თავფურცელი

ჰემორაგიული ვასკულიტის  რისკის ფაქტორთა შეფასება

 ნ. ბადრიაშვილი, თ. ღონღაძე, ე. ბოლღაშვილი, ნ. გვარჯალაძე ნ. შალამბერიძე, ს. გოგუაძე, ნ. კილაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
პედიატრიული კლინიკა

 ჰემორაგიული ვასკულიტი მიეკთვნება სისტემური ვასკულიტების ჯგუფს რთუ¬¬¬ლი აუტოიმუნური პათოგენეზით. მის პროფილაქტიკას დიდი სოციალური მნიშ¬ვ¬¬ნე¬ლობა ენიჭება გავრცელების სიხშირისა და მძიმე მიმდინარეობის მა¬ტე¬ბის გამო [1].

მიუხედავად მრავალრიცხოვანი გამოკვლევებისა, დღემდე ცალსახად არ არის განსაზღვრული ის ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ჰემორაგიული ვასკულიტის (ჰ.ვ.) ჩამოყალიბებასა და გავრცელებაზე. თანამედროვე წარმოდგენებით ჰვ–ის ეტიოლოგიასა და პათგენეზში მონაწილეობენ, როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები, თუმცა მონაცემები მათი ურთიერქმედებისა და მნიშვნელობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა და სრულყოფილად არაა დამუშავე¬ბული [2].

შრომის მიზანს შეადგენდა რისკის ფაქტორების განსაზღვ¬რა ჰემორა¬გი¬ული ვასკულიტის (ჰ.ვ.) დროს ბავშვებში. გამოკვლეული იყო 3-დან 15 წლამდე ასაკის ჰ.ვ –ით დაავადებული 145 ავადმყოფი: მათგან 1-3 წლისა იყო 9%, 3-7 წლისა 38%, 7-15 წლისა –53%. საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა 155 ბავშვი საქართველოს საერთო მოსახლეობიდან. ჰვ-ს ფორმირებაზე, სავარაუდო რისკ-ფაქტორების შესწავლით მივიღეთ შემდეგი ნიშნადი ფაქტორები: გვიანი ტოქსიკოზი, ნაადრევი მშობიარობა, ასფიქსია, ხელოვნური კვება, გადატანილი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები. რისკის ფაქტორთა შესწავლა წარმოადგენს პრე¬ვენციული მე¬დიცინის მეცნიერულ საფუძველს და მათი თავიდან აცილება მოგ¬ვცემს ავა¬დობის შემცირების საშუალებას.

მასალა და მეთოდები: გამოკვლეული იყო 3-დან 15 წლამდე ასაკის ჰ.ვ–ით დაა¬ვადებული 145 ავადმყოფი: მათგან 1-3 წლისა იყო 9%, 3-7 წლისა 38%, 7-15 წლისა–53%. საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა 155 ბავშვი საქართველოს საერთო მოსახლეობიდან.

რისკის ფაქტორთა განსაზღვრა ხდებოდა ალტერნატიული ანალიზის მეთოდით, გენეტიკურ-ეპიდემიოლოგიური კვლევის ინდივიდუალური ბარათის მიხედ¬ვით, რომელიც მოიცავდა 87 ფაქტორს (მშობლებისა და პრობანდის ანამ¬ნეზს, მემ¬კვიდრულ, სამეანო-გინეკოლოგიურ და სხვა).

შედეგების განხილვა: ჩატარებული ანალიზის შედეგად ჰ.ვ–ის სავარაუდო რისკის ფაქტორებს შორის გამოიკვეთა 27 ნიშნადი ფაქტორი (ცხრილი#1).

როგორც ცხრილიდან ჩანს ავადმყოფთა 63% იყო გოგონა, 37% - კი ვაჟი. ასა¬კობრივი ჯგუფიდან საყურადღებოა 3-7 წლის ასაკი, რაც შეესატყვისება ლიტე¬რატურულ მონაცემებს. დედისმიერი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ასაკი < 17წელ¬ზე (11%) და >35წელზე (29%), გვიანი ტოქსიკოზი (34%), ნაადრევი მშობია¬რობა (13%), დედის მიერ ორსულობის პერიოდში გადატანილი ალერგია (12%), ანემია (11%), ვასკულიტი (7%). არანაკლებ  მნიშვნელოვანია  პრობანდისმიერი ფაქ¬ტორ¬თა ანალიზი, რომელთა შორის იყო დაბადებისას წონა>4000გ(15%), სიგ¬რ¬ძე >52სმ (41%), ასფიქსია (46%). ანამნეზიდან პროგნოზულად ნიშნადი ფაქ¬ტო¬რია ხელოვნური კვება (41%), ექსუდაციური დიათეზი (12%), ალერგოზები (48%). გან¬სა¬კუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გადატანილ ინფექციებს: სეფსისი (13%), ქრო¬¬¬ნიკული ტონზილიტი (22%), დიფტერია (28%). მათ შორის გამოიკვეთა ვირუ¬სული ინფექციები: ჩუტყვავილა (29%), ყბაყურა (40%), წითელა (16%), ვირუსული ჰეპატიტი (41%), მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია (39%). ამგვარად ჰვ-ს ფორმირებაზე, სავარაუდო რისკ-ფაქტორების შესწავლით მივიღეთ შემდეგი ნიშნადი ფაქტორები: გვიანი ტოქსიკოზი, ნაადრევი მშობიარობა, ასფიქსია, ხე¬ლოვ¬ნური კვება, გადატანილი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები. რისკის ფაქ¬ტორ¬თა შესწავლა წარმოადგენს პრევენციული მედიცინის მეცნიერულ საფუძ¬ველს და მათი თავიდან აცილება მოგვცემს ავადობის შემცირების საშუალებას.          

ცხრილი #1    

  ჰ.ვ.-ის ნიშნად რისკ ფაქტორთა სტატისტიკური შეფასება ბავშვებში           

 

ფაქტორები

 P1

   P2

              U კრიტერიუმი

 P<

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

სქესი - ბიჭი

ასაკი < 3წ.

 3-7წ.

 ;;---მუშა

 ;;---გლეხი

დედა-დიასახლისი

 დედა > 35წ

 დედა < 17წHH

 მამის ასაკი > 45

 ნადრევი მშობიარ.

 გვიანი ტოქსიკოზი

 ვასკულიტი (დედის)

 ანემია (დედის)

 წონა > 4000გ.

 სიგრძე > 52სმ.

 ასფიქსია

 ხელოვნური კვება

 ალერგოზები

ხშირი რესპ. ინფექც.

 ქრ. ტონზილიტი

 სეფსისი

 დიფტერია

 წითელა

 ყბაყურა

 ჩუტყვავილა

 ვირუს. C ჰეპატიტი

 ექსუდაც. დიათეზი

 

0,371

0,0927

0,377

0,0993

0,126

0,5298

0,106

0,2517

0,1325

0,3444

0,0861

0,0728

0,106

0,1457

0,4106

0,4636

0,4106

0,4834

0,3907

0,2185

0,1258

0,2847

0,1589

0,404

0,2914

0,4106

0,1192

 

 

0,648

0,024

0,112

0,016

0,04

0,184

0,016

0,024

0,024

0,024

0,096

0,008

0,0728

0,0106

0,1457

0,1406

0,4636

0,4106

0,4834

0,3907

0,2185

0,1258

0,2848

0,159

0,404

0,2914

0,4106

0.1192

 4,52

2,24

5,14

2,86

2,42

6,01

7,02

2,61

5,85

3,3

4,99

3,01

2,6

2,61

2,9

6,35

6,58

6,83

8,57

6,25

4,17

2,76

2,35

2,61

6,47

5,57

6,58

3.932

 

<01

<05

<01

 ‘’

05

01

<01

<01

‘’

‘’

<01

‘’

<01

<05

<01

‘’

‘’’

‘’

<05

<01

‘’

‘’

‘’

 

<05

<01

‘’

 

                             

ლიტერატურა:

1.  Борисова Е. В.,  Казакова Л. М.  Шавалдин А.  В.  Иммунологические  нарушения у больных системным васкулитом // Педиатрия . - 2000. -  №2 –с.1013.

2. Мазурин А. В. Цимбал И.Н. Геморрагичеслий васкулит Шенлеина-Геноха               Тер. Архив. - 1996. - №5, С. - 87-88

3.  Харпер П-С- Практическое медико-генетическое консультирование. М:. –Медицина - 1984 - с.58                                                  

4. Coppo R, Mazzucco G, Cagnoli L, Lupo A, Schena FP: Long-term prognosis of Henoch-Schonlein nephritis in adults and children. Italian Group of Renal Immunopathology Collaborative Study on Henoch-Schonlein purpura. Nephrol Dial Transplant 12: 2277–2283, 1997 Abstract

5. Coppo R, Amore A, Gianoglio B: Clinical features of Henoch-Schonlein purpura. Italian Group of Renal Immunopathology. Ann Med Interne (Paris) 150: 143–150, 1999   Abstract

6. R, Martinez-Taboada VM, Rodriguez-Valverde V, Garcia-Fuentes M, Gonzalez-Gay MA: Henoch-Schonlein purpura in adulthood and childhood: Two different expressions of the same syndrome. Arthritis Rheum 40: 859–864, 1997   Abstract

7. Rieu P, Noel LH: Henoch-Schonlein nephritis in children and adults. Morphological features and clinicopathological correlations. Ann Med Interne (Paris) 150: 151–159, 1999   Abstract

თავფურცელი