თავფურცელი

ულტრაბგერითი კვლევა
სკრინინგ
მეთოდი გასვლით ჰუმანიტარულ აქციებში

 მელია
აფხაზეთის
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
თბილისის
ბავშვთა
პოლიკლინიკა

  საქართველოში გასული საუკუნის ბოლო ათწლეული გამოირჩეოდა  პოლიტიკური კრიზისითსოციალური და ეკონომიური პირობების გაუარესებით. არც გლობალურ ეკოლოგიურ კატასტროფებს (1986 ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარია) ჩაუვლიათ შეუმჩნევლად. ჩერნობილის ავარიის შემდეგ განსაკუთრებით დაბინძურდა შავი ზღვის სანაპირო. საქართველოში გარემოს დაბინძურების პიკი ატმოსფეროში ბირთვული იარაღის ინტენსიური გამოცდების შედეგად მოღებული გლობალური დაბინძურებით გამოწვეულ დონეს გაუტოლდა და საქართველო დაბინძურების თვალსაზრისით მსოფლიოში მე-4 ადგილზე აღმოჩნდა ბელორუსიის, უკრაინის და რუსეთის დასავლეთის ოლქების შემდეგ 1. თუ გავითვალისწინებთ იმ მნიშვნელოვან გარემოებასაც, რომ 1991 - 93 წწ საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მოსახლეობის 300 ათასი ადამიანი დევნილად მოევლინა საკუთარ ქვეყანას, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად შეილახებოდა მათი ფსიქო-სომატური მდგომარეობა.

დღეისათვის დევნილი მოსახლეობა განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა  ტერიტორიაზე. მოსახლეობის აღნიშნული კატეგორიის 2/3 კომპაქტურადაა ჩასახლებული. მათი სოციალურეკონომიური პირობები ძალზე მძიმეა. რაც შეეხება სამედიცინო სამსახურს, რიგ ჩასახლებულ პუნქტებში ეს უკანასკნელი ან სრულიად არ არის, ან შეზღუდულია შესაძლებლობა ჩატარდეს სათანადო კვლევა სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული კვლევის თანამედროვე მეთოდებით.

2002 - 2003 წწ კავშირისკოალიცია დევნილთა მხარდაჭერისათვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო მოწყობილი გასვლითი ჰუმანიტარული აქცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა: დევნილ მოსახლეობაში განგვესაზღვრა დაავადებათა გავრცელების რეგიონული თავისებურებანი. აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის  გამოყენებული იყო კვლევის ისეთი ინსტრუმენტალური მეთოდი, როგორიცაა ულტრაბგერითი სკანირება.

ულტრაბგერითი კვლევა წარმოადგენს კვლევის არაივაზიური  მეთოდს. სამედიცინო სამსახურის პირველად რგოლში ის გვევლინება უტყუარ სკრინინგ ტესტად ორგანოთა ანატომიურ - სტრუქტურული ცვლილებების დასადგენად 3.

ულტრაბგერითი კვლევის უპირატესობას სხვა დიაგნოსტიკური   მეთოდების წინაშე განაპირობებს გამოკვლევის სიმარტივე  და  სისწრაფე მაღალინფორმატიულობა  და  მიღებული შედეგების სარწმუნოება, მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა, გამოკვლევის შედარებით ნაკლები  სიძვირე 2, 4.

აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ორგანოთა  და სისტემათა გამოკვლევის დროს  (მუშაობა ტარდებოდა ექსტრემალურ პირობებში) შესაძლებლობების ფარგლებში ვიცავდი პაციენტის გამოკვლევისათვის სათანადოდ განსაზღვრულ წესებს: ბილიალური  სისტემის  კვლევა ტარდებოდა  უზმოდ, სხვა შემთხვევაში არა  უმცირეს  სამი საათისა საკვების  მიღების შემდეგ. შარდსაწვეთი სისტემისა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევას ვაწარმოებდი მიქციამდე და მიქციის შემდეგ 2, 4.

ულტრასონოგრაფიულ კვლევას ვატარებდი პორტატული ულტრაბგერის აპარატით --02 სექტორული 3,5 მგჰ გადამწოდით. გადამწოდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ულტრაბგერითი კვლევა ტარდებოდა როგორც მუცლის ღრუს პარენქიმული ორგანოების, ასევე რეტროპერიტონეალური სივრცისა და მცირე მენჯის ორგანოების.

გასვლითი სამედიცინო ჰუმანიტარული აქციები ულტრაბგერითი კვლევის მეთოდის გამოყენებით ჩატარდა საქართველოს შემდეგ რეგიონებში:   ბორჯომში (23 - 24.08.02.),   ფოთში (29 - 30.09.02.), რუსთავსა (15 - 16.02.03.) და მცხეთაში (12 - 13.06.03.). სულ ულტრაბგერითი კვლევა ჩაუტარდა 154 (ბორჯომი - გამოკვლეულთა რაოდენობა - 65 ადამიანი, ფოთი - 80, რუსთავი - 61, მცხეთა - 48) ადამიანს (იხ. ცხრილი #1), რომელთა ასაკი იყო 3 წლიდან 76 წლამდე, აქედან ქალი - 176 (ბორჯომი _ გამოკვლეულთა შორის ქალი იყო 48,  ფოთი - 58, რუსთავი 37, მცხეთა - 33), ვაჟი - 55 (ბორჯომი - გამოკვლეულთა შორის ვაჟი იყო 11,  ფოთი - 22, რუსთავი 14, მცხეთა - 8),  ბავშვი - 33 (ბორჯომი - გამოკვლეულთა შორის ბავშვი იყო 6, ფოთი - 10, რუსთავი 10, მცხეთა - 7), ულტრაბგერითი მახასიათებლებით პათოლოგია გამოვლინდა 243 (ბორჯომი - ულტრაბგერითი გამოკვლევით გამოვლენილი პათოლოგია შეადგენდა: 57 შემთხვევას, ფოთი - 90, რუსთავი - 38, მცხეთა - 58) შემთხვევაში (იხ. ცხრილი #1).

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ულტრაბგერითი სკრინინგი - ორგანულ-სისტემური კვლევა დევნილთა 70 - 80%- ჩაუტარდა პირველად. გამოკვლეულთა 76%- აღნიშნული კვლევით პირველად დაუდასტურდა ორგანოთასისტემათა პათოლოგია.

აღნიშნულ რეგიონებში ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილ დაავადებათა შორის დევნილ მოსახლეობაში პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს ღვიძლისა და ბილიალური ტრაქტის პათოლოგია. . ბორჯომში გამოკვლეულთა 43,8% აღმოაჩნდა ქრონიკული ქოლეცისტიტი, მათ შორის 3,5%- კალკულოზური  ქოლეცისტიტი  დაუდგინდა.

 ცხრილი #1.

ულტრაბგერითი კვლევის მაჩვენებლები დევნილ მოსახლეობაში

(ბორჯომი, ფოთი, რუსთავი, მცხეთა) 2002 - 2003წწ.

აბსოლუტური რიცხვები

უბგ

სულ გამოკვლეულთა რაოდენობა

რეგიონი

ბორჟომი

ფოთი

რუსთავი

მცხეთა

გამოკვლეულთა საერთო რაოდენობა

154

65

80

61

48

გამოვლენილი პათოლოგია

243

57

90

38

58

ქალი

176

48

58

37

33

მამაკაცი

55

11

22

14

8

ბავშვი

33

6

10

10

7

 ულტრაბგერითი მახასიათებლებით, გამოკვლეულ პათოლოგიათა შორის, 3,5% დაუდგინდა  ქრონიკული ჰეპატიტი; ასევე გამოკვლეულთა 3,5%- დაუდგინდა ღვიძლის პარენქიმის მარცვლოვანება, სავარაუდოდ ცხიმოვანი ჰეპატიტი (იხ. ცხრილი #2). . ფოთში  გამოკვლეულთა  28,8%- დაუდგინდა ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადება, სადაც ულტრაბგერითი ნიშნით ქრონიკული ქოლეცისტიტი დაუდგინდა 28,8%, ქოლანგიტი კი - 16,8%-. გამოკვლეულთა 11,25% დაუდგინდა ღვიძლის პარენქიმის არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ჰიპერექოგენობა, ხოლო 5%- დაუდგონდა სავარაუდოდ ცხიმოვანი ჰეპატიტი (იხ. ცხრილი #20), რაც შეეხება რუსთავის რეგიონს - ქრონიკული ქოლეცისტიტი დაუდგინდა გამოკვლეულთა 57,2%-, ქოლანგიტი კი - 39,4%-; გამოკვლეულთა 7,8%- სავარაუდოდ დაუდგინდა ცხიმოვანი ჰეპატიტის დიაგნოზი. (იხ. ცხრილი #2).  მცხეთაში მცხოვრებ გამოკვლეულ დევნილთა შორის 57,8%- დაუდგინდა ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადება, 5,1%- - კალკულოზური ქოლეცისტიტი, გამოკვლეულთა 22,6%- დაუდგინდა ღვიძლის პათოლოგიასადაც 20,6%-ში დადგინდა, ღვიძლის პარენქიმის ჰიპერექოგენობა, ხოლო 1,7%- დაუფიქსირდა ჰეპატომეგალია. (იხ. ცხრილი #2).

ცხრილი #2.

დევნილ მოსახლეობაში (ბორჯომი, ფოთი, რუსთავი, მცხეთა) ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილი ღვიძლისა და ბილიალური ტრაქტის პათოლოგია (2002-2003წწ)

პროცენტული მაჩვენებელი

რეგიონი

ღვიძლის პათოლოგია

ნაღვლის ბუშტისა და

სანაღვლე გზების პათოლოგია

ღვიძლის პარენქიმის არაერთგვაროვანი სტრუქტურა

სავარაუდოდ ცხიმოვანი ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი

ჰეპატო-მეგალია

ქოლეცისტიტი

ქოლანგიტი

ქრონიკული

Mმათ შორის კალკულო-ზური

ბორჟომი

3,5%

3,5%

33,5%

 

43,8%

3,5%

 

ფოთი

11,25%

5%

 

 

28,8%

 

16,8%

რუსთავი

 

7,8%

 

 

57,2%

 

39,4%

მცხეთა

20,6%

22,6%

 

1,7%

52,7%

5,1%

 

 . ბორჯომში შარდსაწვეთი სისტემის დაავადება დაუფიქსირდა 17%-, სადაც პაციენტთა 7%- აღმოაჩნდა თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემაში მაღალი ექოგენობის სიგნალები, დისტალური ჩრდილის გარაშე; საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გამოკვლეულთა 1,7%- დაუდგინდა ჰიდრონეფროზის დიაგნოზი, 8,3% დაუდგინდა ქრონიკული პიელონეფრიტი (იხ. ცხრილი #3). მცირე მენჯის ორგანოების კვლევის შედეგად 3,5%- დაუდგინდა საშვილოსნოს ადენომიოზი, 3,5%- საშვილოსნოს მიომა. 3,5% გამოკვლეულ მამაკაცთა შორის წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგია დაუდგინდა (იხ. ცხრილი #4). . ფოთში საშარდე გზების პათოლოგია დაუდგინდა გამოკვლეულთა 26,4%-, სადაც პრევალირებდა მენჯ-ფიალათა სისტემის დილატაცია და მაღალი ექოგენობის სიგნალები მათში, დისტალური ჩრდილის გარაშე - გამოკვლეულთა 21,25%-ში, ჰიდრონეფროზის დიაგნოზი დაუდგინდა გამოკვლეულთა 1,25%- (იხ. ცხრილი #3).

ცხრილი #3.

დევნილ მოსახლეობაში (ბორჯომი, ფოთი, რუსთავი, მცხეთა) ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილი შარდსაწვეთი სისტემის პათოლოგია (2002-2003წწ)

პროცენტული მაჩვენებელი 

რეგიონი

ჰიდრონეფროზი

თირკმლების პათოლოგია

ქრონოკული პიელონეფრიტი

მენჟფიალათა სისტემის

პათოლოგია

თირკმლის

კენჭოვანი

დაავადება

ბორჟომი

1,7%

17%

7,3%

7%

 

ფოთი

1,25%

26%

4%

21,25%

 

რუსთავი

 

2,6%

7,8%

 

2,6%

მცხეთა

 

3,4%

 

3,4%

 

 მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებებიდან მამაკაცებში უპირატესად 7,5%-ში დაფიქსირდა წინამდებარე ჯირკვლის ანთება (იხ. ცხრილი #3); ქალთა შორის გამოკვლეულთა 20,4%- დაუდგინდა საშვილოსნოს პათოლოგია, სადაც საშვილოსნოს ადენომიოზი  დაუდგინდა გამოკვლეულთა 11,25%-, საშვილოსნოს მიომა დაუფიქსირდა გამოკვლეულთა 8,75%-, ორსულობა დაუდგინდა 5%-, რომელთაგან 1,25%- დაუდგინდა საშვილოსნოს გარე ორსულობის დიაგნოზი, რომელიც სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებულ იქნა სპეციალიზირებულ სტაციონარში. . რუსთავში საშარდე გზების პათოლოგია  დაუდგინდა 15,6%-, რომელთა შორის 2,6%- დაუდგინდა თირკმლის ჰიპოპლაზია,  2,6%- დაუდგინდა თირკმლის კენჭოვანი დაავადება,  7,8%- ქრონიკული პიელონეფრიტის დიაგნოზი (იხ. ცხრილი #3). მცირე მენჯის ორგანოთა შორის გამოკვლეულთა 7,8%- დაუდგინდა საშვილოსნოს ადენომიოზი, 2,6%- დაუდგინდა საშვილოსნოს მიომა (იხ. ცხრილი #4).  მცხეთაში გამოკვლეულთა 6,8%- დაუფიქსირდა თირკმლის პათოლოგია, რომელიც 3,4%-  გამოუვლინდა მენჯ-ფიალათა სისტემის დილატაციით და 3,4%- დაუდგინდა განვითარების ანომალია (იხ. ცხრილი #3). გამოკვლეულთა 11,9%- დაუდგინდა საშვილოსნოს ადენომიოზი (იხ. ცხრილი #4).

ცხრილი #4.

დევნილ მოსახლეობაში (ბორჯომი, ფოთი, რუსთავი, მცხეთა) ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილი მცირე მენჯის ორგანოების პათოლოგია (2002_2003წწ)

პროცენტული მაჩვენებელი

 

რეგიონი

წინამდებარე ჟირკვლის პათოლოგია

 

საშვილოსნოს ადენომიოზი

საშვილოსნოს მიომა

ორსულობა

ფიზიოლოგიური

მათ შორის გარე ორსულობა

ბორჟომი

3,5%

3,5%

3,5%

 

 

ფოთი

7,5%

11,25%

8,75%

5%

1,25%

რუსთავი

 

7,8%

2,6%

 

 

მცხეთა

 

11,9%

 

 

 

                     

დასკვნები:

აღნიშნულმა კვლევებმა, უპირატესად ულტრაბგერითი მახასიათებლებით, ოთხივე რეგიონში გამოავლინა პათოლოგიური ცვლილებები ბილიალური ტრაქტის. როგორც დასავლეთ, ასევე საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში დევნილ მოსახლეობაში  პროცენტულად მაღალი მაჩვენებლებით დაფიქსირდა ქრონიკული ქოლეცისტო-ქოლანგიტი (იხ. ცხრილი#2). საყურადღებოა ის  გარემოებაცრომ საერთოდ გამოკვლეულთა 36,9%- ულტრაბგერითი ნიშნებით დაუდგინდა ღვიძლის  ცხიმოვანი ჰეპატიტი, რომლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 20,6% დაუფიქსირდა  მცხეთაში  მცხოვრებ  დევნილებს (იხ. ცხრილი #2).

საყურადღებოა მანდილოსნებში საშვილოსნოს მიომისა და ადენომიომის დიაგნოზი, რომელიც დაუდგინდა გამოკვლეულთა 42,30%- (იხ. ცხრილი#4). ამ კატეგორიის პაციენტებში გამოკვლეულთა 20,4% ფოთში მცხოვრები დევნილი  მანდილოსნები შეადგენენ.

პრაქტიკული რეკომენდაციები:

დევნილთა სამედიცინო მომსახურეობის გასაუმჯობესებლად დიაგნოსტიკის საქმეში მასიური სამედიცინო აქციების ჩატარებისას თანამედროვე არაინვაზიური მეთოდების, კერძოდ ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი, გამოყენება გახდეს აუცილებელი პირობა.

ლიტერატურა:

 1.        . ერაძე. ფოთისა და გურიის რეგიონის რადიოეკოლოგიური სიტუაცია, მოსახლეობის ონკოლოგიური ავადობა და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავებადისერტაცია. თბილისი 2002.

2.       В.Н.Демидов.  Б.И.Зыкин   -  Ультразвукоиая  диагностика  в  гинекологие. Москва 1990г.

3.        Ф.И.Тодуа. Д.М.Люлинский. Г.Ш.Сванидзе   - Ультразвукоиая  диагностика  хирургических  заболеваний печени и желчных путей. Тбилиси 1993г.

4.      . ტატიშვილი. მუცლის ღრუს ორგანოების და რეტროპერიტონეული სივრცის ულტრაბგერითი ტომოგრაფია. თბილისი. 1991.

თავფურცელი