თავფურცელი

იძულებით გადაადგილებულთა რეაბილიტაციის
ღონისძიებათა
კონცეპტუალური პროგრამა

 . ჭარაქაშვილი
ომის
ვეტერანთა კლინიკური
ჰოსპიტალი

             დღეისათვის დიდი ქალაქების რიცხვმა იმატა, სადაც ჩვეულებრივად მჭიდრო დასახლებაა, რის გამოც თავი იჩინა ადამიანთა ჯანმრთელობის პრობლემებმა.

            დადგენილია, რომ მეგაპოლისების მკვიდრნი ზედმეტად აგრესიული, სტრესების მიმართ მგრძნობიარე და დეპრესიისადმი განწყობილი, ათასგვარი ფიზიკური თუ სულიერი დაავადებებით შეპყრობილი ადამიანები არიან. ეს პრობლემებია ჩვეულებრივ დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის, რომელთა უმრავლესობას აქვს საკუთარი კომფორტული ბინა, სამსახური, ოჯახი.

            აღნიშნულ გარემოებათა ფონზე ადვილი გასაგებია იძულებით გადაადგილებულთა პრობლემები. უმეტეს შემთხვევაში ისინი ცხოვრობენ არაკომფორტულ და პატარა ბინებში, სადაც ომის დროინდელ ფსიქოლოგიურ ტრავმას ემატება ისიც, რომ ერთ ოთახში ხშირად 3-4 თაობის ადამიანი ცხოვრობს, რომელნიც მოკლებულნი არიან .. “პირად ტერიატორიას”. თავის კუთხეს ოთახში, სადაც დაისვენებს, იმუშავებს თავის თავზე და .., რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ადამიანთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ მდგომარეობას, აღნიშნული რისკის ფაქტორი ხელს უწყობს ახალი დაავადებების ჩამოყალიბებას ან არსებული დაავადებების კლინიკურ დამძიმებას.

            ასეთ სიტუაციაში ყველაზე მეტად მოხუცები და ბავშვები ზარალდებიან, ისინი ხშირად ნერვული, გაფანტული და მოუსვენარი ხდებიან.

            ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში 1992-93 წლებიდან დღემდე ხშირად გვაკითხავენ იძულებით გადაადგილებული აფხაზეთის ომის მონაწილენი, ჰოსპიტლის ექიმთა ბრიგადა მათ ბინაზე უწევს მომსახურეობას, უკეთებს ლაბორატორიულ გამოკვლევებს და უზრუნველყოფს მედიკამენტებით. დღემდე ასეთ პაციენტთა რიცხვი 1000-ზე მეტია, მაგრამ ეს მხოლოდ მინიმუმია მათ დასახმარებლად.

            იძულებით გადაადგილებულთა პიროვნებები, საზოგადოების სხვა წევრთაგან განსხვავებით განიცდიან რა მათთვის ჩვეული საცხოვრებელი პირობების მკვეთრ ცვლილებებს და იმყოფებიან მძიმე ფსიქო-ემოციური დატვირთვის ქვეშ, ამასთან უმრავლესობას გადატანილი აქვს აგრეთვე ქალა-ტვინის ტრავმები (კომოციო-კონტუზიო), სხეულის დაზიანებები, კიდურების ამპუტაცია და .. გარდა სამკურნალო დახმარებისა, საჭიროებენ სოციალურ რეაბილიტაციას.

            მათი კონტიგენტი, ჩემი როგორც ექიმის თვალსაზრისით, მოითხოვს გადაუდებელ სარეაბილიტაციო დახმარებას, რაც ერთგვარად ხელს შეუწყობს შემდგომში მათ დაბრუნებას ოჯახის და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

            იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ-ემოციური მახასიათებლები უმრავლესობისათვის თითქმის ერთნაირია, ამიტომ მათ სარეაბილიტაციოდ სასურველია დახმარება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კერძოდ-მოხუცებულთა, ხანდაზმულთა, ახალგაზრდა და ბავშვთა.

            ვფიქრობ, მოხუცებულთა და ხანდაზმულთათვის საჭიროა არსებობდეს სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებები დღის სტაციონარით; ერთ-ერთი ასეთთაგანია არსებული ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი. სასურველია პერსონალს ჩაუტარდეს გერონტოლოგია-გერიატრიის ტრენინგები, რაც ხელს შეუწყობს ასეთი კონტიგენტის მაღალკვალიფიციურ სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას. ასევე, საჭიროა შრომითი თერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა მოხუცებულთა სასტუმროთი.

            ახალგაზრდების სარეაბილიტაციოდ კი გარდა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრისა, დღეისათვის ალბათ უფრო მეტად საჭიროა სასწავლო-შრომითი დაწესებულებების შექმნა, გაძლიერებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბლოკებით.

            საბავშვო ბაღისა და დაწყებითი სწავლების ასაკის ბავშვებისათვის სასურველია აშენდეს სპეციალიზირებული გამაჯანსაღებელი კომპლექსები აღდგენითი მკურნალობის ბლოკებით, შრომითი თერაპიის გამოყენების საშუალებებით. ასევე აუცილებელია მშობელთა სპეციალიზირებული ტრენინგები, ოჯახური ურთიერთობებში ასეთ ბავშვებთან დამოკიდებულების შესახებ.

            იძულებით გადაადგილებულთა სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის შესაძლებელია სპეციალიზირებული სამკურნალო კომპლექსების შექმნა, სადაც მათ ექნებათ საშუალება ჩაიტარონ სრულყოფილი გამაჯანსაღებელი მკურნალობა.

            დღევანდელ პირობებში ძალიან ძნელი მოსაგვარებელია ზემოთ აღნიშნული საკითხების, მაგრამ მთავრობის მიერ მოძიებული პროგრამების მიხედვით, რომლის მიზანია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა.

            მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღეისათვის ფუნქციონირებს სამკურნალო ცენტრები, რომელთა დანიშნულებაა უნიკალური მეთოდებით მკურნალობა და პაციენტების შემდგომი რეაბილიტაცია ქალატვინის ტრავმებით, ცერებრალური დამბლით და სხვა მრავალი დაავადებებით.

            ერთ-ერთ ასეთ ცენტრს მიეკუთვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში (ომახა, ნებრასკა) “Quality Living Lnc”, სადაც ერთ-ერთ ფრთაში განთავსებულია 60 ბოქსი, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურეობისათვის, ცენტრის მეორე ფრთაში  საცხოვრებელი ტიპის ოთახები 52  ბოქსი, ცენტრის ცენტრალური ნაწილებია-სასადილო, დასასვენებელი ოთახები, სამზარეულო, საცურაო აუზი, სამკურნალო აუზი, სპორტული დარბაზი, გამაჯანსაღებელი კლუბი, ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, ვესტიბიული, ტექნიკური ნაგებობა.

            მსგავსი კომპლექსები ფუნქციონირებს იტალიაში (მადაკორე, ბოლონია), საფრანგეთში, პარიზი-ევროპული საავადმყოფო ჟორჟ პომპიდუს სახელობის და ..

            ნათელია, რომ იძულებით გადაადგილებულთა ძირითადი პრობლემები ყველაზე მძიმედ მათ სულიერ მდგომარეობაზე აღიბეჭდება. სულიერების მოწესრიგება კისულიერ მკურნალობას” - სულიერ მოძღვრებს ხელეწიფებათ.

            საურველია სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელ ცენტრებთან შეიქმნას პირობები - გაიხსნას  სამლოცველოები, სადაც იძულებით გადაადგილებულებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათთვის საჭირო რჩევა-დარიგებანი, აღიდგინონ სულიერი ძალა, რაც საფუძველია  ფიზიკური ჯანმრთელობისა.

            დასკვნა: იძულებით გადაადგილებულთა რეაბილიტაციის ღონისძიებანი დღეისათვის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს მოსაგვარებელ და მნიშვნელოვან საკითხს, რამეთუ ამ კონტიგენტის უმრავლესობა არის ახალგაზრდობა, მოზარდები და ბავშვები, რომელთა საზოგადოების სრულყოფილ წევრებად დაბრუნება მოითხოვს სპეციალურ სამკურნალო-პროფილაკტიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის სრულფასოვანი რეალიზაცია შესაძლებელია შესაფერისი სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებით, სადაც გათვალისწინებული იქნება ასაკობრივი ჯგუფები.

            ამ პროგრამის განხორციელება ნაწილობრივ დაწყებულია ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, სადაც საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, ამ კონტიგენტის სრული რეაბილიტაციის გასაუმჯობესებლად.

 ლიტერატურა:

1.             “საავადმყოფოების ენერგოეფექტური შენობები”- საერთაშორისო საინფორმაციო მასალებიდან-2005.

2.             Ospedazi E STRUTTURE SANITARIE”- Anthong Cox, Philip Groves-1995w.

3.             ჟურნალიჩვენი ჯანმრთელობა” - ჩანართიოჯახი” - ნაწილი პირველი-2005.

4.             “ძიებანი ქართული მედიცინის ისტორიიდან მიხეილ შენგელია-1981.

თავფურცელი