თავფურცელი

ანემიით ავადობა აფხაზეთიდან დევნილთა შორის, გამომწვევი მიზეზები და შემცირების გზები

 . ლოლაშვილი*, . იოსავა*, . როგავა**, . უგრეხელიძე**,
. ბიგვავა**, . გოროზიანი**
ჰემატოლოგიისა
და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი*,
აფხაზეთის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წყნეთის რეგიონალური პოლიკლინიკა
**
 

საკვანძო სიტყვები: რკინადეფიციტური ანემია, ვიტამინ B12, ფოლიუმის მჟავა.

             ანემიები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ანემიით 2 მილიარდი ადამიანი არის ავად. დაავადებულთა შორის 90% აქვს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც ამძიმებს თანმხლები დაავადებების მიმდინარეობას, აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, აქვეითებს შრომის უნარიანობას და შესაბამისად ზრდის ეკონომიურ ზარალს. ცუდი მატერიალური პირობების გამო, ბოლო წლებში ავადმყოფთა უმეტესობა, მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში აკითხავს სამკურნალო დაწესებულებებს მაშინ, როდესაც დეფიციტური (რკინის, ვიტამინ B12, ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული) ანემიების დროული გამოვლინების შემთხვევაში დაავადება ადვილად შეძლება განიკურნოს და მკურნალობაც უმნიშვნელო დანახარჯებს მოითხოვს.

დეფიციტური ანემიით ავადობა განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში, ვინაიდან მათი განვითარება მნიშვნელოვნად არის განპირობებული არასრულფასოვანი კვებით. ბოლო წლებში საქართველოში სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუარესებას მოჰყვა დეფიციტური ანემიების, განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემიის ზრდა.

1999-2001 . ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლგიის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო პროგრამის მიხედვით ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რკინადეფიციტური ანემიით ავადობამ და რკინის ლატენტურმა დეფიციტმა მკვეთრად მოიმატა და შეადგინა 1999 . _ 18,6%, 2001 . _ 36,1%. მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი 15 წლის წინ მხოლოდ 1,6% იყო (. ლოლაშვილი, 1994.). მოიმატა ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემიების რიცხვმაც.

ჩვენი შრომის მიზანს შეადგენს დეფიციტურ ანემიათა გავრცელების სიხშირის შესწავლა დაბა წყნეთში კომპაქტურად დასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა შორის. ამ მიზნით გაანალიზდა 2002-2004 წწ წყნეთის დევნილთა პოლიკლინიკაში ჩატარებული 3636 სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევის შედეგები. გამოკვლეულთა შორის გამოვლინდა სხვადასხვა სახის ანემიით დაავადებული 1241 პირველადი ავადმყოფი. ბავშვები 15 წლამდე იყო ¬_ 485, ბიჭები _ 236, გოგონები _ 249, მოზრდილები _ 756, მამაკაცი _ 7, ქალი 679. მოზრდილები განაწილებულ იქნა 5 ასაკობრივ ჯგუფად. 4 ჯგუფი 16 წლიდან 55 წლამდე ათწლეულების მიხედვით (16-25, 26-35, 36-45, 46-55) და ერთი ღია ჯგუფი 56 წლის და მეტი ასაკის. დაბა წყნეთში კომპაქტურად განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა შორის ანემიის გავრცელება მოცემულია ცხრილში #1.

                                                                                                            ცხრილი #1.

დაბა წყნეთში მცხოვრებთა შორის ანემიით დაავადებულთა

რაოდენობა 2002-2004წწ.

სქესი

Aასაკი წლებში

სულ

1წ-მდე

1-15

16-25

26-35

36-45

46-55

56 და მეტი

Mმამრობითი

19

271

16

8

11

12

30

313

მდედრობითი

14

235

126

126

134

105

188

928

სულ

33

452

142

134

145

117

218

1241

 ანემიით ავადობის ექსტენსიური მაჩვენებლები გამოთვლილ იქნა სქესისა და ასაკის მიხედვით.

ანემიით ავადობის ექსტენსიური მაჩვენებელი           =          ანემიით დაავადებულთა რაოდენობა × 100  /  დაკვირვების დროს პოპულაციის რაოდენობა

ექსტენსიური მაჩვენებლების გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა დაბა წყნეთში გასახლებულ დევნილთა სტატისტიკური მონაცემები.

            დაავადების სიმძიმის მიხედვით ავადმყოფები დაყოფილ იქნა 3 ჯგუფად: 1. მსუბუქი ფორმა _ ჰემოგლობინის რაოდენობა 90გრ/-მდე, 2. საშუალო ფორმა - ჰემოგლობინი  90გრ/-დან _ 70გრ/-მდე. და 3. მძიმე ფორმა - ჰემოგლობინი 70გრ/-ზე ნაკლები.

2004. მონაცემების მიხედვით გამოთვლილ იქნა ანემიის ავადობის ექსტენსიური მაჩვენებელი სქესისა და ასაკის მიხედვით (ცხრილი 2).

ავადობის ექსტენსიური მაჩვენებელი შეადგენს 15,4%, მამაკაცებში _ 8,6%; ქალებში – 20,7%. ავადობა ყველაზე მაღალია ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით 1 წლამდე _ 85%. რაც შეესაბამება საქართველოში ბავშვთა შორის ანემიით ავადობის მაჩვენებლებს (. კვეზერელი-კოპაძე, . კვეზერელი-კოპაძე, . მთვარელიძე 2003.), 1 წლიდან _ 15 -მდე ბიჭებსა და გოგონებში ანემიით ავადობის მაღალი მაჩვენებლები 27,9 განპირობებულია ზრდის პროცესში რკინაზე მოთხოვნილების გაზრდით და არასრულფასოვანი კვებით.

                                                                                                       ცხრილი 2.

წლები

მამაკაცები %

ქალები %

სულ%

0_1

100

72

85

1_15

25,7

3

27,9

16_25

2,4

16,4

10,4

26_35

0,8

18,3

10,8

36_45

1,0

13,3

7,7

46-55

1,7

17,2

10,5

56და მეტი

6,4

23,5

16,9

სულ

8,6

20,7

15,

            მოზრდილებში ანემიით ავადობა მაღალია, ქალებში განსაკუთრებით 26-35 წწ. ასაკობრივ ჯგუფში _ 18,3%. ამ ჯგუფში ავადობის მაღალი მაჩვენებლების მიზეზი არის ალიმენტური ფაქტორი, ორსულობა, მენო-მეტრორაგია. ავადობის მაღალი მაჩვენებლები როგორც მამაკაცებში - 6,4%, ასევე ქალებში - 23,5% აღინიშნება 56 -ზე მეტ ასაკობივ ჯგუფში. ალიმენტურ ფაქტორს ამ ჯგუფში ემატება ქრონიკული დაავადებები, რომლებიც იწვევენ ანემიის გაღრმავებას, ავადმყოფთა დიდ ნაწილს აღენიშნება რკინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, რაც არასრულფასოვან კვებასთან არის დაკავშირებული. როგორც ჩვენმა გამოკვლევამ გვიჩვენა, ანემიის გავრცელების სტრუქტურა დევნილებში ისეთივეა, როგორც საქართველოს მთელ მოსახლეობაში (. ლოლაშვილი, 1994). დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებს შეადგენენ ბავშვები, რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები 56 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში.

            ავადმყოფთა უმეტესობას - 95,8% აღენიშნება ანემიის მსუბუქი ფორმა (ჰემოგლობინის რაოდენობა 90გრ/-მდე), საშუალო ფორმა 3,8% (ჰემოგლობინის რაოდენობა 90გრ/-70გრ/) და მხოლოდ  0,4% მძიმე ფორმა. მამაკაცებსა და ქალებს შორის ანემიის განაწილება სიმძიმის მიხედვით ერთნაირია.

            დევნილებში ანემიის მიზეზებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს ალიმენტარულ ფაქტორს. არასრულფასოვანი ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი დიეტა დეფიციტური ანემიების ყველაზე ხშირი მიზეზია. ლიტერატურისა (А.Н. Окороков) და საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ალიმენტური ანემიებისას ჰემოგლობინის უმნიშვნელო დაქვეითებისას რკინის მარაგი პირიქით მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული, ასევე ხშირია რკინის ლატენტური დეფიციტი, ამიტომ ავადობის რეალური სურათის დასადგენად და ადექვატური მკურნლობის დასანიშნად სასურველია ავადმყოფებს ჩაუტარდეთ რკინის ცვლის გამოკვლვა.

            დეფიციტური ანემიების შემთხვევებში რკინის, ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ B12 მიზანმიმართულ დანიშვნასთან ერთად ავადმყოფებს უნდა დაენიშნოს ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი დიეტა. დღევანდელი სოციალურ-ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე, რთულია სრულფასოვანი კვება, მაგრამ არსებობს რეკომენდაციები რაციონალური კვების უზრუნველსაყოფად, რომელთა პროპაგანდა დევნილთა შორის ხელს შეუწყობს ანემიების პრობლემის გადაჭრას. მასიური პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება აფხაზეთიდან დევნილთა შორის, ანემიით დაავადებულთა დისპანსერიზაცია, რისკის  ჯგუფებში პირველადი პროფილაქტიკისა და ხელშემწყობი თერაპიის ჩატარება უზრუნველყოფს ავადობის მაჩვენებლების დაქვეითებას, დაავადების ურეციდივო მიმდინარეობას, შრომის უუნარობის შემცირებას და ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილის გამოჯანმრთელებას, მით უმეტეს, რომ რკინისა და ვიტამინების პრეპარატების შეძენა უმნიშვნელო დანახარჯებს მოითხოვს. მაგრამ ისიც მძიმე ტვირთად აწვება დევნილთა ოჯახებს, რომლებშიც ხშირად რამდენიმე ავადმყოფია. წყნეთის პოლიკლინიკის მონაცემების შესწავლა გვიჩვენებს, რომ ავადმყოფები წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართავენ პოლიკლინიკას გამოკვლევის მიზნით, მაგრამ ვერ მკურნალობენ, ჰემოგლობინისა და ერითროციტების მონაცემები რჩება დაბალი. ამას კი იმუნიტეტის დაქვეითების გამო ემატება სხვა პათოლოგიებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია შეიქმნას ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა მასობრივ გამოკვლევას, დისპანსერიზაციას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ანემიებით ავადობის შემცირებას, არამედ თანმხლები დაავადებებისაც, რომელთაც იწვევს და ამძიმებს ანემიები, რაც საბოლოოდ მოგვცემს ჯანმრთელობისათვის გაწეული დანახარჯების შემცირებას.

                       

ლიტერატურა:

1.    ა. კვეზერელი-კოპაძე, მ.კვეზერელი-კოპაძე, ზ.მთვარელიძე. ანემიები ბავშვთა ასაკში. 2003წ. გვ. 71.

2.   ნ. ლოლაშვილი. რკინადეფიციტური ანემიების განვითარების კანონზომიერებანი და პროფილაქტიკის პრინციპები საქართველოს მოზრილთა პოპულაციაში. ავტორეფ. სადოქ. დის. თბილისი 1994წ.

3.     

4.     А.Н.  Окороков.    Диагностика болезней внутренних органов 2001.

თავფურცელი