტრო

             საქართველოში დღეისათვის ცხინვალიდან და აფხაზეთიდან არის 238576 დევნილი (240 ათასამდე).  ცხინვალიდან - 12122 დევნილი. აფხაზეთიდან - 226454 დევნილი, აქედან:

6 წლამდე ასაკის

19138

6-16 წლამდე

45134

16-60 წლამდე

143392

60 +

30912

მდედრობითი სქესის

131191

მამრობითი სქესის

107385

ეროვნების მიხედვით

ქართველი

236619

აფხაზი

222

რუსი

902

სომეხი

321

უკრაინელი

177

ოსი

176

ებრაელი

48

ბერძენი

111

                        საზღვარგარეთ გასულია 5612 დევნილი. საქართველოს მასშტაბით კერძო სექტორში ცხოვრობს 134197, ორგანიზებულად ჩასახლებულია 104379. განსახლების ადგილის მიხედვით რაოდენობრივი მონაცემები ასეთია:

. თბილისი

89752

სამეგრელო

91149

გურია

552

იმერეთი

26574

რაჭა-ლეჩხუმი

1261

კახეთი

1202

აჭარა

5944

შიდა ქართლი

9577

ქვემო ქართლი

9002

სამცხე ჯავახეთი

2260

მცხეთა თიანეთი

1303

დევნილს იცავს კანონი `იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ”, რომელიც გამოიცა 1996 . ივნისში და კანონი `იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებსაქართველოს კანონში  ცვლილებების და დამატებების შესახებ” 2001 . 18 დეკემბერში.

ამ კანონში მიმდინარე წელსაც შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლებიც წარდგენილი აქვს შესაბამის სამინისტროებს და უწყებებს განსახილველად.

დევნილს მატერიალური დახმარების სახით ეძლევა ყოველთვიური ფულადი შემწეობა 14 ლარის ოდენობით და წელიწადში ერთხელ ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარება.

ერთჯერადი ფულადი დახმარებისათვის მთელი წლის მანძილზე გამოყოფილი იყო 300000 ლარი. აქედან დღეისათვის ასათვისებელია 25000 ლარი.

ერთჯერადი დახმარება ეძლევათ განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ  იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ფონდიდან. ერთჯერად დახმარებას იღებენ შემდეგი კატეგორიის დევნილები:

1.         მარტოხელა შრომისუუნარო პენსიონერები ან პენსიონერთა ოჯახები, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი;

2.         მარტოხელა დედები, რომლებსაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები;

3.         ობოლი (უდედმამო) არასრულწლოვანი ბავშვები, რომელთაც ჰყავთ მეურვე;

4.         მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი;

5.         აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეიარაღებული კონფლიქტების დროს დახეიბრებული ინვალიდები;

6.         I და II ჯგუფის და მძიმე სენით (ონკოლოგიური, ფსიქიური დაავადებებით, დიაბეტით და სხვა) დაავადებულნი;

7.         აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრის მეუღლე, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები.

ერთჯერადი ფულადი დახმარება რაოდენობრივად არის არანაკლები 50 ლარის ოდენობით.

აგრეთვე მინისტრის ფონდიდან 12000 ლარი დაიხარჯა რუსეთში და უცხოეთის ქვეყნებში სამკურნალოდ გაგზავნილი დევნილების სატრანსპორტო ხარჯებზე. მარტო ნოემბრის თვეში სამკურნალოდ გაიგზავნა სამი დევნილი, ერთი გერმანიაში და ორი მოსკოვში.

ხარისხიანი ჯანდაცვა დევნილებისათვის უმეტესად მიუწვდომელია მომსახურებაზე მაღალი ფასების გამო. მათ  ამისთვის ეძლევათ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეთჯერადი ფულადი  დახმარება. აგრეთვე 1999 წლიდან მოქმედებს სამეგრელო-ზემო სვანეთში განსახლებულ დევნილთათვის უმწეოთა დახმარების ფონდი, კერძოდ, მათთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო ყოველწლიურად 300 ათასი ლარი. 2004 წლისათვის ეს თანხა გაიზარდა 500000 ლარამდე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია `ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების საზოგადოებრივი კომისია”. კომისიის ერთ-ერთი წევრია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის უფროსი ბატონი ალექსანდრე აბულაძე.

ეს კომისია იხილავს განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყველა კატეგორიის მოქალაქეთა ჯანმრთელობის პრობლემებს. კერძოდ, სხვადასხვა სახის მკურნალობას, ოპერაციებს, საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხებს და ..

გარკვეული კატეგორიის დევნილებს მინიჭებული აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები, რაც გულისხმობს უფასო სადღეღამისო დახმარებას, სამედიცინო მომსახურებას, ძირითად სამედიცინო პრეპარატებსა და ნაწილობრივ სტაციონალურ მკურნალობასაც. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ერთობლივი ბოლო ბრძანება #189/ პოლისების შესახებ გაცემულ იქნა 2003 წლის 1 ივლისს. ბრძანების მიხედვით დევნილთა გარკვეული კატეგორია (ყველა სახის პენსიონერები, მარტოხელა დედები და მათ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილები; 3-დან 18 წლამდე არასრულწლოვანები,  23 წლამდე ობოლი (უდედმამო) სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთში განსახლებული ყველა დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7-ზე მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი) იღებენ სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პოლისს. 2003 . 1 იანვრისათვის სახელმწიფო დაზღვევის პოლისი გაიცა 190 ათას დევნილზე (ანუ დევნილის საერთო რაოდენობის 67 % -ზე).

სამედიცინო პოლისების გაცემა შეწყდა 2003 წლის აპრილის თვიდან. პოლისს მიიღებს მხოლოდ ის მოქალაქე, რომელსაც პოლისი ადრე ჰქონდა. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებულ სიებში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მიიღებენ სადაზღვევო პოლისს ახალი ბრძანების გამოსვლამდე.

აქვე გვინდა დავძინოთ, რომ საქართველოს კანონი `საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებმუხლი #11 ითვალისწინებს შემდეგს:

განისაზღვროს უმწეო  მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის გამოსაყოფი სახსრების მოცულობა 21 მილიონ 5000 ათასი ლარის ოდენობით.

უნდა გაუმჯობესდეს დევნილების ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვაზე. ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს და კერძო სექტორში განთავსებულებს  უნდა მიეწოდოთ ზუსტი და სათანადო ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურების მიერ თუ რა შეღავათი ეკუთვნის, რა ახალი პროგრამა არსებობს მათი ჯანმრთელობის პრობლემების გაუმჯობესების შესახებ.

აგრეთვე მიზანშეწონილად მიგვაჩნია კოლექტიურ ცენტრებში გაიხსნას სამედიცინო პუნქტები და მათი მომარაგება მოხდეს ძირითადად საჭირო მედიკამენტებით. თითქმის ყველა ორგანიზებულად ჩასახლების ცენტრში შესაძლებელია იყოს სამედიცინო განათლების მქონე დევნილები (ექიმები, ექთნები ან ფარმაცევტები), შესაძლებელია მათი დასაქმება პუნქტებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს შორის ტუბერკულოზის შემთხვევის ზრდას. ხშირად ტუბერკულოზის ღია (გადამდები) ფორმით დაავადებული დევნილები სხვა პირებთან ერთად ცხოვრობენ და არავინ ზრუნავს მათ დროებით იზოლაციაზე. ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები სოციალური ხასიათისა (არასრულფასოვანი კვება, არასათანადო საცხოვრებელი პირობები და სხვა) საჭიროა კომპლექსური გადაჭრის გზების  გამონახვა.

ხშირად დევნილები არ არიან ინფორმირებულნი შეღავათების შესახებ. მაგ: ბორჯომში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დევნილებს ბავშვების ვაქცინაციაში ახდევინებდნენ ერთ ლარს და შპრიცის საფასურს. მაშინ, როდესაც ბავშვთა ვაქცინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უფასოა.

ბევრი დევნილი დაავადებული ნევროლოგიური ან ფსიქიური დავადებით და, მიუხადავად იმისა, რომ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე (უმეტესად ამ კატეგორის ავადმყოფებს ესაჭიროებათ ყოველდღიური მედიკამენტოზური მკურნალობა, ხოლო ასეთი სახის მედიკამენტები გამორჩეულად ძვირია) რეალურად ასე არ ხდება.

ზოგიერთ რეგიონში (თბილისი, სამეგრელო, იმერეთი და აჭარა) ფუნქციონირებს სპეციალური პოლიკლინიკები დევნილებისათვის, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ისინი ვალდებულნი არიან უფასო სამედიცინო მომსახურეობა გაუწიონ დევნილებს და მიაწოდონ მათ ჰუმანიტარული ან საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი მედიკამენტები.

კოდ-ცივუარის გენერალურმა საკონსულომ საქართველოში შემოიტანა 60000 ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა. ამ აპარატურის მეშვეობის მოხდება რეგიონებში მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ თხოვნით მიმართავს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა დევნილებს გაუწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება (მედიკამენტების, მკურნალობის სახით).

გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხებზე მოყვება გარკვეული პოზიტიური შედეგები.

თავფურცელი