თავფურცელი

გასვლითი ჰუმანიტარული სამედიცინო აქციები,
როგორც სკრინინგ მეთოდი დევნილთა ავადობის გამოსავლენად

 . როგავა, . უგრეხელიძე, . გოროზიანი, . სილაგაძე, . ღურწკაია, . როგავა
კავშირი
კოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის

კვლევის მიზანს წარმოადგენს დევნილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ამ მიზნით  კავშირისკოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის მიერ საკუთარი რესურსებით  2002-2004 წლებში განხორციელდა 2-2 დღიანი გასვლითი ჰუმანიტარული სამედიცინო აქციები დევნილთა კომპაქტური ჩასახლების საქართველოს 7 სხვადასხვა რეგიონშიბორჯომსა და ფოთში (2002.), რუსთავში, მცხეთაში, ქობულეთში, ბათუმსა და ფოთში (2003.) და ჭიათურაში (2004.). აღნიშნული რეგიონებიდან ფოთსა და ბათუმში ფუნქციონირებდა აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პირველადი ჯანდაცვის კერები უფასო პოლიკლინიკების სახით, ხოლო დანარჩენ რეგიონებში დევნილებს ხელი არ მიუწვდებოდათ შესაბამის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე.    

აქციაში მონაწილეობდნენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წყნეთის რეგიონული პოლიკლინიკა, თბილისის  მერიის  წყნეთის  ... "ცხუმი", საქართველოს  საერთაშორისო  კარდიომიოპათიის  საზოგადოება, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა კავშირი "თანადგომა",  კივანის კლუბი - თბილისი, ონკოლოგიურ ავადმყოფთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, სამეცნიერო-ტექნიკური რეაბილიტაციის ფონდიაგრეთვე, სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე მოხალისე ექიმები.

დევნილებსა და ადგილობრივ უმწეო მოსახლეობას ჩაუტარდა შემდეგი სახის სამედიცინო კვლევები:

1. საექიმო კონსულტაცია (თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი,   

  ნევროპათოლოგი, გინეკოლოგი, ონკოლოგი. ოფტალმოლოგიფსიქიატრი); 

2. ელექტროკარდიოგრაფია;

3. სარძევე ჯირკვლების თერმოგრაფია;

4. ექოსკოპიური კვლევა;                     

5. ლაბორატორიული კვლევები (სისხლისა და შარდის კლინიკური ანალიზები);  

6. სტომატოლოგიური დახმარება (კბილების ექსტრაქცია).       

აქციის დროს პაციენტებს ექიმის დანიშნულების მიხედვით დაურიგდათ ჰუმანიტარული მედიკამენტები, გადმოცემული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის - "ექიმები საზღვრების გარეშე", საფრანგეთის ორგანიზაციისა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

გამოსაკვლევ პირთა მიღება ხდებოდა თვითდინებით. სულ გასინჯულ იქნა 2029 პაციენტი. მათ შორის 1343 ქალი და 435 მამაკაცი.  1386 იყო დევნილი და 643 ადგილობრივი უმწეოგასინჯულთა შორის 382 იყო 16 წლამდე ასაკის ბავშვი.

2029 პაციენტს ჩაუტარდა სულ 4815 კვლევამათ შორის საექიმო კონსულტაცია იყო 3249 და სადიაგნოსტიკო კვლევები - 1568. საექიმო კონსულტაცია სპეციალობების მიხედვით შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: ნევროპათოლოგს კონსულტაციისათვის მიმართა სულ 757 პაციენტმა, კარდიოლოგის კონსულტაცია სჭირდებოდა 541 პაციენტს, თერაპევტის – 485, ონკოლოგის – 473, გინეკოლოგის – 284, ოფტალმოლოგის – 227. სტომატოლოგიური დახმარება მიიღო 204 პაციენტმა. სადიაგნოსტიკო კვლევებიდან ელექტროკარდიოგრაფია ჩაუტარდა 541-, მუცლის ღრუს პარენქიმული ორგანოების, რეტროპერიტონეალური სივრცისა და მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა ულტრაბგერის აპარატით – 254 პაციენტს, სარძევე ჯირკვლების თერმოგრაფია ჩაუტარდა 407 ქალს, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები გაუკეთდა 340-. მათ შორის სისხლის კლინიკური ანალიზი -  251- და შარდის კლინიკური ანალიზი – 89-.         

 

 

ნოზოლოგიები

 

ბორჟომი

ფოთი

რუსთავი

მცხეთა

ქობულეთი

ბათუმი

ჭიათურა

სულ

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

3,7%

1,8%

4,1%

2,8%

1,3%

4,3%

2,9

3,6

ახალწარმონაქმნები

 

2,0%

 

4,3%

 

4,1%

 

3,6%

 

7,1%

 

9,4%

17,8

6,5

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

 

2,9%

 

0,3%

 

2,9%

 

0,7%

 

1,7%

 

0,8%

 

9,4

2,6

სისხლისა და სისხლმბადი

ორგანოების დაავადებები

1,6%

1,4%

2,1%

0,9%

1,3%

2,3%

1,1

1,6

ფსიქიური აშლილობა

1,6%

14,1%

0,1%

9,4%

1,4%

_

2,9

4,5

ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები

3,5%

27,5%

35,1%

23,8%

12,8%

12,5%

10,3

18,2

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

14,5%

14,5%

14,7%

18,8%

35,5%

29,1%

23,0

19,8

სასუნთქი ორგანოების დაავადებები

24,6%

5,7%

8,3%

10,4%

6,1%

10,2%

6,8

9,5

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

29,2%

17,8%

14,7%

17,8%

9,2%

12,5%

13,3

17,5

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები

12,8%

9,8%

11,7%

10,9%

16,2%

18,1%

2,9

12,6

კანისა და კანქვეშა უჟრედისის დაავადებები

1,6%

0,4%

0,5%

0,2%

0,4%

0

0

0,7

ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთ. ქსოვილის დაავადებები

1,6%

2,1%

1,4%

0,5%

6,1%

0,8%

9,4

2,6

ტრამვები და მოწამვლები

0,6%

0,3%

0,3%

0,2%

0,9%

0

0

0,3

სულ

100

100

100

100

100

100

100

100

 კვლევის შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ მთლიანად გამოკვლეულ კონტინგენტში პირველ ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (594 - 20%), მეორეზე ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებებია (548 - 18%), მესამე ადგილზეა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (525 - 18%), შემდეგ მოდის შარდ-სასქესო სისტემისა (378 - 13%) და სასუნთქი სისტემის დაავადებები (277 - 9%). Dდიაგრამაზე 1 მოცემულია

გამოკვლეული კონტინგენტის ავადობის სტრუქტურა.

დიაგრამა #1.

გამოკვლეული კონტინგენტის ავადობის სტრუქტურა

 

 

 

1)         სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები;

2)         ნერვიული სისტემის დაავადებები;

3)         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;

4)         შარდსასქესო სისტემის დაავადებები;

5)         სასუნთქი სისტემის დაავადებები;

6)         ახალწარმონაქმნები;

7)         ფსიქიური აშლილობა;

8)         ინფექციური დაავადებები;

9)         ენდოკრინული სისტემის დაავადებები

სისხლის მიმოქცევის დაავადებებს შორის უხშირესია ესენციური ჰიპერტენზია (48%)  და გულის იშემიური დაავადებები.(37%) თუმცა რეგიონების მიხედვით აღინიშნება განსხვავება მათ სიხშირეებს შორის. ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებებს შორის უხშირესია ნევროზები (44 - %).

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს შორის უხშირესია ქოლეცისტიტი (35%) და გასტრო_დუოდენიტები (20%).

კვლევის შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ აღინიშნება  დევნილთა ავადობის სტრუქტურაში განსხვავება რეგიონების მიხედვით.

დიაგრამა 2.   

უხშირეს დაავადებათა განაწილება რეგიონების მიხედვით

 

 

 

დიაგრამაზე 2 მოცემულია ზემოაღნიშნულ  4 უხშირეს დაავადებათა (სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებები, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები) განაწილება რეგიონების მიხედვით.

1.         სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

2.         ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები

3.         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებები

4.         შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები

აღნიშნული განსხვავება ავადობის სტრუქტურაში  შესაძლებელია აიხსნას განსხვავებული კლიმატური, სოციალური და ეკოლოგიური პირობებით, აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობასთან ადაპტაციის სხვადასხვა პრობლებებით.    აღსანიშნავია დევნილთა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გამოწვეული გადატანილი ტრავმით და მძიმე სოციალური პირობებით. გამოკვლეულთა თითქმის 100% აღნიშნავდა, რომ მას არ გააჩნია მატერიალური საშუალება მკურნალობისათვის. გამოკვლეულთა უმრავლესობისათვის უცნობი იყო სახელმწიფო პროგრამების შესახებ ჯანდაცვის სფეროში.

ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ იძულებით გადააადგილებული მოსახლეობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და განსაკუთრებულ შესწავლასა და ყურადღებას საჭიროებს, რაც არსებული ვითარებითა  გამოწვეული:

•           არ ხორციელდება სრულყოფილად კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო   გარანტიები  უფასო სამედიციმო მომსახურებაზე;

•           იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების უმრავლეს რაიონებში არ არის ორგანიზებული მათთვის უფასო პირველადი სამედიცინო სამსახური, ხოლო სახელმწიფო ორგანოების მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ორგანიზებული უფასო პირველადი ჯანდაცვის კერები მოკლებულია სათანადო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას;

•           ხარისხიანი სამედიცინო სამსახური უსახსრობის გამო, ხელმიუწვდომელია იგპ-თა უმრავლესობისათვის;

•           არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულფასოვანი კვება ამძიმებს იგპ-თა დაავადების მიმდინარეობას და გამოსავალს;

•           რაიონებში აღინიშნება ბავშვებისა და მოზარდებისთვის დაწესებული გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური სისტემების დეფიციტი დიდი რისკის ქვეშ არიან ორსულები და ახალშობილები;

•           თითქმის არ არსებობს სარეაბილიტაციო სამსახური;

•           არსებობს სტატისტიკური დეფიციტი დევნილთა ჯანმრთელობის სფეროში;

•           დაბალია  დევნილთა ინფორმირებულობის დონე სახელმწიფო გარანტიებისა და თავიანთი უფლებების შესახებ სამედიცინო მომსახურებაზე;

•           დევნილთა ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე   ორგანიზაციათა შორის არ არსებობს კოორდინაცია და პრიორიტეტული მიმართულებების გამოყოფა.

რეკომენდაციები:

•           დევნილთა კომპაქტური ჩასახლების რაიონებში შეიქმნას უფასო პირველადი ჯანდაცვის კერები და ამით ხელი შეეწყოს დევნილთა ოჯახურ კეთილდღეობას;

•           რაიონებში არსებული უფასო პირველადი ჯანდაცვის კერები აღიჭურვოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;

•           ხელი შეეწყოს დევნილთა ინფორმირებულობას მათი მოქალაქეობრივი უფლებების, და სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ;

•           გაიზარდოს ძალისხმევა, მიმართული დევნილთა ფსიქოლოგიური სტატუსის გაუმჯობესებისაკენ და ჯანმრთელი ურთიერთობების შექმნა საზოგადოებაში.

დევნილთა ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა შორის კოორდინაცია და პრიორიტეტული მიმართულებების გამოყოფა აღმოფხვრას და ხელს შეუწყობს ავადობის სტრუქტურაში სტატისტიკური დეფიციტის გამოსწორება.

ლიტერატურა:

1 აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური ანგარიში (1999, 2000, 2003, 2004 )

თავფურცელი