თავფურცელი

 

დეპრესია - ახალი რისკ ფაქტორი გულ- სისხლძარღვთა სისტემის
დაავადების დროს, მისი კორექციის შესაძლებლობანი

 ე. დალაქიშვილი, ვ. ჭუმბურიძე, ვ. დანელია
თერაპიის
ეროვნული ცენტრი

            როგორც უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, დეპრესია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გან¬საზ¬ღვრავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების განვითარებას და პროგ¬ნოზს [1], დღეისათვის ფიქრობენ, რომ იგი გაცდა ფსიქიატრიის ჩარჩოებს და შეიძ¬ლება განიხილოს, როგორც საერთო სამედიცინო პრაქტიკის პრობლემა.

      უკანასკნელ წლებში დაგროვდა ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ დეპრესია და რამდენიმე ფსიქოლოგიური ფაქტორი წარმოადგენს დამოუკიდებელ რისკს გიდ-ის და უნდა განხილულ იქნეს ისეთ რისკ-ფაქტორებთან ერთად, რო¬გორიცაა დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია და თამბაქოს მოწევა [2]. და¬ახ¬ლოებით 1/3 ავადმყოფებს გიდ-ით აღენიშნებათ დეპრესიული და/ან სხვა¬დასხვა ხარისხის პანიკური განწყობილება განსაკუთრებული სიხშირით დეპრესია გამოვ¬ლინდა მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ ყოველ მეოთხეში, ხო¬ლო ინსულტის გადატანის შემდეგ ყოველ მეორეში [3].

      დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეპრესიის და არტერიული ჰიპერტენზიის ურთი¬¬ერკავშირს ერთ-ერთ პროსპექტიული კვლევის შედეგებით 45-64 წლის ასაკის პირობებში დეპრესია და პანიკა წარმოადგენს დამოუკიდებელ ფაქტორს აჰ-ის განვითარებისთვის [4].

      ახალი თაობის ანტიდეპრესანტებიდან გამორჩევის ღირსია ორიგინალური ანტი¬დეპრესანტი - კოაქსილი (ფირმა ,,სერვიე") მას გააჩნია სედაციური მოქმე¬დე¬ბის არარსებობა და პრაქტიკულად იდეალური ამტანობის პროფილი. გამოკვ¬ლე¬ულია, რომ კოაქსილით მკურნალობა ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვი¬თა¬რების სიხშირეს, მაშინ როცა ტრადიციულმა ტრიციკლურმა ანტი¬დეპ¬რე¬სან¬ტებმა შესაძლოა გაზარდონ კორონარული სიკვდილიანობის რიცხვი [4-7].

      კვლევის მიზანს წარმოადგენდა დეპრესიის გავრცელების შეფასება გულ-სისხლძაღვთა სისტემით დაავადებულ პაციენტებში და ანტიდეპრესანტ-კოაქსი¬ლის მოქმედების შეფასება ტრიციკლურ ამიტრიპტილინთან შედარებით მკურ¬ნა¬ლო¬ბის ეფექტურობა.

      კვლევაში ჩართული იყო 195 პაციენტი აქედან აჰ-ით 70 _ 30 ძირითადი 40 საკონ¬ტროლო, გიდ-ით 77 _ 37 ძირითადი, 40 საკონტროლო, გულის უკმარი¬სო¬ბით (გ.უ.) _ 19 ძირითადი 29 საკონტროლო.

      66 პაციენტი ღებულობდა კოაქსილს 20 ამიტრიპტილინს. ძირითად ჯგუფში ძირი¬თადად მკურნალობასთან ერთად ავადმყოფები დამატებით იტარებდნენ ანტი¬დეპ¬რესიულ მკურნალობას: კოაქსილით დოზით 1 ტაბ. (12,5 მგ) 3X დღეში ჭამის დროს. საკონტროლო ჯგუფში პაციენტები იტარებდნენ სტან¬დარ¬ტულ მკურნა¬ლო¬ბას. ფსიქიური სტატუსის შეფასება ხდებოდა დეპრესიის შეფასების რეი¬ტინ¬გული სკალების მეშვეობით: ჰამილტონი (HDRS) მონტგომერი - ასბერგა (MADRS). ყველა პაციენტს უტარდებათ სტანდარტული კლინიკური კველ¬¬ვა: ეკგ, დატ¬¬ვირთვის ტესტი, ეხოკარდიოგრაფია, 24 სთ-იანი წნევის მონი¬ტორირება.

      დინამიკაში დაკვირვება ხდებოდა 2 კვირის, 1 და 3 თვის შემდეგომი თე¬რა¬პიი¬სას. დეპრესია გამოვლინდა 43,1%, აქედან მსუბუქი 14,2%, საშუალო 21,1% მძი¬მე 7,8%. არტერიული ჰიპერტენზიის (JNC-7)-I სტადია აღინიშნება 53,3%, III სტა¬¬დია 42,7%. გიდ-ის დროს პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი აღინიშნა 51,9% ყველას აღენიშნებოდათ დაძაბვის სტენოკარდიის II-IV კლასი.

      გულის უკმარისობა NYHA-ს კლასიფიკაციით - I კლასი გამოვლინდა 19% II კლასი - 32%, III კლასი-21%, IV კლასი-18%.

      დეპრესიული მდგომარეობების სტრუქტურაში ჭარბობდა პანიკური ან სო¬მა¬ტო-ვეგეტატიური დარღვევები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის ფრი¬ალი, სისუსტე). ავადმყოფის დიდი ნაწილი უჩიოდა ძილის დარღვევას (დაძი¬ნების გაძნელება, შუაღამით გამოღვიძება, ადრეული გამოღვიძება), გარკვეული ადგი¬ლი ეკავა ასთენიის სიმპტომებს.

      12 კვირიანი კოაქსილით მკურნალობის შემდეგ აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქოლოგიური სტატუსის.

ცხრილი #1

1. ..-ის დროს

 

სკალა

2 კვირა

1 თვე

3 თვე

HDRS

19,2±0,8

14,7±0,7

11,0±0,6

MADRS

17,0±0,7

12,6±0,7

11,0±0,8

 

2 ..-ის დროს

HDRS

18,9±1,8

14,8±1,4

12,3±0,9

MADRS

17,0±0,7

12,6±0,7

11,2±0,8

3. ..- დროს

HDRS

18,1±1,8

15,2±1,8

13,1±1,2

MADRS

18,0±0,9

15,1±0,7

13,8±0,8

 

      კლინიკურად გამომჟღავნდა დეპრესიული დარღვევის დაქვეითება, საერთო განწყობილების ამაღლება იპოქონდრიული გამოვლინებების რედუქცია, თავის ტკივილის შემცირება. პრაქტიკულად ყველა პაციენტში გამოსწორდა ძილის დარღვევა.

      კოაქსილით თერაპიის დროს აღინიშნა უფრო მეტად გაუმჯობესება MADRS- ის სუმარული ბალის მე-14 დღეს. კოაქსილიც მკურნალობისას აგრეთვე სწრა¬ფად ხდება პანიკის ნიშნების დაქვეითება, აუმჯობესებს ყურადღების კონ¬ცენ¬ტრაციას, შინაგან დაძაბულობას. კოაქსილის ფონზე ამიტრიპტილინთან შე¬და¬¬რებით პრაქტიკულდა არ გამოვლენილა სტატისტიკურად სარწმუნო ცვლი¬ლებები ეკგ-ს, არტერიული წნევის მხრივ, ასევე უფრო მეტად გაუმჯობესდა ფსი¬ქო¬ლოგიური სტატუსი.

 ცხრილი #2

 

 

2 კვირა

1 თვე

3 თვე

კოაქსილი

HDRS

19,8±1,4

14,8±1,4

12,3±0,9

 

MADRS

17,0±0,7

12,6±0,7

11,1±0,7

ამიტრიპტილინი

HDRS

18,1±0,9

13,9±0,8

12,8±0,7

 

MADRS

18,8±1,6

16,0±1,8

12,1±0,5

 

  კოაქსილის დამატება კომპლექსურ თეარპიაში არტერიული ჰიპერტენზიის დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არტერიული წნევის მაჩვენებლებს და უკვე ორი კვირის შემდეგომ მკურნალობისას განსხვავებით საკონტროლო ჯგუფისაგან აღინიშნება არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება. გიდ-ის დროს მნიშვ¬ნელოვნად გაუმჯობესდა ფუნქციონალური სტატუსი გაი¬¬ზარ¬და ტოლერანტობა ფი¬ზიკურ დატვირთვაზე შემცირდა სტენოკარდიული შეტ¬ევე¬ბის სიხშირე საკონ¬ტ¬რო¬ლო ჯგუფთან შედარებით. გულის უკმარისობის დროს გაუმჯობესდა ფუნქ¬ციონალური კლასი საკონტროლო ჯგუფთან შედა¬რებით.

დასკვნა: დეპრესია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გან¬ვითარებას. მკურნალობაში თანამედროვე ანტიდეპრესანტის კოაქსილის ჩარ¬თვა ზრდის მკურნალობის ეფექტურობას გამოირჩევა კარგი ამტანობით. სამი თვის შემდეგ მკურნალობისას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, როგორც ფსიქო¬ლო¬გიურ სტატუსს, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მიმდინარეობას.

 ლიტერატურა:

1.   Ustum T.B. Sartorius N.Mental illness Health Care: An international study Ny: Willey 1995.

2.   Краснов В.Н. Психиатрические расстроиства в обшемедицинской практике. РМЖ 2002, 25:1187-1191.

3.   Ariyo A.A. Naan M, Tangen C.M. et al Depressive simptoms and risk of coronary heart disease and mortality in elderly Americans. Circulation 2000; 102 1773.

4.   Markovits J.N, Jonas B.S, Davidson K Psychological factors precursors to hypertension Curr Hypertens Rep. 2001; 3i1, 25-50.

5.   Оганов Р.Г., Ольбинская Л.П. Смулевич А.Б.и др.  Депрессии и расстройства деп­рес­сивного спектра в обшемедицинской практике. Результаты программы КОМПАС. Кардиология. 2004; 1,  48-54

6.   Glassman F.N., Roose S.P. Risk of antidepessants in elderly: tricyclic antidepressants and arrythmia-revising risk. Garontology, 1994; 4 Sup-pl 1:5-20

7.   Иванов С. В. Резултаты применения коаксила при терапии 414 пациентов с депрес­сив­ным эпизодами в условиях клинической практики. Психиатрия и психофармакотерапия 2002; 4, 18-22.

 

თავფურცელი