თავფურცელი

დაბა წყნეთში განსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ჯანმრთელობის ტენდენციები

            . როგავა, . უგრეხელიძე, . მეტრეველი, . ხურცილავა
. ლეფსაია, . ზუხუბაია
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წყნეთის რეგიონული
პოლიკლინიკა

 დაბა წყნეთი, რომელიც თბილისის გარეუბანს წარმოადგენს, იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) ცენტრალიზებული დასახლებაა. მასში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, 4000-მდე დევნილია კომპაქტურად განსახლებული. მიუხედავად იმისა, რომ წყნეთი შედარებით ახლოს მდებარეობს თბილისთანადგილობრივი თემი იზოლირებულია ქალაქის ცხოვრებიდან და რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია თბილისის მოსახლეობისათვის, შეზღუდული სატრანსპორტო საშუალებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია წყნეთში მცხოვრებთათვის. ამას ემატება აფხაზეთში მცხოვრებთათვის უჩვეულო გეოგრაფიული-კლიმატური პირობები (1000 ზღვის დონიდან) და მძიმე სოციალური მდგომარეობა (არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, უმუშევრობა, სიღარიბე, ქრონიკული სტრესი).

კვლევის მიზანია: წყნეთში განსახლებულ დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა.

მიზნის მისაღწევად დაისახა შემდეგი ამოცანები:

1.         საკვლევი კონტინგენტის ჯანმრთელობის სამედიცინო მაჩვენებლების _

        ავადობა, შობადობა, სიკვდილობა, ბუნებრივი ნამატი, დინამიკის შესწავლა;

2.         ჯანმრთელობის დაცვის რესურსების დადგენა.

კვლევა შესრულებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წყნეთის რეგიონული პოლიკლინიკის ბაზაზე და მოიცავს დევნილთა ჯანმრთელობის 2000-2004 წლების მაჩვენებლების ანალიზს.

პოლიკლინიკა არის მრავალპროფილიანი დაწესებულება და  ორგანიზებულია წყნეთში მცხოვრებ დევნილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 1993 წლიდან. მასში იგპ-თა სამედიცინო მომსახურება უფასოა.

პოლიკლინიკა აწარმოებს შემდეგ საქმიანობებს: სამკურნალო დახმარება, კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები, სამედიცინო პროფილაქტიკა, ჰუმანიტარული მედიკამენტების მიღება და გაცემა.

პოლიკლინიკაში მუშაობენ შემდეგი სპეციალობის ექიმები: ზოგადი პროფილის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, ნევროპათოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფსიქიატრი, ინფექციონისტი, ოკულისტი. ტარდება ბავშვთა მოსახლეობის იმუნიზაცია.

პოლიკლინიკა მონაწილეობს სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებში:

1.         0-3 წლამდე ასაკის  ბავშვთა სამედიცინო დახმარების პროგრამა;

2.         სპეციფიკურ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (შაქრიანი დიაბეტი);

3.         გეგმიური და მასობრივი აცრების წარმოება სამოქმედო ტერიტორიაზე.

საკვლევ პერიოდში პოლიკლინიკაში იგპ-თა მომართვიანობა წლების მიხედვით შესაბამისად შეადგენდა: 4849, 4585, 2781, 2114, 3422. სულ პოლიკლინიკას ამ პერიოდში მომართა 17 751-მა პაციენტმა. მათ შორის 3741 ბავშვია 0-დან 14 წლამდე ასაკის. სულ ჩატარდა 13 066 კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევამათ შორის 6700 სისხლის კლინიკური და  6366  შარდის კლინიკური ანალიზი.

საკვლევი კონტინგენტის მომართვიანობა წლების მიხედვით მოცემულია ცხრილში #1.

ცხრილი #1.

პოლიკლინიკაში იგპ-თა მომართვიანობა წლების მიხედვით

წლები

მომართვიანობა

მომართვიანობა ავადმყოფობის გამო

სისხლის

კლინ.

ანალიზი

შარდის

კლინ.

ანალიზი

მოზრდილები

ბავშვები

სულ

2000

4849

824

492

1316

1427

1452

2001

4585

2353

993

3346

1475

1494

2002

2781

1680

534

2214

1188

1158

2003

2114

1332

952

2284

1407

1125

2004

3422

1393

770

2163

1203

1137

სულ

17751

14010

3741

11323

6700

6366

 როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, პოლიკლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა 2000 წლიდან 2003 წლამდე კლებულობს 4849-დან 2114-მდე, რაც დაკავშირებულია სამედიცინო დაწესებულების ჰუმანიტარული მედიკამენტებით მომარაგების მკვეთრ შემცირებასთან. 2004 წელს აღნიშნული მატება კი განპირობებულია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ექიმთა ბრიგადების ბინაზე გასვლით სამკურნალო ღონისძიებებთან. დაავადებათა გავრცელების დინამიკა მოზრდილებში წლების მიხედვით მოცემულია ცხრილი #2-ში.

როგორც ცხრილი 2-დან ჩანს, ავადობის სტრუქტურაში უხშირესია სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (24,2%) და ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები (17,3%);   მესამე ადგილზეა  სასუნთქი სისტემის დაავადებები (15,1%). შემდეგ მოდის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (9,5%) და ფსიქიური აშლილობანი (8,9%). ენდოკრინულ დაავადებათა საშუალო პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 6,7%-. მნიშვნელოვანია ინფექციური და პარაზიტული დაავადებებისა ხვედრითი წილი(4,1%)  ავადობის სტრუქტურაში და იგი თითქმის უტოლდება  შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა შესაბამის მაჩვენებელს (4,5%).

დაავადებათა გავრცელების დინამიკა წლების მიხედვით არაერთგვაროვანია. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების დიაგნოზით რეგისტრირებულ ავადმყოფთა რაოდენობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ 2000 წლიდან 2003 წლამდე აღინიშნებოდა მათი შემცირება 28,7%-დან 16,5 %-მდე. 2004 წელს კი აღინიშნა მისი მატება 21,0%-მდე

განსხვავებულია ნერვული სისტემისა  და გრძნობათა ორგანოების დაავადებათა გავრცელების დინამიკა, სადაც 2000-დან 2001 წლამდე აღინიშნება კლება 18,4% დან 15,4%-მდე, 2002 წლიდან კიზრდა   19,1%-მდე.

სასუნთქი სისტემის დაავადებათა დინამიკა შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:  2000 და 2001 წლების მაჩვენებლები ტოლია და უდრის 13,4%.. 2002- 2003 წლებში  ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი ზრდით 20,9%-მდე, ხოლო 2004 წელსშემცირებით 13,1%-მდე. სასუნთქი სისტემის დაავადებათა მაღალი ხვედრითი წილი განპირობებულია მწვავე რესპირატორული დაავადებებით, რაც დევნილთა მჭიდრო ჩასახლების პირობებში  მისი გავრცელებისათვის ხელშემწყობი ფაქტორების არსებობითაა გამოწვეული.

ცხრილი #2.

დაავადებათა გავრცელების დინამიკა მოზრდილებში

დაავადებები

2000

2001

2002

2003

2004

სულ

ინფექციური და პარაზიტული

50 (1,9%)

47 (2,5%)

85 (6,5%)

70 (6,2%)

65 (7,1%)

317 (4,1%)

ახალწარმონაქმნები

13 (0,4%)

7 (0,2%)

4 (0,3%)

2 (0,5%)

4 (0.4%)

30 (0,4%)

ენდოკრინული სისტემის

196 (7,6%)

131 (7,1%)

78 (6,0%)

75 (6,6%)

45 (4,9%)

525 (6,7%)

ფსიქიური აშლილობა

350 (13,5%)

130 (6,9%)

70 (5,3%)

M63 (5,6%)

75 (8,2%)

688 (8,9%)

ნერვული სისტ. და გრძნობათა ორგანოების

476 (18,4%)

288 (15,4%)

210 (16,4%)

202 (18,0%)

175 (19,1%)

1351 (17,3%)

სისხლის მიმოქცევის

სისტემის

742 (28,7%)

528 (28,3%)

240 (18,5%)

186 (16,5%)

193 (21,0%)

1889 (24,2%)

სასუნთქი სისტემის

347 (13,4%)

251 (13,4%)

223 (17,1%)

235 (20,9%)

120 (13,1%)

1176 (15,1%)

საჭმლის მომნელებელი სისტემის

192 (7,4%)

178 (9,5%)

140 (10,8%)

120 (10,7%)

113 (12,3%)

743 (9,5%)

შარდ-სასქესო სისტემის

77 (2,9%)

87 (4,6%)

72 (5,5%)

66 (5,8%)

50 (5,5%)

352 (4,5%)

კანისა და კანქვეშა უჟრედისის

12 (0,4%)

27 (1,4%)

18 (1,4%)

12 (1,1%)

10 (1,1%)

79 (1,0%)

ძვალ-სახსართა და შემაერთებელი ქსოვილის

70 (2,7%)

123 (6,6%)

85 (6,5%)

55 (4,9%)

40 (4,4%)

373 (4,8%)

ტრავმები და მოწამვლები

16 (0,6%)

35 (1,8%)

45 (3,5%)

18 (1,6%)

9 (1,0%)

123 (1,6%)

სხვა

37 (1,4%)

29 (1,6%)

31 (2,4%)

17 (1,5%)

18 (2,0%)

132 (1,7%)

სულ

 

2578 (100%)

1861 (100%)

1301 (100%)

1121 (100%)

917 (100%)

7778 (100%)

   ზრდის ტენდენციით ხასიათდება ინფექციური და პარაზიტული და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ხვედრითი წილი მოზრდილი ასაკის იგპ-თა ავადობის სტრუქტურაში.

ფსიქიური აშლილობების ხვედრითი წილი დაავადების სტრუქტურაში წლების მიხედვით შესაბამისად შეადგენდა 13,5%, 6,9%, 5,3%, 5,6% და ^8,2%-. როგორც ჩანს, აღნიშნილი დაავადების გავრცელება დევნილთა შორის მაღალია. 2001, 2002 და 2003 წლებში ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი კლებით, მაგრამ უკანასკნელ წელს  აღინიშნა ზრდის ტენდენცია.   

დიაგრამა 1 ასახავს   უხშირესი დაავადებებისსისხლის მიმოქცევის სისტემისა და ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებების გავრცელების დინამიკას წლების მიხედვით წყნეთში მცხოვრებ მოზრდილი ასაკის დევნილთა შორის.

დიაგრამა #1.

 

 სსდ _ სისხლის მიმოქცევის სისტ. დაავადებები

ნსდ _ ნერვული სისტემისა და გრძნობათა    ორგანოების დაავადებები

 სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებათა შორის უხშირესია ესენციური ჰიპერტენზია (72,2%) და გულის იშემიური დაავადება (გიდ) (18,3%). აღნიშნულ დაავადებათა გავრცელება წლების მიხედვით მოცემულია დიაგრამა 2-ზე.

დიაგრამა #2.

 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, 2002 წლიდან აღინიშნება სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებათა სტრუქტურაში ესენციური ჰიპერტენზიის კლება გულის იშემიური დაავადების ხვედრითი წილის ზრდის ხარჯზე.

ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებებს შორის უხშირესია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (58,8%) და ნევროზები (31%).

ცხრილში #3 წარმოდგენილია 0_14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადებათა გავრცელების დინამიკა საკვლევ პერიოდში. როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა ავადობის სტრუქტურაში წამყვანია სასუნთქი სისტემის დაავადებები და და მისი საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 46,2%. შემდეგ მოდის  ინფექციური და პარაზიტული დაავადებები (21,0%), რომელთა შორის უხშირესია დიარეული დაავადებები (30%). ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებები შეადგენს 8,2%-. აღსანიშნავია ფსიქიურ აშლილობათა მაღალი ხვედრითი წილი დევნილ ბავშვებში (6,7%). პერინატალური სისტემის დაავადებები შეადგენს 2,3% დაავადებათა მთელ სტრუქტურაში. 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ავადობის სტრუქტურაში კი აღნიშნულ პათოლოგიას უჭირავს წამყვანი ადგილი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემდეგ (31.0%).

ცხრილი #3.

დაავადებათა გავრცელების დინამიკა მოზარდებში (0-14 წლამდე ასაკის)

დაავადებები

2000

2001

2002

2003

2004

სულ

ინფექციური და პარაზიტული

150 (19,9%)

120 (21,5%)

78 (14,3%)

86 (18,1%)

132 (36,3%)

566 (21,0%)

ენდოკრინული სისტემის

2 (0,2%)

4 (0,7%)

12 (2,2%)

13 2(,7%)

10 (2,7%)

41 (1,5%)

სისხლისა და სისხლმბადი ორგან.

13 (1,8%)

15 (2,7%)

12 (2,2%)

9 (1,9%)

5 (1,4%)

54 (2,0%)

ფსიქიური აშლილობანი

70 (9,3%)

52 (9,3%)

18 (3,3%)

20 (4,2%)

20 (5,5%)

180 (6,7%)

ნერვული სისტემისა

და გრძნობათა ორგ.

35 (4,6%)

47 (8,4%)

42 (7,7%)

38 (8,0%)

60 (16,5%)

222 (8,2%)

სისხლის მიმოქცევის სისტემის

12 (1,6%)

8 (1,4%)

10 (1,8%)

12 (2,5%)

8 (2,2%)

50 (1,8%)

სასუნთქი სისტემის

397 (52,7%)

225 (40,3%)

290 (53,0%)

238 (50,3%)

97 (26,7%)

1247 (46,2%)

საჭმლის მომნელებელი სისტ.

4 (0.5%)

12 (2,4%)

11 (2,0%)

13 (2,7%)

10 (2,7%)

50 (1,8%)

შარდ-სასქესო სისტემის

14 (1,8%)

12 (2,1%)

15 (2,7%)

9 (1,9%)

7 (1,9%)

57 (2,1%)

კანისა და კანქვეშა უჟრედისის

26 (3,4%)

23 (4,2%)

18 (3,3%)

12 (2,5%)

9 (2,5%)

88 (3,3%)

პერინატალური პათოლოგეიბი

15 (2,0%)

12 (2,1%)

17 (3,1%)

14 (2,9%)

3 (0,8%)

61 (2,3%)

სხვა

16 (2,2%)

28 (5,0%)

24 (4,4%)

11 (2,3%)

3 (0,8%)

82 (3.1%)

ჟამი

754 (100%)

558 (100%)

547 (100%)

475 (100%)

364 (100%)

2698 (100%)

 ცხრილში #4 წარმოდგენილია შობადობის, სიკვდილობისა და ბუნებრივი ნამატის დინამიკა წლების მიხედვით.

ცხრილი #4.

შობადობის, სიკვდილობისა და ბუნებრივი ნამატის წლიური მაჩვენებლების დინამიკა

მაჩვენებლები

2000

2001

2002

2003

2004

შობადობა

41

38

41

27

24

სიკვდილობა

14

28

16

16

39

ბუნებრივი ნამატი

6,2

2,2

5,6

2,4

- 3,5

 როგორც ცხრილიდან ჩანს, ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებლებში, როგორიცაა შობადობა, სიკვდილობა და ბუნებრივი ნამატი 2003 წლიდან აღინიშნება უარყოფითი ტენდენცია.

ბავშვთა სიკვდილობის წლიური მაჩვენებელი 2000, 2002, 2003 და 2004 წლებში შეადგენდა 0-. 2001 წელს გარდაიცვალა 1 წლამდე ასაკის 1 ბავშვი.

ცხრილი 5 ასახავს სიკვდილობის მაჩვენებელს დიაგნოზის მიხედვით (1000 სულ მოსახლეზე) საკვლევ კონტინგენტში.

ცხრილი #5.

სიკვდილობის მაჩვენებლები დიაგნოზის მიხედვით(1000 სულ მოსახლეზე)

დიაგნოზი

2000

2001

2002

2003

2004

სულ

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა

1,4

1,8

0.9

1,1

1,5

1,3

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები

0,7

1,3

1,1

1,1

2,3

1,3

ახალწარმონაქმნები

0,5

0,9

0,7

1,1

3,4

1,2

სასუნთქი სისტემის პათოლოგიები

0

0,4

0.2

0,2

1,5

0,5

თირკმლის დაავადებები

0,2

0

0

0

0,8

0,2

სხვა

0,7

0,7

0,2

0,4

1,5

0,7

 როგორც ცხრილი 5-დან ჩანს, სიკვდილობის სტრუქტურაში წამყვან ნოზოლოგიას საკვლევ პერიოდში წარმოადგენდა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. მესამე ადგილზეა ონკოლოგიური დაავადებები. საგანგებო კვლევის საგანია ამ უკანასკნელის ზრდა სიკვდილობის მიზეზთა შორის ბოლო პერიოდში. ასევე საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ზრდა სიკვდილობის მაჩვენებლებში დიაგნოზის მიხედვით.

გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 70 წელსაა გადაცილებული, თუმცა, უკანასკნეკნელ წლებში აღინიშნება სიკვდილობის ასაკობრივი მაჩვენებლის გაახალგაზრდავება წყნეთში მცხოვრებ დევნილებში ისევე, როგორც მთლიანად დევნილთა შორის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას ეკონომიური სიდუხჭირის გამო არ გააჩნიათ საშუალება დაავადების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების შესაძენად. ამდენად ისინი დიდად არიან დამოკიდებულნი პოლიკლინიკის ჰუმანიტარული მედიკამენტებით მომარაგებაზე.

ცხრილი 6 ასახავს წყნეთის დევნილთა პოლიკლინიკის ჰუმანიტარული მედიკამენტებით მომარაგების დინამიკას საკვლევ პერიოდში.

ცხრილი #6.

წყნეთის დევნილთა პოლიკლინიკის ჰუმანიტარული მედიკამენტებით მომარაგების დინამიკა

საკვლევ პერიოდში

მედიკამენტები

2000

2001

2002

2003

2004

დასახელების რაოდენობა

27

49

26

46

14

ღირებულება (ლარი)

8172,47

21080,98

3964,21

4486,95

90.00

 როგორც ცხრილი 5-დან ჩანს, 2001 წლიდან მკვეთრად შემცირებულია დაწესებულების ჰუმანიტარული მედიკამენტებით მომარაგება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

რეკომენდაციები:

საჭიროა წყნეთში მცხოვრებ დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის დამატებითი რესურსების მოძიება:

•           დაფინანსება პროგრამებისა, რომლებიც მიმართულია იგპ-თა სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

•           არსებული უფასო პოლიკლინიკის აღჭურვა სათანადო მატერიალურ-

•           ტექნიკური ბაზით;  

•           პოლიკლინიკის ჰუმანიტარული მედიკამენტებით მომარაგების გაუმჯობესება;

•           დევნილთა შორის დაავადედის თავიდან აცილებისაკენ მიმართული პროფილაქტიკური მუშაობის გაძლიარება.

  

ლიტერატურა:

 1.         ჯანმრთელობის დაცვა. სტატისტიკური ცნობარი. თბილისი, 1996; 1997.

2.             საზოგადოებრივი ჯანდაცვა. თბილისი. 2002;

3.             დევნილის ცნობარი, თბილისი, 2002;

4.         Demographic Data for health situation Assessment projection. 1996. WHO/HST/HSP/96.3

თავფურცელი