თავფურცელი

ლიპიდური პროფილი და ფიბრინოგენი ათეროგენული საკვებით დატვირთვის შემდეგ ფსიქოსოციალური სტრესის მქონე ქალებში  მენოპაუზის დროს

 . კაკაურიძე, . ჯებაშვილი
კლინიკური
და ექსპერიმენტული თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტი

 ნაშრომის მიზანი: ლიპიდური პროფილისა და ფიბრინოგენის მაჩვენებლების ცვლილების დადგენა ათეროგენული საკვებით დატვირთვის შემდეგ ფსიქოსოციალური სტრესის მქონე ქალებში  მენოპაუზის დროს.

მასალა და მეთოდები: ათეროგენული საკვებით დატვირთვა ჩაუტარდა პრაქტიკულად ჯანმრთელ 20-35 წლის 30 ქალს  და 40 ქალს (50-59 წლის) მენოპაუზით. შრატში ლიპიდების რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრა-ენზიმური მეთოდით “BIOLABO-საფრანგეთირეაქტივებით, სპექტოფოტომეტრ «ჟანწაყ 4500». სისხლში განისაზღვრებოდა ფიბრინოგენის რაოდენობააღნიშნული  გამოკვლევები ტარდებოდა როგორც უზმოდ, ასევე საკვებით დატვირთვიდან 3 საათის შემდეგ (ქოლესტერინემიისა და ტრიგლიცერიდემიის პიკი). . უზნაძის ფიქსირებული განწყობის მეთოდი გამოიყენებოდა ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების მიზნით.

შედეგები: საკონტროლო ჯგუფში საკვებით დატვირთვის შემდეგ აღინიშნა ათეროგენული ლიპიდების მომატების ტენდენცია და ამდენად, ლიპიდების მინიმალური ოქსიდაცია. ამ ფონზე, ფიბრინოგენის რაოდენობა არ განიცდის სტატისტიკურად სარწმუნო მომატებას. განსხვავებით, ქალებში ადრეული მენოპაუზით, საკვებით დატვირთვა იწვევს უკვე არსებული მომატებული ათეროგენული  ლიპოპროტეიდების ქოლესტერინისა და ფიბრინოგენის რაოდენობის სტატისტიკურად სარწმუნოდ მომატებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. უზნაძის ფიქსირებული განწყობის მეთოდის გამოყენებით, ჩვენი კვლევის მონაცემებით საკონტროლო ჯგუფის 73,3% გამოუვლინდა დინამიკური ტიპი, ხოლო ადრეული მენოპაუზის ჯგუფის 76,92% დადგინდა სტატიკური და ვარიაბელური ტიპი. აღნიშნული ადასტურებს .უზნაძის კონცეფციას, რომ გარემო კონფლიქტი შეიძლება კომპენსირდეს ჰარმონიული ტიპების მიერ.

ამდენად, ფსიქოსოციალური სტრესი იწვევს დისადაპტაციას, ჰორმონულ დისბალანსს, ადრეულ მენოპაუზას და დისლიპიდემიას გარკვეული ფსიქოქარაქტეროლოგიური თავისებურებების პირებში. ათეროგენული საკვებით ერთჯერადად დატვირთვაც კი, ამგვარ პირებში ზრდის თრომბოგენეზის რისკს და ამდენად, განსაკუთრებულს ხდის დიეტის მნიშვნელობას ამ კონტიგენტში.

თავფურცელი