თავფურცელი

პოსტმენოპაუზალური პერიოდი

 . პაიჭაძე
აფხაზეთიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა
პოლიკლინიკა

 კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ევროპელი ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობაა საშუალოდ 78 წელი, ჩრდილოეთ ევროპელის – 80 წელი, იაპონელი ქალი ცხოვრობს საშუალოდ 83 წელი, ამერიკელი – 78, სლავური წარმოშობის, მაგ. რუსი ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა – 73 წელია, ქართველი ქალის – 71 წელი. ძველი მონაცემებით (სსრკ-ის პერიოდში), ხოლო სადღეისოდ ახალი მონაცემები არ არის ცნობილი (“Климакс: золотая осень“. М.М. Бубличенко, 2004. «Феникс»).

როგორც ცნობილია, საშუალოდ ქალები 2-6 წლით მეტს ცხოვრობენ, ვიდრე კაცები. ცხოვრების 40% მოდის მენოპაუზალურ პერიოდზე.

XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ბარნოვმა და დილმანმა წამოაყენეს და შემდგომში განავითარეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც რეპროდუქტიული სისტემის ასაკობრივ გარდაქმნებს საფუძვლად უდევს ესტროგენებისადმი გენეტიკურად დაპროგრამებული ჰიპოთალამუსის მგრძნობელობის დაქვეითება, რასაც ავტომატურად მივყავართ ჰიპოფიზში გონადოტროპული, ხოლო ამის შედეგად, საკვერცხეებში სტეროიდოგენეზისა და ფოლიკულოგენეზის დარღვევამდე.

ცნობილია, რომ 20 კვირის ნაყოფის საკვერცხეებში დაახლოებით 7 მლნ. ოოციტია, დაბადების დროისათვის 1 მლნ. მენარხეს დროისათვის – 300-400 ათასი, მენოპაუზალური ასაკისათვის - რამდენიმე ასეული.

30 წლისათვის საკვერცხების მასა იწყებს კლებას, ხოლო 40 წლისათვის მასში ჭარბად არის განვითარებული სტრომალური ელემენტები (В.П. Сметник, Л.Г. Тумилович «Неоперативная гинекология», 2001г. ст. 269-341 ).

მენსტრუალური ციკლი პრემენოპაუზალურ პერიოდში სულ უფრო ხშირად ხდება ანოვულატორული. იგი მიმდინარეობს ყვითელი სხეულის ნაკლოვანებით, რაც საშვილოსნოსმიერი დისფუნქციური სისხლდენებისა და პრემენსტრუალური სინდრომის გამოვლენის წინაპირობაა. (.. სმეტნიკი, .. ტუმილევიჩი, «Неоперативная гинекология» ст.296-341).

ამ ცვლილებების ფონზე ესტროგენების სეკრეცია თანდათანობით კლებულობს, რასაც მივყავართ გონადოტროპინების დისბალანსთან.

სისხლძარღვთა კუნთებში და მიოკარდიუმში ლოკალიზებულია სპეციალური ესტროგენმგრძნობიარე რეცეპტორებიესტროგენების დეფიციტის ფონზე, ითრგუნება რა აზოტის ოქსიდის (ვაზოდილატატორის) სინთეზი, კლებულობს სისხლძარღვთა, მათ შორის კორონარულის ელასტიურობა, რაც ქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადების ჩამოყალიბების წინაპირობას.

ირღვევა ოსტეობლასტების და ოსტეოპლასტების შეფარდება, რომლებშიც ფართოდ არის წარმოდგენილი ესტროგენების მაღალსპეციალური რეცეპტორები.

ჰიპერესტროგენია ასუსტებს ნეირონული პროცესების და სინაპსური კავშირების ქმედით უნარიანობას. მცირდება რიგი ნეიროტრანსმიტერებისა და ოპიატური პეპტიდების როგორც მოცულობა, ასევე აქტიურობა.

ყოველივე ზემოთ თქმული, უცილობლად მიგვითითებს ესტროგენებისა და მისი დეფიციტის მნიშვნელოვან როლზე კლიმაქტერულ პერიოდში მყოფ ქალის ცხოვრების ხარისხზე.

ისმის კითხვა, ესტროგენების დეფიციტის ჩამოყალიბების ფონზე, ერთ შემთხვევაში, რატომ ვითარდება კლიმაქტერული სინდრომი, ხოლო მეორე შემთხვევაში, პათოლოგიური სიმპტომატიკა არ წარმოჩინდება?

კლიმაქტერული სინდრომის განვითარებაში მნიშვნელოვანია არა მარტო ესტროგენების აბსოლუტური ტიტრი, არამედ ის, თუ რა დონიდან და რა ინტენსივობით მოხდა მისი დაქვეითება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების პირობებს, გენეტიკურ დაავადებებს, სასქესო ორგანოთა დაზიანებას, განვლილ სქესობრივ ცხოვრებას.

აგრეთვე აღსანიშნავია მემკვიდრეობითობა და არა სასურველი ფაქტორები.

ძირითადად, კლიმაქტერული -მი მულტიფაქტორული დაავადებაა, სადაც ჰიპერესტროგენიზაციის დონისა და ინტენსივობის გარდა მოიაზრება სომატური მემკვიდრეობითი და გარემო ფაქტორების უარყოფით გავლენათა თანხვედრა.

პრემონოპაუზალურ პერირდში აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.

ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ჭარბი წონის მქონე ქალებში, რადგან საკვერცხისმიერ ესტროგენებს ემატება ცხიმოვან ქსოვილში ანდროსტენდიონიდან წარმოებული ესტროგენები, სადაც ენდომეტრიუმი განიცდის ჰიპერპლაზიას, ყალიბდება კაპილარების მკვეთრი გაფართოება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ხდება ენდომეტრიუმის არათანაბარი და ხანგრძლივი მოცილება, რაც სისხლდენით მთავრდება.

საშვილოსნოსმიერი სისხლდენის კლინიკური სურათი მნიშვნელოვნად განპირობებულია ანემიის ხარისხით. სახეზეა ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, უმადობა, თავის ტკივილი, განსაკუთრებით ნიშანდობლივია კანის, ფრჩხილების და ლორწოვანის სიფერმკრთალე, რაც ჭარბი და ხანგძლივი საშვილოსნოს მიერი სისხლდენის შედეგია.

კლიმაქტერული სინდრომის ცერებრალური ფორმის კლინიკური სიმპტომატიკა უმთავრესად გამოვლინდება 45-55 წლის ასაკში, იგი გამოიხატება სხვადასხვა ინტენსივობით და მიმდინარეობს 2-3 წლიდან 10-15 წლამდე.

აღსანიშნავია: ვაზომოტორული ჩივილები, რომელიც კლიმაქტერული -მის ყველაზე მანიფესტური გამოვლენაა. იგი ხასიათდება ალებით, შემცივნებით, ოფლიანობით და პარესტეზიებით, გულისცემის აჩქარებით, თავის ტკივილით, თავბრუხვევით, ხმაურის შეგრძნებით თავსა და ყურებში, არტერიული წნევის ლაბილობით.

ალები - სიცხის შეგრძნება და ჰიპერემია სახეზე, რომელის შემდეგ ვრცელდება ყელსა და მკერდზე. წარმოიქმნება უეცრად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ან პროვოცირდება ემოციური სტრესით: აღგზნებით, შეშინებით, გრძელდება რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთამდე, მას თან ახლავს გულისცემის აჩქარება, თავბრუხვევა, სიცხის შეგრძნება, რომელიც იცვლება შემცივნებით. დღე-ღამეში ალები ერთეულიდან შეიძლება იყოს 30-50-მდე, როგორც მუშაობისას, ასევე დასვენების დროს, რაც იწვევს უძილობას, ზოგჯერ ალებს ახლავს სუნთქვის რითმის დარღვევა, ამას მოყვება ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ალები და მისი სიმპტომატიკა ქრება ისე სწრაფად, როგორც წარმოიქმნება. ტემპერატურა მთელ სხეულში მატულობს 0,3-0,5-ით.

ვაზომოტორული ჩივილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლენაა ოფლიანობა, რომელიც თან სდევს ალების შემოტევას.

ასევე ხშირად გვხვდება მყარი წითელი დერმოგრაფიზმი და "წითლად" დაფოთვლა კისერსა და მკერდზე.

კუჭ-ნაწლავის მხრიდან თავს იჩენს მეტეორიზმი და შეკრულობა.

კლიმაქტერული კარდიოპათია ამ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები გამოვლინებაა. ტკივილი გულის არეში ყრუ ან ჩხვლეტით ხასიათს ატარებს, მიმდინარეობს ხანგრძლივად და იშემიური დაავადებისაგან განსხვავებით, დამოკიდებული არ არის ფიზიკურ დატვირთვაზე.

პაციენტთა 2/3- ახასიათებს არტერილი წნევის მომატება ან ლაბილობა, მისი კრიზული მიმდინარეობა. შეტევები უფრო ხშირად იწყება ღამით, ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გამოიხატება სპაზმით და ტკივილით გულის არეში, გულისცემისა და პულსის აჩქარებით, კიდურების გაცივებით, სახის გაფერმკრთალებით ან ჰიპერემიით, შემცივნებით ან ოფლიანობით, თავის ტკივილითა და თავბრუხვევით, სისუსტით, არტერიული წნევის მომატებით. შეტევა გრძელდება რამდენიმე წუთიდან საათამდე, იწვევს შიშის შეგრძნებას და მთავრდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფით.

ფსიქო-ემოციური დარღვევები 15-20%-ში ხასიათდება აგზნებით, უძილობით, შიშის და დაძაბულობის შეგრძნებით, შრომის უნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებით, ყალიბდება ასტენონევროტული სინდრომი, დეპრესია. სექსუალური ფუნქციის დარღვევა - კლიმაქტერული -მის დროს აღინიშნება პაციენტთა 1/3-ში. ქალის კლიმაქტერული სინდრომის დისტროფიული დარღვევები გამოვლინდება მენოპაუზიდან 2-5 წლის შემდეგ, 30-40% შემთხვევაში გვხვდება.

იწყება ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, ყალიბდება ართრიტი და ართრალგია. უპირატესად ზიანდება თითების, მუხლის, კოჭის სახსრები, რაც წარმოჩინდება მათი ტკივილითა და შესიებით. შეიძლება ჩამოყალიბდეს ოსტეოართროზი ან რევმატიული ართრიტი, რომელსაც შენაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის გარეშე უშედეგოდ მკურნალობენ რევმატოლოგები.

ქალის კლიმაქტერული პერიოდის მეტაბოლური დარღვევებს მიეკუთვნება

ოსტეოპოროზი - კლიმაქტერული -მის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლენაა. აშშ-ში სახელმწიფო ამ პრობლემის გადაწყვეტას ახარჯავს 7 მილიარდ დოლარს, ეს არის სოციალური პრობლემა.

სტატისტიკური მონაცემებით, შენაცვლებითი ესტროგენული თერაპიის გარეშე 60 წელზე ხანდაზმული ქალების 25%- ემუქრებათ ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, 32%- - ერთი ან რამდენიმე კიდურის მოტეხილობა, ასეთი პერსპექტივა ოსტეოპოროზის პრობლემას, სამედიცინო მნიშვნელობის გარდა, გამოხატულ სოციალურ და ეკონომიურ ჟღერადობას აძლევს.

ოსტეოპოროზი უფრო ხშირია მენოპაუზიდან პირველი 5-7 წლის მანძილზე, და თანდათან მცირდება. 75 წლისათვის ძვლის მასა 25-30%-ით მცირდება, რაც საშიშ ზღვარს წარმოადგენს მისი მოტეხილობისათვის. ოსტეოპოროზის ნაკლები ინტენსივობით ვითარდება ჭარბწონიან ქალებში, რაც შეიძლება აიხსნას ცხიმოვან ქსოვილში ესტროგენების წარმოებით. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება შენაცვლებით ჰორმონალურ თერაპიას.

მნიშვნელოვანი როლი აქვს დიეტოთერაპიას, დაბალკალორიული დიეტის დანიშვნა, ნახშირწყლების, ცხოველური წარმოშობის ცხიმების, ცხარე სანელებლების, მარილის, სითხის შეზღუდვა და ხშირი კვება (5-6-ჯერ). ვიტამინოთერაპია, C და P ვიტამინები, ვიტამინი E, B ჯგუფის ვიტამინები. წყლით მკურნალობა აბაზანების (როდონის, გოგირდწყალბადიანი, იოდბრომიანი), შხაპების (ცირკულარული, მარაოსებური, შარკოს, წყალქვეშა შხაპ-მასაჟი /ჯაკუზის აბანო/ სახით ტარდება).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების პირობებსა და გარემო ფაქტორების უარყოფით გავლენათა თანხვედრას კლიმაქტერული სინდრომის ჩამოყალიბებაში. მუდმივმა შიშის გრძნობამ და განცდებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალებში საგრძნობი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარღვევები გამოიწვია და კიდევ უფრო გააღრმავა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალის ზოგად მდგომარეობაზე.

კლიმაქტერული პერიოდის სიმპტომები ადრეული და მოგვიანებითია. ესტროგენების დეფიციტის ადრეულ გამოვლინებას მიეკუთვნება:

•           ვეგეტატიური სიმპტომები - ალებით, ოფლიანობა, უძილობა, თავბრუხვევა, ხელებისა და ქვედა კიდურების გაბუჟება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი.

•           ფსიქოლოგიური სიმპტომები - ხასიათის ლაბილობა, აგრესია, გაღიზიანებადობა, ნევროზი, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, სისუსტე, თვითშეფასების დაქვეითება, დეპრესია.

•           უროგენიტარული პრობლემები - მენოპაუზის მოგვიანებით გამოვლინებებს მიეკუთვნება, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, აღთქმის შეგრძნებების შეცვლა, წონაში მომატება და სხვა.

თუ ფერტილური ასაკის ქალები ნაკლებად მიმართავენ გინეკოლოგს, მენოპაუზალურ პერიოდში თითქოს ყველა ქალი რეგულარულად მიმართავს გინეკოლოგს დახმარებისათვის, რათა მაქსიმალურად შეამციროს მოსალოდნელი გართულებების რიცხვი. გინეკოლოგს სხვა სპეციალისტებთან ერთად შეუძლია დაეხმაროს ამ ასაკობრივი ჯგუფის ქალებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ცენტრალური პოლიკლინიკა ემსახურება 70000 მოზრდილს, ძირითადად . თბილისში დასახლებულ დევნილებს, მათ შორის 47808 ქალია, ხოლო 37411 - კაცი. როგორც ცნობილია, . თბილისში 22 კომპაქტურად დასახლებული პუნქტია, სადაც ჩასახლებულია 14000 მოსახლე, მათგან 5000 ქალია. 1998 წლიდან 2004 წლამდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას მომართა 1000-მდე მენოპაუზალური ასაკის ქალმა, რომელთაც კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე აღმოაჩნდათ თითქმის ყველა ის გართულება, რაც დამახასიათებელია კლიმაქტერული სინდრომისათვის, კერძოდ ასი გამოკვლეული ქალიდან კლიმაქტერული სინდრომის ცერებრალური ფორმები გამოხარული ვაზომოტორული ჩივილებით აღმოაჩნდა 8.8%-, კლიმაქტერული კარდიოპათია - 4.1%-, ვესტიბულარული დარღვევები - 3.3%-, ფსიქო-ემოციური დარღვევები - 3.0%-, სექსუალური ფუნქციის დარღვევა - 1.2%-, დისტროფიული დარღვევები - 4.0%-, მეტაბოლური დარღვევებიოსტეოპოროზი - 8.0%-, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - 7.85%-ში.

ანამნეზის აკრეფისას გაირკვა, რომ ყველა ეს ქალი ტრავმირებული იყო აფხაზეთში საომარი მოქმედებების გამო, მათმა ოჯახმა განიცადა დიდი დანაკარგი, როგორც პიროვნული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური, რასაც მოსდევს მწუხარების ტიპიური რეაქცია. მზრუნველი ნათესავები, მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად ვერ აცნობიერებენ ამდენი დანაკარგით გამოწვეული გრძნობების ინტენსივობას. ამის გამო პაციენტები მათი დანაკარგით შეუსაბამ რეაქციას იღებენ გარშემომყოფთაგან. ისინი ხდებიან აგრესიულნი, ან პირიქით, საკუთარ თავში ჩაკეტილები, ეს იწვევს მათ იზოლაციას და მედიცინის მუშაკისადმი ნდობას ამცირებს.

 სამწუხარდ, აფხაზეთში საომარმა მოქმედებებმა ძალიან ბევრი ქალი დააქვრივა და მარტო დატოვა. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე ეკონომიკურ სიტუაციას, რომელშიც დევნილები იმყოფებიან, ქალები არიან მუდმივ სტრესში, ფაქტიურად დაუცველნი. მომავლის რწმენის გაღვივება ყოველთვის დადებით როლს თამაშობს ასეთი პაციენტების მკურნალობაში.

კლინიკური გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მენოპაუზალური ასაკის ლტოლვილ ქალებში თითქმის ყველას აქვს ვეგეტატიური სიმპტომები, ფსიქოლოგიური სიმპტომები, რაც გამოიხატება განწყობილების ლაბილურობაში, გაღიზიანებადობაში, აგრესიულობაში, ნევროზში, დეპრესიაში და .., უროგენიტალური პრობლემები, ოსტეოპოროზი. აღსანიშნავია, რომ ძვლოვანი მასის ძირითადი კლება მენოპაუზის დადგომის პირველ წლებში ყველაზე ბევრია. გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, რაც დაკავშირებულია ჰორმონალურ გარდაქმნასთან, თან ერთვის ქრონიკული დაავადებები, ხოლო ინფექციური აგენტები ამძიმებენ ამ დაავადების მიმდინარეობას და აჩქარებენ დისჰორმონული დარღვევებით გამოწვეულ პათოლოგიურ პროცესებს. იმ ქალებს, რომლებიც 1993 წელს იმყოფებოდნენ პრემენოპაუზალურ და მენოპაუზალურ პერიოდში (.. 40-50 წლის და ზევით) და მოუწიათ აფხაზეთის დატოვება სვანეთის უღელტეხილის გავლით, მენოპაუზის ადრეულ ვადაზე აღენიშნებოდათ ძვლების მოტეხილობა ოსტეოპოროზის გამო. ასევე სამწუხაროა ხერხემლის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა - ეს პროცესი იწვევს სიმაღლეში კლებას, ქალებს უვითარდებათ "მოხუცებული ქალების" დამახასიათებელი დგომა, .. "ქვრივის კუზი", რაც ჩვენს შემთხვევაში შეიმჩნეოდა 3%-ში.

არსებობს "პირდაპირი დამოკიდებულება" გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალ რისკთან დევნილ ქალებში. აფხაზეთის დაკარგვის წლისთავზე ხდება მწუხარების შეგრძნების განახლება. თუ ქალის მწუხარება დიდ ხანს გრძელდება, უნდა ვიფიქროთ სტრესით გამოწვეულ დარღვევებზე. კარგი იქნებოდა, თუ ჩავრთავდით პაციენტს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამაში. ქვემოთ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის (საშუალოდ 45 წლიდან 60 წლამდე) 100 დევნილ ქალზე დაკვირვებების ცხრილს, რომელშიც აღბეჭდილია ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების სიხშირე, მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ. მკურნალობის ეფექტი სახეზეა.

 ცხრილი 1.

გართულების ჩამონათვალი

დაკვირვება სხვადასხვა ასაკობრივი

ჟგუფის

გართულებების ციფრობრივი მაჩვენებელი

 

ქალის კლიმაქტ. სინდრომის ცერებრალური ფორმები ვაზომოტორული ჩივილები

45-55 წ. ასაკის

 

100-დან 88-ს აღენიშნებოდა გამოხატული ვაზომოტორული ჩივილები

 

კლიმაქტერული კარდიოპათია

45-60 წ. ასაკის

 

41 შემთხვევაში დაფიქსირდა თA კრიზისული მიმდინარეობა, ტკივილი გულის არეში

სინჟი

ნიტროგლიცერინით (-)

სინჟი ობსტანით (+)

ვესტიბულური დარღვევები

45-55 წ. ასაკის

 

33-ს აღენიშნებოდა წონასწორობის დარღვევა,

ხმაურის შეგრძნება თავსა და ყურებში

 

დიენცეფალური კრიზები

45-55 წ. ასაკის

 

2 შემთხვევა

გამოიხატა სპაზმით

და ტკივილით გულის არეში P-აჩქარებულია, თავის ტკივილით, შემცივნებით, ოფლიანობით,

სისუსტით, ტAმატებით.

ფსიქო-ემოციური დარღვევები

45-55 წ. ასაკის

30 შემთხვევა

აღგზნება, უძილობა, შრმოის უნარიანობისა და მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია

სექსუალური ფუნქციის დარღვევა

45-55 წ. ასაკის

12 ქალი

 

სენილური დემენცია

45-55 წ. ასაკის

-

ალცგეიმერის

დაავადება

დისტროფიული დარღვევები

45-55 წ. ასაკის

40 ქალი

გენიტალური პრობლემები, კანი და შემაერთებელი ქსოვილი, ტკივილი კუნთებში, არტრიტი, არტრალგია, ჰიპერტოგენეზია.

მეტაბოლური დარღვევები ოსტეოპოროზი

45-55 წ. ასაკის

80 ქალი

ჰიპტროზი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

45-55 წ. ასაკის

78 ქალი

ჰიპერტ. დაავადებები

 

ცხრილი 2.

გართულების

ჩამონათვალი

დაკვირვება

სხვადასხვა

ასაკობრივი

ჟგუფის

100 დევნილ

ქალზე

გართულე-ბების ციფრობრივი მაჩვენებელი

მკურნა-ლობის შემდეგ

მკურნალობის

მეთოდები

ქალის კლიმაქტერული სინდრომის ცერებრალური ფორმები ვაზომოტორული ჩივილები

დაკვირვება

45-55 წ. ასაკის

88 ქალი

51

ჩანაცვლებითი ჰორმონალური

თერაპია "კლიმენი", "დივინა",

"ციკლოპროგინოვა"

კლიმაქტერული

კარდიოპათია

დაკირვება

45-60 წ. ასაკის

 

41 ქალი

22

ესტროგენ-შემცველი პლასტირები:

"ფემ-7", გელი - "ესტრადერმი", "დერმესტროლი" და ხვა+"დივიგელი",

"ასტროგელი"

ვეტიბულარული

დარღვევები

45-60 წ. ასაკის

33 ქალი

25

ბელოიდი, "ბელატამინალი",

"ბელასპონი"

დიენცეფალური კრიზები

45-55 წ. ასაკის

2 ქალი

1

ნეიროლეპტიკური საშ-ები: "ეტაპერაზონი"

ფსიქო-ემოციური

დარღვევები

45-55 წ. ასაკის

30 ქალი

11

"ფრენულინი", "ეტაპერაზონი",

"ტრიფტიზანი", "გრანდაქსინი"

სექსუალური

ფუნქციის

დარღვევა

45-55 წ. ასაკის

12 ქალი

8

"ოვისიტენი", წყლით მკურნალობა

აბაზანების სახით, "როდონის",

გოგირდწყალბადიანი, იოდბრომიანი,

შხაპები – ცირკულარული, ..

სენილური დემენცია

45-55 წ. ასაკის

-

-

"სპლატი", "ვილდიანო", ვიტ "ე"

დისტროფიული

დარღვევები

45-50 წ. ასაკის

 

40 ქალი

11

"კალსინარი-100", კალც. D3 ნიკომედი,

"კლიმენი", "კლიმონორიმი", "გრანდაქსინი", "სელენტინი", სპლატი,

მეტაბოლური დარღვევები

ოსტეოპოროზი

45-55 წ. ასაკის

80 ქალი

24

რებერასონი

გულ-სისხლძარღვთა

დაავადებები

45-60 წ. ასაკის

78 ქალი

28

 

 

2004 წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში გაიცა 156 "სიკვდილის ცნობა", ფორმა #106/4.

ცხრილი 3.

 

სულ

მათ შორის ქალები

კაცები

36-55

წლის ასაკში

56-57 წლის ასაკში

75 წლის ზევით

2004 წ, I კვარტალი

50

 

 

 

 

 

ქალი

 

35

 

 

 

 

კაცი

 

 

15

4

 

 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

 

 

 

 

1

 

გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა

 

 

 

 

9

 

კიბოსმიერი დაავადებები

 

 

 

 

1

 

2004წ. II კვარტალი

42

 

 

 

 

 

ქალი

 

25

 

 

 

 

კაცი

 

 

17

 

 

 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

 

 

 

1

2

 

გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა

 

 

 

2

12

 

კიბოსმიერი დაავადებები

 

 

 

1

3

 

2004წ. III კვარტალი

40

 

 

 

 

 

ქალი

 

14

 

 

 

 

კაცი

 

 

26

 

 

 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

 

 

 

3

11

 

გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა

 

 

 

 

1

 

კიბოსმიერი დაავადებები

 

 

 

1

3

 

გულ-ფილტვის უკმარისობა

 

 

 

1

2

 

2004წ. IV კვარტალი

24

 

 

1

 

 

ქალი

 

15

 

 

 

 

კაცი

 

 

9

 

 

 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა

 

 

 

 

1

 

გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა

 

 

 

 

9

 

კიბოსმიერი დაავადებები

 

 

 

 

3

 

ღვიძლის კომა

 

 

 

 

2

 

გულ-ფილტვის უკმარისობა

 

 

 

 

1

 

  წარმოგდენილი ცხრილიდან ჩანს, რომ სიკვდილიანობა ჭარბობს 56-75 ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. სიკვდილის მიზეზებს შორის პირველ აგილზე დგას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ხოლო მე-2 ადგილზეა - ონკოლოგიური დაავადებები.

მენოპაუზის დადგომასთან ერთად კლებულბს ესტროგენების დაცვითი მექანიზმი სისხლძარღვებზე. უფრო მეტიც, ამ ჰორმონების ნაკლებობა არღვევს ბალანსს "კეთილსა" და "ცუდ" ლიპიდებს შორის, რაც იწვევს ათეროსკლეროზის პროგრესირებას. ათეროსკლეროზის მომატებული რისკი, თავისთავად, იწვევს გულის ჟანგბადით არა საკმარის მომარეგებას, რაც გულის იშემიური დაავადების მიზეზი ხდება.

თავის ტვინი - თავისებური "სამიზნე ორგანოა" ქალის სასქესო ჰორმონებისათვის. ცნობილია, რომ ესტროგენები დადებითად მოქმედებენ ტვინის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა მეხსიერება, აღთქმითი ფუნქცია, ლინგვისტიკური შესაძლებლობები. ესტროგენების დაქვეითება იწვევს მეხსიერების დაკარგვას. ასეთ პაციენტებზე ხდება სკურპულოზური, სანდო დაკვირვება და ამავე დროს შესაძლო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დევნილ ქალებში "კლიმაქტერული ასაკი" გაახალგაზრდავდა, არიან პაციენტები, რომელთაც უკვე 35 წლიდან დაეწყოთ ამენორეა, რასაც თან დაერთო კლიმაქტერული სინდრომის შემდგომი გამოვლინებანი (100 გამოკვლეული ქალიდან 5 შემთხვევა, .. 5%-ში)

პრემენოპაუზალურ პერიოდში აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. საშვილოსნოსმიერი სისხლდენის კლინიკური სურათი მნიშვნელოვნად განპირობებულია ანემიის ხარისხით. ჩვენ შემთხვევაში ანემია იყო 6%-ში (100 გამოკვლეულიდან რკინადეფიციტური ანემია აღენიშნებოდა 6 ქალს). ასეთ პაციენტებში სახეზეა ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, უმადობა, თავის ტკივილი. აღმოჩნდა, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია სერიოზულ გვერდით ეფექტებს იშვიათად იწვევს, მით უმეტეს, თუ ასეთი ქალები იმყოფებიან რეგულარულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პოლიკლინიკაში მომართულ დევნილ ქალთაგან დიაგნოზით: "აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები", შესაბამისად მოხდა მათი გადამისამართება სხვადასხვა სტაციონარში, და შემდგომში მომართვისას გაირკვა, რომ უმეტესობამ მკურნალობის ქირურგიული მეთოდი აირჩია (8%), მაგრამ საყურადღებოა ოპერაციის შემდგომი გართულებები (55%), რომელთა ასალაგმავად გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონო-თერაპია. ჩანაცვლებითი ჰორმონო-თერაპია არა მხოლოდ მკურნალობის მეთოდია, არამედ გაცნობიერებული არჩევანი თანამედროვე ქალების, რომელთაც არ უნდათ მენოპაუზის უსიამო სიმპტომებთან შეგუება (ჩვენს შემთხვევაში მომართულ ქალთა 55%, დანარჩენს საჭირო სამედიცინო პრეპარატების შესაძენად ხელი არ მიუწვდებათ).

ფსიქოლოგიური პრობლემების დროული გადაწყვეტა, მკურნალი ექიმისა და ოჯახის წევრების ურთიერთგაგება - ქალის ჯანმრთელობის საწინდარია.

მენოპაუზის დადგომამ ადრეულ ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი განცდა, რომელიც უნდა გავიზიაროთ და დიდი მოთმინებით ვუმკურნალოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დევნილ ქალებში შეინიშნება მენოპაუზის "გაახალგაზრდავება", აღინიშნება ადრეულ ეტაპზე, 35-40 წლიდან, რაც გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი შეიძლება იყოს. მრავალრიცხოვანმა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ შენაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 50%-ით ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტს, 40%-ით ინსულტს, 50% - ბარძაყის ძვლის, 70% - ხერხემლის მოტეხილობას, 40%-ით ალცგეიმერის დაავადებას, რომ არაფერი ვთქვათ ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებაზე. ამდენად ჩვენ გვინდა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ კლიმაქტერული პერიოდის საშიშროებაა არა ალები და სხვა ფსიქო-ვაზომოტორული ჩივილები, არამედ სიცოცხლესთან და მის ხარისხთან შეჭიდებული დისტროფიული, კარდიალური და ოსტეოპოროზული პრობლემები, რომელთა პროფილაქტიკა და მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე და მიმდინარეობდეს ხანგრძლივად.

აქტიური ცხოვრების წესი, ბალანსირებული დიეტა, უარი ალკოჰოზე და სიგარეტის მოწევაზე, პლუს ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია - მნიშვნელოვნად ამცირებს გულს-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

ლიტერატურა:

1.             ..სმეტნიკი, ..ტუნელოვიჩი, "არაოპერაციული გინეკოლოგია", მოსკოვი, 2001.

2.             ..საველიევა, ..სიჭინავა, "მეანობა და გინეკოლოგია", მოსკოვი, 1997.

3.             ..სმეტნიკი "რეპროდუქციული ჯანმრთელობის სახელმძღვანელო", , 2003.

4.             "რეპროდუქციული ჯანმრთელობა", თბილისი, 2002.

5.             ..ვასილიევსკაიას "გინეკოლოგია", თბილისი 2002.

თავფურცელი