თავფურცელი

იძულებით ადგილნაცვალ ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში
და
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია

 . როგავა
კავშირის
კოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის თავმჯდომარე,
ექსპერტი
-ტრენერი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის
საკითხებში

ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ერთხმად დაუჭირა მხარი, მსოფლიო მასშტაბის იურიდიული დოკუმენტია. კონვენცია, რომელიც 54 მუხლისაგან შედგება, მოიცავს არა მარტო სამოქალაქო და პოლიტიკურ, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებსაც. ამ მხრივ კონვენციას უთუოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებების თემაზე შექმნილ დოკუმენტთა შორის.

კონვენციის მიღებამ რეალობად აქცია მრავალი თაობის ძალისხმევა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი ყურადღება მიექცია ბავშვთა განსაკუთრებული მოთხოვნილებებისათვის და ეღიარებინა მათი სპეციალური დაცვის, მათ მიმართ საგანგებო მზრუნველიბის საჭიროება.

საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება 1994 წლის 21 აპრილს მოახდინა, რითაც აიღო ვალდებულება შეესრულებინა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებანი.

რატიფიკაციის შემდგომ თითოეული ქვეყანა ხდება კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია გადასინჯოს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთას შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამ პროცესს თვალყურს ადევნებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი, რომლის წევრებიც ირჩევიან მონაწილე სახელმწიფოთა მიერ.

კონვენციაში წარმოდგენილი უფლებები შესაძლოა 4 ძირითად კატეგორიად გაერთიანდეს:

1.         სიცოცხლებავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;

2.         განვითარებაბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება..

3.         დაცვა - ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და ექსპლოატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან...

4.         მონაწილეობა - ბავშვებს აქვთ უფლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი, მიიღონ სასურველი ინფორმაცია...

საზოგადოება ფასდება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ადამიანებს, რომელთაც არ ძალუძთ საკუთარი ძალებით მოუარონ თავს. დიდია საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევა მოხუცთა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად.

2002 წლის მაისში ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია ბავშვთა საკითხებზე, სადაც გადაწყდამოვარგოთ მსოფლიო ბავშვებს”.

ეს არის მსოფლიო პროგრესული საზოგადოების მიერ  ბავშვის უფლებათა დასაცავად მიმართული კამპანიის ძირითადი პრინციპი. 2001 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის (ცაე),  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა (დსთ) და ბალტიის ქვეყნებში 26 მილიონმა ადამიანმა მხარი დაუჭირა კამპანიასხმა მიეცით ბავშვებს”. ჩვენს რეგიონში, მათ შორის საქართველოში, ხმების უმრავლესობა ეკუთვნის კამპანიას, რომლის ლოზუნგიაარც ერთი ბავშვი უყურადღებოდ”. 2002 წელს ცაე/დსთ/ბალტიის ქვეყნეში ჩამოყალიბდა გაეროს ბავშვთა ფონდი/არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბავშვებისათვის (რქბ) (UNICEF/NGO RNC). საქართველოში რქბ- ხელმძღვანელი ორგანიზაციააკლარიტასი XXI ”.

მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს წარუდგინონ ანგარიში ქვეყანაში  კონვენციის განხორციელების შესახებ რატიფიცირებიდან 2 და ყოველი მომდევნო 5 წლის შემდეგ. 1993 წელს წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიში ასახავს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოში ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისათვის გაწეულ ღონისძიებებს, როგორც მიღწევებს, ასევე პრობლემებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.

ანგარიში შეიქმნა რეგიონალური ქსელში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ორგანიზაცია "კლარიტასი XXI" ხელმძღვანელობით.

ანგარიში ლტოლვილითავშესაფრის მაძიებელი და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მდგომარეობის შესახებ გაკეთდა UNICEF/NGO რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზავიისკავშირისკოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის მიერ.

მიუხედავად სახელმწიფოს მრავალმხრივი მცდელობებისა, ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი (თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკა) და სამაჩაბლო (.. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) ქვეყნის მოუშუშებელი ტკივილი და მოუგვარებელი პრობლემაა, რომლის გახანგრძლივებაც მეზობელი ქვეყნის სამშვიდობო ძალების დამსახურებაცაა. მოუგვარებელია პანკისის პრობლემაც.

კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა ლტოლვილითავშესაფრის მაძიებელი და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების უფლებების დასაცავად და ხელი შეუწყოს მათთვის საცხოვრებლის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სოციალური მომსახურების უზრუნველყოფას. გამოიკვლიოს, არიან თუ არა ეს ბავშვები არაადამიანური, ღირსებისშემლახავი მოპყრობის, ეკონომიკური, სექსუალური ექსპლოატაციის, გაყიდვის, ვაჭრობის, მოტაცების, მიტოვების, შეურაცხყოფის და უგულებელყოფის მსხვერპლნი.

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული საომარი კონფლიქტის შედეგად აღნიშნული ტერიტორია საქართველოსგან დე ფაქტო განცალკევებული იქნა (ცხინვალის რეგიონი 1992 წლიდან და აფხაზეთი 1993 წლიდან). საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, აფხაზეთი იძულებით დატოვა 300 000 ადგილობრივმა მკვიდრმა, ხოლო ცხინვალის რეგიონი - 12 000-მა (მათ შორის 84 000 ბავშვია).

იძულებითმა მიგრაციამ ოჯახები უკიდურესი სოციალური გაჭირვების პირობებში ჩააყენა. მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებულთა _ დევნილთა, სოციალური უზრუნველყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის მრავალრიცხოვან პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი და უმწვავესია, იგი დღემდე გადაუჭრელი რჩება, რაც დევნილებს სოციალურ გაჭირვებასთან ერთად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აყენებს.

იძულებით ადგილნაცვალ პირთა უმრავლესობა უკვე 11 წელზე მეტია ცხოვრობს თავშესაფრებში, კომუნალურ ცენტრებსა და დაუმთავრებელ შენობებში, სასკოლო და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში. ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე ეს უკანასკნელი დრამატულად მაღალია იძულებით ადგილნაცვალ პირთა შორის. იძულებითმა მიგრაციამ და მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაოს უცხოეთში ძებნამ განაპირობა ოჯახების განცალკევება. სახელმწიფოს მხრიდან თვიური დახმარება შეადგენს 12 ლარს სულზე, მაშინ, როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმად ოფიციალურად 115 ლარია გამოცხადებული. საერთაშორისო ჰუმანური სასურსათო თუ სხვა სახის დახმარებები თანდათან სულ უფრო მცირდება. ყოველივე ზემოაღნიშნული მძიმე გავლენას ახდენს იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვებზე.

 სახელმწიფოში გამოცემული კანონები იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, სადაც განსაზღვრულია დამატებითი შეღავათები მოსახლეობის ამ კატეგორიიისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, არასაკმარისია მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და დევნილთა უმრავლესობა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, აბსოლუტური სიღარიბის პირობებში ცხოვრობს.

 ზოგადად, იძულებით ადგილნაცვალ და ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვებს საქართველოს კანონმდებლობით თანაბარი უფლებები აქვთ  სკოლამდელ, სასკოლო და უმაღლეს განათლებაზე, მაგრამ იძულებით ადგილნაცვალ მოსწავლეს მწირი შესაძლებლობები აქვს შეიძინოს სასკოლო საგნები და სახელმძღვანელოები. დევნილი ბავშვები, ზოგადად, იგივე სასწავლო დაწესებულებებში დადიან, თუმცა არსებობს დევნილი პედაგოგებით დაკომპლექტებული სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები.

დევნილი ბავშვები სახელმწიფო სასწავლო დაწელებულებებში განათლების საფასურს არ იხდიან.

გალის რაიონში (კონფლიქტის ზონა), სადაც 29 სკოლაში 3973 ბავშვი სწავლობს, არ არის დაცული ყველა ბავშვის უფლება მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე. სასწავლო საგნების უმრავლესობა ისწავლება რუსულ და აფხაზურ ენებზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა 90 პროცენტზე  მეტი ეროვნებით ქართველია. . გალში არსებული 2 საშუალო სკოლიდან მხოლიდ 1 სკოლაში მე-7-11 კლასებში მიმდინარეობს სწავლა ქართულ ენაზე. . გალის პირველ საშუალო სკოლაში (სწავლობს 392 მოსწავლე) სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზეა. გალის მეორე საშუალო სკოლაში (სწავლობს 40 მოსწავლე) პირველიდან მე-6 კლასების  ჩათვლით სწავლა რუსულ ენაზეამხოლოდ მე-7 -11 კლასებია ქართული, აუცილებელი საგანია აფხაზური ენა და ლიტერატურა. მდგომარეობა სხვაგვარადაა ცხინვალის რეგიონში, სადაც მხოლოდ ოსურ ნაწილს გააჩნია სპეციალური საგანი - "მშობლიური ენა და ლიტერატურა" - ოსური ენის გაკვეთილები.

იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ამ კონტინგენტის სამედიცინო დახმარებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ აფხაზეთში საომარი მოქმედების დამთავრებისთანავე მუშაობა გააგრძელა თბილისში (1993 .). სამინისტროს მიერ დევნილთა მაქსიმალური კონცენტრაციის რეგიონებსა და ქალაქებში შექმნილია სამედიცინო ქსელი, რომელიც მოიცავს პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, დისპანსერებსა და სამედიცინო პუნქტებს. აღნიშნულ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება დევნილთათვის უფასოათუმცა არის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილები, სადაც აღნიშნული სახის სამსახური არ არის ორგანიზებული და და დევნილებს ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო სამსახურზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ კავშირმა "კოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის", რომელიც ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის "პროექტი ჰარმონიას" ხელშეწყობითა და მხარდაჭერით შეიქმნა, 2002 წელს ჩაატარა ასეთ რეგიონებში დევნილთა ჯანმრთელობის კომპლექსური შემოწმება (სულ გამოკვლეულ იქნა 1250 დევნილი) და აღმოჩნდა, ასეთ რეგიონებში დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა.

აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, დევნილ ბავშვთა ავადობა რესპუბლიკურზე მაღალია, რაც მთელი რიგი ფაქტორებით აიხსნება, მათ შორის: მძიმე სოციალურ-ეკონომიური და საყოფაცხოვრებო პირობები, კომპაქტური განსახლების ობიექტების არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა და სხვ. განსაკუთრებით მაღალია ტუბერკულოზის გავრცელება დევნილებში, მაგრამ უკანასკნელ ხანებში იგი კლების ტენდენციით ხასიათდება.

მეტად საყურადღებოა დემოგრაფიული პროცესების აშკარად არასახარბიელო დინამიკა. შობადობის მაჩვენებელი დევნილებში თითქმის ორჯერ ნაკლებია ქვეყნის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობა (არასრული რეგისტრაციის პირობებში) ასევე აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (ორჯერ მეტია).

მდგომარეობა გაცილებით მძიმეა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. იძულებით ადგილნაცვალ ბავშვებში ხშირია ქცევითი და ფსიქოლოგიური დეფექტები, რაც გადატანილი ომით და ადგილმონაცვლეობით არის გამოწვეული. დევნილი ოჯახების უმრავლესობა საკვების დეფიციტს განიცდის. აქედან გამომდინარე, მაღალია დევნილ ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის ხვედრითი წილი. დევნილი ოჯახების უმრავლესობა 1 ოთახშია განთავსებული.

ბავშვების უმრავლესობა საკუთარ საწოლსაა მოკლებული და მშობლებთან ერთად სძინავთ ერთ საწოლში. გამომდინარე აქედან და კვების არასრულფასოვნებიდან, ხშირია მათში ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარების დარღვევები.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელება და სოციალური

რეინტეგრაცია

იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას უმთავრესად ახორციელებენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. დევნილი ბავშვები ომით მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან ერთად აწყდებიან ადგილობრივ მოსახლეობასთან ადაპტაციის პრობლემებს, რის გამოც საჭიროა სათანადო ფსიქოლოგიური დახმარება.

არსებული პროგრამების მიუხედავად დევნილი ბავშვების ფსიქოლოგიური სტატუსის საგრძნობი გაუმჯობესების მიღება შეუძლებელია სოციალური მდგომარეობის-საყოფაცხოვრებო და საგანმანათლებლო პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე. აუცილებელია გარემოს შეცვლის მიზნით ბავშვისადმი კეთილგანწყობილად და ჯანმრთელი ურთიერთობების შექმნა ოჯახებსა და საზოგადოებაში.

თავფურცელი