თავფურცელი

იძულებით ადგილნაცვალთა მძიმე სოციალური მდგომარეობა,
როგორც
ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი

. კანდელაკი, . კანკია, . ურუშაძე, . სანიკიძე . კვარცხავა, . კალიჩენკო
ომის
ვეტერანთა კლინიკური
ჰოსპიტალი

 უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში აღინიშნა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუარესება, რაც წარმოადგენს ლოგიკურ შედეგს, პირობადებულს ჩამოყალიბებული გარდამავალი პერიოდით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისას მოუწესრიგებელი სახელმწიფო მექანიზმების არსებობით.

სოციალური პირობების გაუარესება განსაკუთრებით შეინიშნება მოსახლეობის ჯანმრთელობის სფეროში, მით უფრო კი იძულებით ადგილნაცვალ, დევნილ პირებში, რომელთაც მორალური სტრესის გარდა, შეექმნათ საყოფაცხოვრებო მძიმე დისკომფორტი, უმძიმესი ეკონომიური პირობები. მძიმე ფიზიკური შრომის ფონზე მუდმივად არასრულფასოვანი საკვების მიღებამ, საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობით, განაპირობა იმუნური სისტემის მკვეთრი დაკნინება და ხელი შეუწყო სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას, მათ შორის კუჭის პილორო-ანტრალური ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლულის (წყლულოვანი დაავადების) განვითარებას.

აღნიშნულის დასტურია ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობაში პეპტიკური წყლულის გავრცელების ეპიდემიოლოგიური შესწავლით გამოვლენილი მასალა, რამაც აჩვენა პეპტიკური წყლულის უფრო მაღალი სიხშირე იძულებით ადგილნაცვალთა შორის, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში. დადგენილი სარწმუნო მონაცემებით, კერძოდ, კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოპტატში პილორული ჰელიკობაქტერია დევნილთა შორის აღმოჩნდა 97% შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობაში 85 % შემთხვევაში.

დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მათი მძიმე სოციალური პირობების უარყოფითი ზეგავლენის ერთერთი დამადასტურებელი ფაქტია ქვემოთ მოყვანილი ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის კლინიკური შემთხვევა:

ავადმყოფი - ქალი, 67 წლის, პეპტიკური წყლულის ათწლიანი ანამნეზით, პერიოდულად, ყოველი მორიგი გამწვავებისას მკურნალობდა ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში პეპტიკური წყლულის ენდოსკოპიურად, მორფოლოგიურად და ბიოქიმიურად დადასტურებული დიაგნოზით, მაასტრიხტის 1999 წლის შეთანხმებით მოწოდებული კლასიკური კონსერვატული მეთოდით, მდგომარეობის შედარებით მყარი გაუმჯობესებით.

დაავადების მორიგი გამწვავებისას, რასაც ავადმყოფი უკავშირებდა კვების სისტემატურ და საყოფაცხოვრებო პირობების უხეშ დარღვევას (იყო აფხაზეთიდან დევნილი, სისტემატიურად ვაჭრობდა ქუჩაში მთელი წლის განმავლობაში არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში), გამოუვლინდა პეპტიკური წყლულის გამწვავების დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა უზმოდ და ღამის შეტევითი ტკივილი ეპიგასტრიუმში, რომელიც ამ ეტაპზე საკვების მიღებით უკვე აღარ უყუჩდებოდა და მხოლოდ ხელოვნურად გამოწვეული ღებინება გვრიდა შვებას. სხვა ორგანოების მხრივ ჩივილებს არ წარმოადგენდა.

ფიბროგასტროდუოდენოსკოპიით დაფიქსირდა კუჭის მცირე სიმრუდეზე კუჭის კუთხესთან დიდი ზომის (≈ 2სმ × 1სმ) ღრმა კალოზური წყლული, პრეპილორულ ნაწილში ბრტყელიწყლულები, თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვში მრავლობითი წყლულები. ამრიგად, გამოვლინდა პეპტიკური წყლულის უმძიმესი ვარიანტი, რომელიც მოიცავდა როგორც კუჭის დიფუზურად, ასევე თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანებას.

აღნიშნულის გამო ავადმყოფს დაეწყო ინტენსიურად პეპტიკური წყლულის დროს მოწოდებული სპეციფიკური მკურნალობა თანამედროვე ანტიულცერული კომპლექსით, განსაკუთრებით კი ჰელიკობაქტერიული ინფექციის მიმართ წარმართული ანტიბიოტიკების ოპტიმალური დოზით.

სტაციონარში შემოსვლის მეორე დღიდან ავადმყოფს გამოუვლინდა ნევროლოგიური მოვლენები: ქვემო კიდურებში ძალის მკვეთრი დაქვეითებით, გაძნელებული სიარულით, შენელებული მეტყველებით, ძლიერი საერთო სისუსტით, რომელიც ყოველდღიურად სწრაფად პროგრესირებდა, კერძოდ, აღეკვეთა ფეხზე დგომა, ოთხივე კიდურში ძალა მკვეთრად დაუქვეითდა, განსაკუთრებით ქვემო კიდურებში, სადაც მგრძნობელობა შენარჩუნებული იყო. გამოვლინდა დიზართრიის მოვლენები, მეტყველება და ყლაპვა მოეშალა.

ნევროლოგიური სტატუსის ჩამოყალიბებისთანავე მოხერხდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რომელმაც გამოავლინა თავის ტვინში მრავლობითი დარბილების კერები. თავის ტვინის ნივთიერებაში ქერქული ატროფიული ცვლილებებით შუბლი-თხემის მიდამოში. მომდევნო ორ დღეში დაავადების დინამიკა საათობრივად მძიმდებოდა: საწოლში ვერ მოძრაობდა, კონტაქტში ვერ შემოდიოდა, თუმცა გონება შენარჩუნებული ჰქონდა. ობიექტურად - ავადმყოფი ციანოზური, პულსი ძაფისებრი, არტერიული სისხლის წნევა 80/40 მმ Hg, t - 38,2ºC, გაქრა ყლაპვის რეფლექსი, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა გამოვლინდა ნეკნთაშუა კუნთების, დიაფრაგმის და მუცლის კუნთების დამბლით, რომლის ფონზე საბოლოოდ სუნთქვა გაჩერდა, ანუ ნევროლოგიური სტატუსის გამოვლენიდან ორ დღეში დაფიქსირდა კლინიკური სიკვდილი.

შემთხვევა საყურადღებოა იმით, რომ ქრონიკულად მიმდინარე პეპტიკურმა წყლულმა, რომელიც ადრე მხოლოდ კუჭის ანტრალურ ნაწილში იყო, ამჟამად მოიცვა კუჭის კუთხიდან მოყოლებული ანტრალური, პრეპილორული ნაწილიც, ასევე პილორუსი და თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი ფართობი მრავლობითი წყლულებით, მათ შორის კალოზური და ბრტყელი წყლულებით, ანუ ჩამოყალიბდა დაავადების უმძიმესი ვარიანტი, განპირობებული პილორული ჰელიკობაქტერიების აგრესიული შტამით, რომლის შედეგად უსწრაფესად განვითარდა ნევროლოგიური სტატუსის უმძიმესი ვარიანტი, პილორული ჰელიკობაქტერიის მაღალი ვირულენტობის მქონე შტამის მიკრობული ტოქსინის შეღწევით ზურგის ტვინსა და მოგრძო ტვინში სასიცოცხლო ცენტრების სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით.

აღწერილი შემთხვევა ექსტრაორდინარულია თავისი უჩვეულო გამოვლინებით. კერძოდ, ლოგიკურად პეპტიკური წყლულის უმძიმესი ვარიანტის დროს ავადმყოფი საერთოდ იღუპება ამ დაავადების დროს მხოლოდ ადგილობრივი მძიმე გართულებით და არა ნევროლოგიური უმძიმესი გართულებითტვინის დარბილებით, პირობადებული პეპტიკური წყლულის გამომწვევი მიკრობის გააგრესიულობით, როგორც აღწერილ შემთხვევაშია. ლიტერატურაში მსგავსი ინფორმაცია დაფიქსირებული არ არის.

აღნიშნულ შემთხვევაში წარმოდგენილ მოსაზრებას პილორული ჰელიკობაქტერიის ექსტრაგასტრალური გამოვლინების შესახებ თავის ტვინის სასიცოცხლო ცენტრების დაზიანებით ამყარებს მიკრობის ექსტრაგასტრალური ზემოქმედების შესახებ ლიტერატურული  მონაცემებიც, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადების 9% შემთხვევაში ჰელიკობაქტერიული ინვაზიისას მიკრობის ერადიკაცია ახდენს დაავადების პროგრესირების შეჩერებას (P. Andersen, 2001); ჰელიკობაქტერიული ინფექცია წარმოადგენს ათეროგენეზის წინასწარი განწყობის ფაქტორს ჰიპერლიპიდემიის ფონზე ((Franco Bazzoli, 2003); აღნიშნულ მიკრობს აქვს პოტენციური როლი ათეროსკლეროზული პროცესის გამწვავებაში მიოკარდიუმის ინფარქტის, ან ინსულტის ჩამოყალიბებით (. ყიფშიძე, . კაკაურიძე, . ქანთარია, 2001.); პილორული ჰელიკობაქტერიის ინფექციის დროს იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორი.

წარმოდგენილი შემთხვევა საყურადღებოა კიდევ იმით, რომ გარდაცვლილი პაციენტი იყო იძულებით ადგილნაცვალი, აფხაზეთიდან დევნილი პიროვნება, რომელსაც უმძიმესმა სოციალურმა პირობებმა კრიტიკულად შეურყია ორგანიზმის რეზისტენტობა, რის გამოც აქტიური მკურნალობის მიუხედავად, ავადმყოფი დაიღუპა.

ზემოთ აღნიშნული და სხვა მრავალი მაგალითის გამო კავშირი `კოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის~ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივა დევნილთა ჯანმრთელობის საკითხზე სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მოწყობის შესახებ მისასალმებელია და დროული, რაც ხელს შეუწყობს დღის წესრიგში დაყოვნების გარეშე დაისვას უმნიშვნელოვანესი საკითხი - დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების, განსაკუთრებით მათი ჯანმრთელობის სფეროში ხარვეზების მოგვარება - მთავრობის დონეზე.

  

ლიტერატურა:

 1.      გასტროდუოდენური პათოლოგიის და Hელიცობაცტერ პყლორი XIII საერთაშორისო ვორქშოპი – 11-14 ოქტომბერი, 2000. რომი, Iტალია.

2.      . კანკია პილორული ჰელიკობაქტერიის როლი ქრონიკული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების ეტიოპათოგენეზში (საკანდიდატო დისერტაცია – 20002 ), თბილისი.

3. Е.С. Рысс, Э.Э. Звартау – Фармакотерапия язвенной болезни, Москва, Санкт-Петербург –1998.

4.                    Ивашкин В. Т., Мегро Ф., Лапина Т.Л. -  Helicobacter pylori – Революция в гастроэнтерологии. – М. Тринада – X. 1999-с.-255.

5.                    Исаков В.А. , Де-нол (коллоидный субцитрат висмута) – перспективы применения при заболеваниях., гепатол., колопроктол.-2000-т.10, #2-С.32-35.

6.        Кононов А.Б. - Helicobacter pylori и воспаление иллюзия решенных проблем\\ Рос. журн. Гастрознтерол., гнпатол., колопроктол. – 2003 -#3 (прил. 19)-С. 39-45.

7.        Calam J. Baron J.H. Pathophysiology of duodenal and gastric ulcer and gastric cancer BMG-2001- #323-p. 980-982 (27 October).

8.        N.Kipshidze, N. Kakauridze, P. Kantaria-“Potential role of Helicobacter Pylori Infection in Atherosclerosis processes aggravation”-Institute of Therapy. Tbilisi, Georgia-2001.

9.        European Helicobacter pylori Study Group, 1996;

10.     Helicobacter pylori Basic Mechanism to Clinical Cure 1998, ed. By R.H. Hunt et G.N.J. Tytgat

11.     file: //A:\frash-medfak.299 htm  http://wwwhost.gu.se/wlab/ default.htms.2004.

12.     Helicobacter - The Year in Helicobacter 2003 – Blackwell Publishing – volume 8 supplement, 2003.

13.     Jose Maria Pajares-Garcia, S. Miehlke, Franco Bazzoli. // Workshop 4: Ulcer and oesophageal Diseases, Digestive Pathophysiology and Extragastric and Extraalimentary Diseases; // XIV – th International Workshop on Gastroduodenal Pathology and Helicobacter pylori; European Helicobacter Study Group, 2003.

14.     Helicobacter pylori and extragastric diseases-Other Helicobacters. Antonio Gasbarrini, Emilia Carloni,Giovanni Gasbarrini and Aemelle Menavd.

15.     Laif P. Andersen-.Extragastric diseases of Helicobacter pylori- 2001.

 

თავფურცელი