თავფურცელი

პოლიკლინიკა დევნილთა სამსახურში

 . გაგილაძე
აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულთა
პოლიკლინიკა

 ომები და კატასტროფები, რომლებიც გამუდმებით აღინიშნება მსოფლიოში აიძულებენ ადამიანებს მიატოვონ თავიანთი სამშობლო და გახდნენ ლტოლვილები. ბევრი ლტოლვილი გარდა მძიმე სოციალური პირობებისა განიცდის ძლიერ და მძიმე ფსიქიურ ტრავმებს. დღეისათვის მსოფლიოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 18 მლნ სამშობლოდან ლტოლვილი ადამიანია და ორჯერ მეტი რაოდენობის იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც თავიანთი სამშობლოს საზღვრებს შიგნით ცხოვრობენ. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ადამიანების მდგომარეობა დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაეწიოთ. გარდა ეკონომიური დახმარებისა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მუდმივი ნეიროფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში მყოფი ლტოლვილთათვის სამედიცინოპროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას, რასაც წარმატებით ახორციელებს . თბილისის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ცენტრალური პოლიკლინიკა (შემდგომში დევნილთა პოლიკლინიკა).

პოლიკლინიკა მრავლპროფილიანი სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისათვის მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო დახმარების გაწევას.

დევნილთა პოლიკლინიკის მომსახურების რეგიონში დევნილი მოსახლეობის რიცხვი 75-80000 სს შეადგენს.

მძიმე სოციალურ-ეკონომიურ პირობებში და მუდმივი ნეიროფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში მყოფი დევნილების ავადობაზე მეტყველებენ სხვადასხვა წლებში ავადმყოფების მომართვათა რაოდენობა (ცხრილი #1).

როგორც # 1 ცხრილიდან ჩანს, პოლიკლინიკაში ავადმყოფების მომართვათა რაოდენობა და მათგან პირველადად მომართვების რაოდენობა თითქმის სტაბილურია და მერყეობს 51104-დან (1994) – 40 083-მდე (2002) წელს. მათგან პირველადად მომართვების რაოდენობა საგრძნობლად მეტია 1994 წელს და შეადგენს 40 203-, რაც დაკავშირებულია აფხაზეთის დაცემის შემდეგ დევნილთა დიდი მასების მიგრაციასთან . თბილისში.

1998 წელს პოლიკლინიკაში მომართვათა საერთო რაოდენობის და მათგან პირველადად მომართვათა რაოდენობის მომატება დაკავშირებულია გალის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიასთან და მოსახლეობის მასიურ მიგრაციასთან გალის რაიონიდან თბილისში. წლების განმავლობაში ასე გამოიყურება ავადმყოფების მომართვათა სიხშირე დავალებათა პროფილის მიხედვით (ცხრილი #2).

როგორც ცხრილიდან ჩანს, 1994 წელს პოლიკლინიკაში ავადმყოფთა მომართვების საერთო რიცხვიდან პირველი მეორე ადგილზე იყო ფსიქო-ნევროლოგიური (15562 და 13047) პროფილის ავადმყოფთა მომართვების რაოდენობა, რაც განპირობებული იყო მძიმე ფსიქო-ემოციური ტრავმებითა და ნერვიული სტრესებით, რომელიც გადაიტანა აფხაზეთის მოსახლეობამ საომარი მოქმედებების დროს. მესამე-მეოთხე ადგილზე იყო კარდიოლოგიური (12930) და თერაპიული (12456) პროფილის ავადმყოფთა მომართვების რაოდენობა, მათგან კი გულის იშემიური დაავადება შეადგენდა კარდიოლოგიური პროფილით დაავადებული ავადმყოფების მომართვების 55,2 %, სასუნთქი ორგანოების დაავადებები კი, თერაპიული პროფილის დაავადებული ავადმყოფების მომართვათა – 68,3 %, რაც დაკავშირებულია აფხაზეთის დაცემის შემდეგ მოსახლეობის მიგრაციის მძიმე პირობებთან, ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლისას ჯანმრთელობისათვის მავნე მეტეოროლოგიურ ფაქტორებთან და სხვა (ცხრილი # 3).

1995 წელს 1 ადგილი ქირურგიული პროფილით დაავადებული ავადმყოფების მომართვათა რაოდენობა (4201), რაც აიხსნება აფხაზეთის ომის დროს მიღებული ჭრილობების და ტრავმების გამწვავებით, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე წინანდებურად რჩება ფსიქიატრიული, ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პროფილით დაავადებულ ავადმყოფების მომართვების რაოდენობა.

უნდა აღინიშნოს 1996-2002 წლებში მწვავე რესპირატორული დაავადებების ზრდა, რომელმაც წლების განმავლობაში შეადგინა თერაპიული პროფილით დაავადებულ ავადმყოფთა მომართვების 46%, 1997 – 52%, 1998 – 51,1%, 2002 – 53%, რაც დაკავშირებული იყო ქუჩაში მოვაჭრე დევნილთა მძიმე სამუშაო პირობებთან დევნილებით კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, მოსახლეობის საერთო საცხოვრებელში მძიმე საცხოვრებელი პირობებით და მჭიდრო კონტაქტით. მეორე ადგილზეა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, რომლებიც შეადგენენ თერაპიული პროფილით დაავადებული ავადმყოფების მომართვების 1996 - 31,1%, 1997 - 27,1%, 1998 - 20,1%, 1999 - 21,1%, 2002 – 24%, რაც დაკავშირებულია მძიმე სოციალურ ეკონომიურ პირობებთან, მატერიალურ სიდუხჭირესთან, კვების ნორმების და რეჟიმის სისტემურ დარღვევასთან, ღარიბ კვების რაციონში საჭირო ვიტამინების ნაკლებობასთან.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს იზრდება სტაციონარში გაგზავნილ ავადმყოფთა რაოდენობა. ჰოსპიტალიზირებულთა ავადობის შესწავლა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ რა მიზეზით ათავსებენ სტაციონარში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს #4 ცხრილიდან ჩანს რომ სხვადასხვა წლებში სტაციონარში გაგზავნილ ავადმყოფთა რაოდენობა მერყეობს 35-დან 1994 .-მდე 1997 წელს ყველა წლებში სტაციონარში მოხვედრილ ავადმყოფთა შორის სჭარბობს ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პროფილით დაავადებულ ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი. მათგან კი უფრო ხშირია ნევროზული მდგომარეობები – 67 % და გულის იშემიური დაავადება 98,8%.

ცალკეული დაავადებათა გავრცელების შესწავლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სიკვდილის მიზეზის სტატისტიკას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ავლენს მოსახლეობაში იმ მძიმე დაავადებებს, რომელიც იწვევს სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიკლინიკის მონაცემებით არ არის შესაძლებელი ზუსტი მსჯელობა დევნილთა სიკვდილიანობის შესახებ, პოლიკლინიკის ექიმების მიერ გაცემული გარდაცვალების ცნობების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს (1994 . - 21 შემთხვევა, 2004 წლის 9 თვეში 134 შემთხვევა) ცხრილი #5.

ეს განპირობებულია ზემოთხსენებული დევნილთა მძიმე სოციალურ-ეკონომიური პირობებით და პირდაპირ კავშირშია პოლიკლინიკაში კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პროფილით დაავადებული ავადმყოფთა მომართვების მომატებასთან.

სიკვდილის გამომწვევი მიზეზის მიხედვით ყველა წლებში I ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა (1994 15 შემთხვევა, 1995 – 19, 1996 – 24, 1997 – 51, 1998 – 48, 1999 – 62, 2000 – 66,  2001 – 58, 2002 – 70, 2003 – 76,  2004 – 83 შემთხვევა).

მეორე ადგილზეა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შემთხვევები:  1994 . 2 შემთხვევა, 2000 . - 25, 2002 . - 28 შემთხვევა. მესამე ადგილზეა კიბოსმიერი ინტოქსიკაცია – 1994 . - 2 შემთხვევა, 2000 . - 19 შემთხვევა, 2004 წლის 9 თვეში – 20 შემთხვევა). გარდაცვალებულთაგან სჭარბობდნენ მამაკაცები – 59,2 %, ქალები – 40,8 %. ასაკის მიხედვით: 16-50 წლამდე – 11,8 % შემთხვევა, 51-დან 60 წლამდე - 16,9 %, 61-დან 70 წლამდე – 36,7 %, 70 წლის და ზევით აღინიშნა სიკვდილიანობის 34,6 % შემთხვევა.

საყურადღებოა რომ ძალიან დიდია და ყოველწლიურად მატულობს შრომისუნარიანობის როგორც დროებით ისე მყარი დაკარგვის შემთხვევები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა პირველადად. წლიდან წლამდე იზრდება საექიმო საკონსულტაციო კომისიაზე ავადმყოფების მომართვათა რაოდენობა, რაც დაკავშირებულია

1. 11 წლის გამუდმებულ სტრესებთან და დევნილთა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ და საყოფაცხოვრებო პირობებთან.

2. 1993, 94, 95, 99 წლებში 5 წლის ვადით ინვალიდობის ჯგუ. გადამოწმებასთან 1998, 1999, 2000, 2004 წლებში.

სსკ-ზე მომართვათა შორის 1994, 95 წლებში ჭარბობს ფსიქიატრიული და ნევროლოგიური პროფილით დაავადებული ავადმყოფების მომართვათა რაოდენობა, მეორე და მესამე ადგილზეა ქირურგიული და კარდიოლოგიური პროფილით დაავადებულ ავადმყოფთა მომართვა.

1996, 98, 00, 2002, 2004 წლებში სჭარბობს:

1.         ქირურგიული პროფილის დაავადებები – 42,3 %-დან 56,4 %-მდე

2.         ნევროლოგიური პროფილის დაავადებები – 7,1 %-დან 8,3 %-მდე

3.         ენდოკრინული პროფილის დაავადებები 6,1 %-დან 6,3 %-მდე

4.         თერაპიული პროფილის დაავადებები 2,8 %-დან 4,0 %-მდე

საკმაოდ დაბალია ინვალიდთა რეაბილიტაციის პროცენტი, რაც დაკავშირებულია დევნილთათვის უფასო სარეაბილიტაციო საშუალებების უქონლობასთან, სარეაბილიტაციო ცენტრებში მკურნალობის მაღალ ფასებთან. ამის გამო ინვალიდთა რეაბილიტაციის პროცენტმა 1996-2002-04 წლებში შეადგინა 0,4 - 0,6 %.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა შორის წლიდან წლამდე იზრდება დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევები.

1994 წელს გაცემულია 16 შრომისუუნარობის ფურცელი.

2000 წელს – 203, 2002 წელს – 222 შრომისუუნარობის ფურცელი. ყველა წლებში შრომისუუნარიანობის დაკარგვის მიზეზი არის.

1.         გიდ, რომელიც შეადგენს დაკარგული შრომისუუნარობის დღეების 58 %;

2.         ზემოთ სასუნთქი გზების ქრ. დაავადებები – 23 %-;

3.         მწვავე რესპირატორული დაავადებები – 19 %-.

უნდა აღინიშნოს, რომ საგრძნობლად მატულობს ონკოლოგიურ ავადმყოფთა მომართვების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა განპირობებულია იმ ყოველდღიური სტრესებით და ნერვიული დაძაბულობით, რაც გამოწვეულია დევნილთა მძიმე სოციალურ-ეკონომიური პრობლემებით. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიკლინიკის მონაცემებით მატულობს გინეკოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური პროფილის ონკოლოგიურ ავდმყოფთა რიცხვი. 1998 წელს პოლიკლინიკაში რეგისტრირებული იყო ხორხის კიბოს 28 შემთხვევა, სარძევე ჯირკვლის კიბო – 21 შემთხვევა, საშვილოსნოს კიბოს – 10 შემთხვევა.

1999 წელს სარძევე ჯირკვლის კიბოს – 40 შემთხვევა.

ხორხის კიბოს – 19, საშვილოსნოს კიბოს – 10 შემთხვევა.

2002 წელს სარძევე ჯირკვლის კიბოს – 34, საშვილოსნოს კიბოს – 21, ხორხის კიბოს – 23 შემთხვევა.

ავადობის შესწავლა სხვადასხვა მეთოდის შერწყმით (საერთო ავადობა, ავადობა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე დაყრდნობით გამოვლენილი ავადობა, ჰოსპიტალიზირებულთა ავადობა, ავადობა დაინვალიდებულთა სტრუქტურის მიხედვით, მოსახლეობის ექიმთან პირველადი მიმართვიანობის მიზეზით დადგენილი ავადობა, გაღრმავებული სამედიცინო გასინჯვით გამოვლენილი ავადობა) საშუალებას გვაძლევს მაღალი ალბათობით ვიმსჯელოთ დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დევნილ მოსახლეობაში პრაქტიკულად წლიდან-წლამდე კლებულობს ჯანმრთელი და პრაქტიკულად ჯანმრთელი მოსახლეობის რიცხვი, გასაგები ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი დროული მკურნალობა.

ამ თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურად გვევლინება დაავადებათა გავრცელების შეფასება სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმების მეშვეობით, რადგან ექიმთან მოსახლეობის მიმართვისას გამოვლენილი დაავადებების შემთხვევათა რეგისტრაციას არ შეუძლია უზრუნველყოს ყველა დაავადების აღრიცხვის სირთულე, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ქრონიკულ ფორმებს. ამიტომ მომართვის წესით ავადობის აღრიცხვის გარდა ამა თუ იმ დაავადების არსებობასAდა გავრცელებას ავლენენ პერიოდული პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებისა და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის მასობრივი შემოწმების გზით.

დევნილთა პოლიკლინიკის ბაზაზე ყოველწლიურად გეგმიურად ხორციელდება ლტოლვილთა სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება დაავადებათა ადრეული გამოვლენის და დროული მკურნალობის მიზნით.

ასე მაგ.: 1997 წელს ჩვენი პოლიკლინიკის ბაზაზე ჩატარდა დიდი სამუშაო დევნილთა კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ნევროლოგიური პროფილის ავადმყოფთა გამოკვლევის მიზნით, რომელიც განხორციელდა ექიმთა დიპლომის შემდგომი დახელოვნების ინსტიტუტის სამედიცინო აკადემიის ნევროლოგიის კათედრის დახმარებით. სულ 3 თვის განმავლობაშია გასინჯული 400 ადამიანი, გამოვლენილი იყო 50 ავადმყოფი. 18 ავადმყოფი ჰოსპიტალიზირებულ იქნა სტაციონარში, 42- ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა. ამავე წელს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილის . გამყრელიძის მიერ დამტკიცებული იყო მეთოდური რეკომენდაციალტოლვილთა მასობრივი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების საშუალებით ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობის საწყისი ნიშნების და გარდაუვალი მოშლის გამოვლენა, პროფილაქტიკა და მკურნალობა”.

2002 წელს ულტრასონოგრაფიის ცენტრში გამოკვლევა ჩაუტარდა 40-დან 60 წლამდე  ასაკის დევნილ ქალებს, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის ნიშნების არსებობაზე, როგორც დევნილთა კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში (სასტუმროივერია” ‘საქართველო”, “აჭარა”), აგრეთვე ართროსონოგრაფიულად სონოგრაფიის ცენტრში. გამოკვლეული იყვნენ სულ 1100 ქალი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ რისკის ფაქტორების ჯგუფს, ან უკვე აღენიშნებოდათ ოსტეოპოროზის ნიშნები. უმრავლესობას ჩაუტარდა მედიკამენტოზური მკურნალობა ნიკომეტით, კალციუმის პანტოტენატით. პროგრამა დღესაც მუშაობს და ემსახურება დევნილ ქალებს უსასყიდლოდ.

1998 წელს პოლიკლინიკის ალერგოლოგიების მიერ ჩატარდა კვლევა ალერგიულ პროფილის ავადმყოფთა ადრეული გამოვლენის მიზნით სულ კონსულტირებული იყო 107 დევნილი. მათგან გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა ჩაუტარდა 31 ავადმყოფს 42 ავადმყოფს ჩაუტარდა ამბოლატორიული მკურნალობა.

2002 წლის ივნისში პოლიკლინიკაში დევნილი ავადმყოფების 3 დღიანი სამედიცინო შემოწმება ჩაატარანატო”- შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ინტერნაციონალური სამედიცინო ნაწილის ექიმებმა. მათ მიერ გასინჯულ იყო 500 მდე დევნილი, რომელთაგან გამოვლენილი იყო 228 ავადმყოფი, მათ შორის 147 გიდ. ჰიპერტონული -ბით, 23 – ნევროზებით, 28 – საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავდებით, 30 საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებით.

2003-04 წლებში პოლიკლინიკის ექიმთა ბრიგადების მიერ ჩატარებულია სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები დევნილთა 10 დასახლებულ პუნქტში. სულ გასინჯულია 4452 დევნილი, გამოვლენილია 1434 ავადმყოფი. მათ შორის 672 – გულსისხლძარღვთა პათოლოგით (გიდ. ჰიპ. -ბა), 261 – თერაპიული პათოლოგით (ქრ. გასტრიტები, 12 .. წყალი), 300 – ნევროლოგიური პათოლოგით (ნევროზები ... მიმოქცევის გარდამავალი მოშლა, რადიკულიტი), 201 საყრდენმამოძრავებელი სისტემის პათოლოგიით (ართრიდები, ართრიტები, ოსტექონდრეტი).

პროფილაქტიკური გასინჯვების შედეგად გამოვლენილი ავადმყოფები ამჟამად მკურნალობენ პოლიკლინიკაში.

ამრიგად, დევნილი მოსახლეობის ავადობის სტრუქტურის მაჩვენებლები კომპლექსში ასე გამოიყურება:

საერთო ავადობა:

1)         გულ-სისხლძარღვთა პროფილის -ბა – 40-50 %;

2)         თერაპული პროფილის -ბა – 15-20 %;

3)         ნევროლოგიური პროფილის -ბა 20-25 %.

ავადობა სიკვდილიანობის მაჩვენებლობის მიხედვით;

1)         გულ-სისხლძარღვთა -ბა 40-50 %;

2)         ნევროლოგ. პროფილის -ბა 25-30 %;

3)         ახალწარმონაქმნები 15-20 %.

გაღრმავებული სამედიცინო გასინჯვებით გამოვლენილი ავადობა:

1)         გულ-სისხლძარღვთა -ბა 40-50 %;

2)         თერაპული პროფილის -ბა 30-40 %;^

3)         ნევროლოგ. პროფილის -ბა – 20-25 %.

ავადობა დაინვალიდებულთა სტრუქტურის მიხედვით:

1)         გულ-სისხლძარღვთა -ბა – 40-50 %;

2)         ნევროლოგიური პროფ. -ბა 30-40 %;

3)         ქირურგიული პროფ. -ბა 20-25 %.

ჰოსპიტალიზირებულთა ავადობა:

1)         გულ-სისხლძარღვთა -ბა 30-40 %;

2)         თერაპული პროფილის -ბა 20-25 %;

3)         ნევროლოგიური პროფილის -ბა 15-20 %.

მოსახლეობის ექიმთა პირველადად მიმართვიანობის მიზეზით დადგენილი ავადობა:

1)         ინფექციური -ბა 30-40 %;

2)         გულ-სისხლძარღვთა -ბა 20-25 %;

3)         ნევროლოგიური პროფილის -ბა 20-25 %;

4)         თერაპული პროფილის -ბა 25-30 %;

5)         შარდსასქესო სისტემის -ბა 10-15 %;

6)         საყრდენ მამოძრავებელი სისტემის  10-15 %.

საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზემოთაღნიშნული ციფრების მიღმა დგანან მრავალტანჯვაგამოვლილი ადამიანები, სახლ-კარის დაბრუნების ოცნებად ქცეული სურვილით და მიზეზები, რომლებიც დიდ ახსნა-განმარტებას და ანალიზს არ უნდა საჭიროებდეს: გაუთავებელი ნერვული სტრესები და უკიდურესად მძიმე სოციალური პირობები, დევნილთა პოლიკლინიკაში არადამაკმაყოფილებელი დიაგნოსტიკური საშუალებები, სტაციონირების დაბალი პროცენტი დევნილთა უსახსრობის გამო, მედიკამენტებით არადამაკმაყოფილებელი მომსახურება.

მიმაჩნია, რომ გადაუდებელ ღონისძიებას წარმოადგენს დევნილი მოსახლეობის მასიური სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება კლინიკურ-ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო გამოკვლევის ჩატარებად დაავადებების ადრეული გამოვლენის და მათი დროული მკურნალობის მიზნით. ეს სერიოზული, მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის განხორციელება საქართველოს და აფხაზეთის მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროების გარეშე შეუძლებელია.

დევნილთა პოლიკლინიკა ლტოლვილი მოსახლეობის იმედი, მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელია. აფხაზეთიდან დევნილი ექიმები კი თითოეული დევნილი ავადმყოფის ოჯახის მკურნალი ექიმები არიან. რომლებიც დევნილთა ოჯახების ყველა თაობას იცნობენ და ძალ-ღონეს, ცოდნას, ენერგიას, გამოცდილებას და ადამიანურ სითბოს არ აკლებენ თავიანთ თანამემამულეებს, რათა შეუმსუბუქონ მათ პრობლემები, იმისთვის, რომ ფიზიკურად ჯანმრთელმა და სულიერად ამაღლებულმა ქართველებმა აშენონ აფხაზეთის მომავალი.

 ლიტერატურა:

 1.         მეთოდური რეკომენდაცია. . მალაშხიალტოლვილთა მასობრივი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის საშუალებით, ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობის საწყისი ნიშნებისა და გარდამავალი მოშლის გამოვლენა, პროფილაქტიკა და მკურნალობა.

2.         ჟურნალიმედიკოსი“-ის ვეკუას სახ. ფოთის უნივერსიტეტი ეროვნული მოხსენება.

თავფურცელი