თავფურცელი

ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორები მსუქან ბავშვებში

 მ. კაკაურიძე,* ზ. სეხნიაშვილი,* ნ.კაკაურიძე**
თსსუ
, ენდოკრინოლოგიის კათედრა*

თერაპიის ეროვნული ცენტრი**

  თანამედროვე ეტაპზე ათეროსკლეროზის შესწავლას ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება ამ დაავადების მიზეზით გამოწვეული სიკვდილი¬ანობისა და ინვალიდობის დიდი პროცენტის გამო. აშშ-ში ყოველწლიურად აღინიშნება ათეროსკლე¬როზის კლინიკური გამოვლინების გიდ 1,5 მლნ და სიკვდილიანობის 520000 შემ¬თხვე¬ვა (S.Hohnloser, 1988). პრობლემის აქტიულობას განაპირობებს ის ფაქ¬ტიც, რომ, და¬ავა¬დება იწყება ბავშვობის ასაკიდან და ხშირად ის გენეტი¬კურად დე¬¬ტერ¬¬მი¬ნებულია, ხანგრძლივად მიმდინარეობს ფარულად და ხშირ შემთხვევებში კლი¬¬¬ნიკურად ვლინდება უკვე შორსწასულ შემთხვე¬ვებ¬ში [1,2,3].

 ამდენად ავტორთა დიდი ნაწილის მიერ ათეროსკლეროზი განიხილება, რო¬გორც პედიატრიული პრობლემა [4,5] და მისი გამომწვევი რისკ¬-ფაქტორების კო¬¬რე¬¬ქ¬ცია ბავშვობის ასაკიდან ითვლება წარმატებული პროფილაქტიკის გან¬მა¬პი¬რო¬ბებლად (ნ.ყიფშიძე 1992, ნ.ხერხეულიძე 1993, ნ.უბერი 1997).

 ათეროსკლეროზის ერთ-ერთ ძირითად რისკ-ფაქტორად მიჩნეულია სხეულის ჭარბი წონა, სიმსუქნე [10]. ავტორთა ნაწილი მიუთითებს ბავშვთა შორის სიმ¬სუქ¬¬¬ნის რიცხვის მნიშვნელოვანი მატების შესახებ. თანამედროვე ეტაპზე დად¬გე¬ნი¬¬ლია კავშირი ათე¬როსკლეროზის ზოგიერთი რისკ-ფაქტორსა და სიმსუქ¬ნეს შო¬რისBბავშვებში. მიუხედავად არსებული გამოკვლევებისა, ნაკლებადაა შეს¬წავ¬ლი¬ლი სიმ¬სუქნის სხვადასხვა ფორმების დროს ათეროსკლეროზის ზოგი¬ერთი რისკ-ფაქ¬ტორი.

 ნაშრომის მიზანია: ათეროსკლეროზის ზოგიერთი რისკ-ფაქტორის დად¬¬გე¬ნა მსუქან ბავშვებში.

 კვლევის მასალა და მეთოდები: გამოვიკვლიეთ 5-14 წლამდე 9 მსუქანი და 8 ჯანმრთელი ბავშვი (15 მამრობითი სქესის და 2 მდედრობითი სქესის). ბავშვების ასაკობრივი დაყოფა ხდე¬¬ბოდა ნელსონის მიერ მოწოდებული სქემის მიხედვით (pediatrics, 1997).

სიმსუქნისა და მისი ხარისხების დადგენა ხდებოდა ბავშვებისათვის მო¬წო¬დე¬ბული პერცენტილური ცხრილებისა და ჟუკოვსკის (1997წ) მიერ მოწო¬დებული ხარისხობრივი დაყოფის მიხედვით - I ხარისხი 20-30%, II ხარისხი 30-50%, III ხარისხი 50-100%, IVხარისხი 100% და ზემოთ. ხდებოდა სქესის, ასაკის და გენე¬ტი¬კური დატვირთვის გათვალისწინება (მიოკარდიუმის ინფარქტი,Gგიდ, ინსუ¬ლ¬ტი).

 ყველა პაციენტისთვის სიხლის არტერიული წნევის გაზომვა (სისტოლური და დიასტოლური) ხდებოდა 3 ჯერადად. ყველა კრიტერიუმი შეფასდა მსოფლიო ჯანდაცვის დაცვის ორგანიზაციის მიერ მიღებული კრიტერიუმებით. ყველა გა¬მო¬საკვლევი პირისთვის სისხლის აღება ხდებოდა 12 სააათიანი ინტერ¬ვალით უზმო მდგომარეობაში. ლიპიდური სპექტრის გამოკვლევა ტარდებოდა სის¬ხლის შრატ¬ში სპექტროფოტომეტრ “Janway-4500” გამოყენებით. საერთო ქოლეს¬ტერ¬ინის (სქ) რაოდენობა განისაზღვრებოდა ენზიმური მეთოდით (Cholesterol Chod-Pap Kit. Cotd­ SFBC, E6. BIOLABO, France), ტრიგლიცერიდების (ტგ) - ენზიმური მეთო¬დით (CODE GPO Kit, SFBC, KO, BIOLABO, France) გამოყენებით, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპო¬პროტეიდების ქოლესტერინის (მსლქ) შემცვე¬ლობა კი (დსლქ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპო¬პროტეიდების ქოლესტერინის (ძდსლ) პრეცი¬პი¬ტაციიის შემდეგ (Cholesterol precippitant SFBC, CODE, Mi, BIOLABO, France). გამოითვლებოდა ათეროგენობის ინდექსი. დსლქ ითვლებოდა Friedwald ფორმულის მიხედვით.

 სისხლში ფიბრინოგენის განსაზღვრა ხდებოდა ღუტბერგ-ის მიხედვით, ხოლო გლიკემიის ფერმენტული მეთოდით (ფირმა “Humana-“ ს რეაქტი¬ვებით).

 მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურად, გამოითვალა M±შD (საშუალო სტანდარტული გადახრა). ჯგუფთა შორის მიღებულ მონეცემთა ანალიზისთვის გამოვიყენეთ სტიუდენტ ტესტი შეწყვილებული მონაცემთათვის. სარწმუნოების კოეფიციენტი განისაზღვრა, როგორც პ<0,005. კორელაციის ტესტირება ჩატარდა პირსონის კორელაციის მიხედვით.

 მიღებული შედეგები და განხილვა: ლიტე¬რატუ¬რული მონაცემების მიხედვით, მსუქანი ბავშვების 60%-ს მოზრდილობაში უვი¬თარდებათ II ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მო¬ცემულია #1 ცხრილში. მსუქანი ბავშვების I ჯგუფში გლიკემიის ციფრები შე¬ად¬გენდა 82,5±7,52 მგ/დლ, ხოლო ნორმალური წონის ბავშვებში 71,5±3,06 მგ/დლ, მათ შორის სხვაობა სტატისტიკურად სარწმუნოა (პ<0,005). სქ მაჩვენებელი I ჯგუფში არის 166±18,1 მგ/დლ, ხოლო II ჯგუფისათვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 143,3±14,7 მგ/დლ. ამ ორ მაჩვენებელს შორის აღინიშნება სტატისტიკურად სარწმუნო გან¬სხვავება (პ<0,005). ტგ მაჩვენებელი I ჯგუფში არის 142±38,1 მგ/დლ, რაც სარწმუნოდ (პ<0,005), განსხვავდება II ჯგუფის მაჩვენებლისაგან 100±15,3 მგ/დლ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვებისათვის სქ მიღებული ნორმა არის 170 მგ/დლ, ხოლო ტრიგლიცერიდებისთვის > 150მგ/დლ. სქ_ს ამ მაჩნენებელზე მაღალი მნიშვნელობა აღენიშნა ჩვენი კონტიგენტის (მსუქანი ბავშვების) 42% ბავშვებში, ტგ-37%-ში, ხოლო ნორმალური წონის კონტიგენტში, არც ერთ ბავ¬შვს არ აღენიშნა, არც სქ-ს და არც, ტგ-ს ნორმისაგან გადახრა. რაც შეეხება ლი¬პიდური ჰომეოსტაზის ინტეგრალურ მაჩვნებელს - ათეროგენობის ინ¬დექსს I ჯგუ¬ფში შეადგენს 3,4±0,47, ხოლო საკონტროლო ჯგუფში კი - 2,3±0,4 (პ<0,005). აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ მსუქან ბავ¬შვთა გარ¬კვეულ ნაწილს აღენიშნება ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერ¬ტრიგ¬ლიცერიდემია. ორივე ჯგუფის ბავშვებში აღინიშნება დადებითი კორელაციური კავშირების არსებობა ასაკ¬სა და სიმაღლეს შორის, თუმცა II ჯგუფის ბავშვებში ეს კო¬რე¬ლაცია უფრო გამოხატულია. განსხვავებით ნორმალური წონის ბავშვე¬ბისაგან, I ჯგუფში აღინიშნება და¬დე¬ბითი კორალაციური კავშირი ფიბრინოგენსა და დსლქ-ს შორის (რ±0,6). მრა¬ვალი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების საფუძველზე [2,3,9], დსლ მიჩნეულია ათეროგენობის ყველაზე გამოხატულ მარ¬კერად. აკად ნ. ყიფ¬შიძის მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე [6] ბავშ¬ვებს, რომელთაც აღე¬¬ნიშ¬ნებოდათ ბავშვობაში დსლქ-ს მაღალი მაჩვენებელი, იგივე აღე¬ნიშ¬ნებოდათ მოზ¬დილობის პერიოდშიც. რაც, შეეხება ფიბრინოგენს, იგი მრავალი გამოკვ¬ლე¬ვების  მიხედვით წარმოადგენს, როგორც ათეროსკლეროზის და¬მო¬უ¬კიდებელ რისკ-ფაქტორს [1,2,3], ასევე ათეროსკლეროზის პროგრესისა და გამწვავების პრედიქტორსაც. ამიტომ ის კორელაციური კავშირი, რომელიც გამოვ¬ლინდა მსუქან ბავშვებში ამ ორ პარამეტერს შორის, განსაკუთრებულ მნიშ¬ვნელობას იძენს ათეროსკლეროზის ნაადრევი პრევენციისათვის ბავშვო¬ბის ასაკიდან, უარ¬ყო¬ფითი კორელაციური კავშირი გამოვლინდა ასაკსა და მსლქ-ს შორის, რაც მი¬უთითებს ანტიათეროგენული რგოლის შესუსტებაზე მსუქან ბავშვებში ასაკის მა¬¬ტე¬ბასთან მიმართებაში,Aამიტომაც ამ მაჩვენებელს შეიძ¬ლება მიენიჭოს ათერო¬სკლე¬როზის პრედიქტორის მნიშვნელობა ამ ასაკობ¬რივი პოპუ¬ლაციი¬სათ¬ვის.Aასევე აღინიშნება უარყოფითი კორელაციური კავშირი მსლქ-სა და დიას¬ტოლურ წნევას შორის, ტრიგლიცერიდებს და აი-ს შორის.

 

ცხრილი #1

ანთროპომეტრული, გლუკოზის, ლიპიდური სპექტრის და ფიბრინოგენის მაჩვენებლები მსუქან და ნორმალური წონის ბავშვებში.

 

 

I ჯგუფი

M+SD

II ჯგუფი

M+SD

ასაკი (წლები)

9.4±2,9

9,6±2,5

წონა (კგ)

51,28±19,43

63,9±3,3

სისტ. წნევა (mm/hg)M

92,2±4,2

96,5±4,1

Dდიასტ. წნევა (mm/hg)

54,57±7,52

71,5±2,08

გლუკოზა სისხლში (მგ/დლ)

82,5±,52

71,5±2,08

ფიბრინოგებნი

2,97±1,04

2,5±0,12

სქ (მგ/დლ)

160,87±25,93

143,1±17.1

სლქ (მგ/დლ)

100,3±20,6

78,3±15,4

მსლქ (მგ/დლ)

38,9±3,1

39,8±1,8

ტგ (მგ/დლ)

150,87±29,88

100,2±15,17

ათეროგენობის

3,4±0,47

2,6±0,38

 შენიშვნა: P<0,005

დასკვნები:

1.     მსუქან ბავშვებში აღინიშნება გლიკემიის შედარებით მაღალი ციფრები, იგივე ასაკის ნორმალური წონის ბავშვებთან შედარებით.

2.     მსუქან ბავშვებში ლიპიდური ცვლის მონაცემებიდან მნიშვნელოვნად მომატებულია ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და ლიპიდური ცვლის ჰომეოსტაზის ინტეგრალური მაჩვენებლის ათეროგენობის ინდექსის მაჩვენებლები.

3.     მსუქან ბავშვებში დადებითი კორელაციური კავშირის არსებობაFფიბ¬რინო¬გენ¬სა და დსლქ-ს შორის, უარყოფითი კორელაციური კავშირის არსებობა მსლქ-სა და ასაკს შორის, განაპირობებს, რომ მსუქან ბავშვთა კონტიგენტი გამოიყოს, როგორც განსაკუთრებული რისკის ჯგუფი ათეროსკლეროზის ნაადრევი პრევენციისათვის.   

ლიტერატურა:

1.      NHBI/Fact book, Fiscal Year 1993.

2.      Prevention in Childhood and youth of adult CVD: time for action. Technical Report series 792& WHO, Geneva&, 1990.

3.      National Cholesterol Education program.//Circulation 1994; 89, P. 1329-455.

4.      Lauer RM., Lee J., Clark WR.//Factors affecting the relationship between childhood and adult Cholesterol Levels. The Muscatin study. Pediatrics.1988. 82: P. 309-318.

5.      Report on the Second Task Force on Blood Pressure control in Children, 1987. Pediatrics 1987. 719, P.1-25.

6.      N.Kipshidze, N. Shavgulidze. Genetic aspects of atherosclerosis 64th. Congress of EAS, Utrech, the Netherlands. June 10-13, 1995.

7.      Cheercheulidze // Comparative studies of Lp and apo inchildren& j. GM 1993 p&.

8.      HDL subclass evalution in childern whose parents suffered early CHD Atherosclerozis 104. V7109 N1-2, P. 327.

9.      9.  ნ. უბერი // გიდ რისკ-ფაქტორები და მათი კორექციის გზები ამ დაავადებით დამძიმებული მემკვიდრეობის მქონე ბავშვებში. ავტორეფერატი, 1997. Кравец Ц.Б. Князев Ю.Я. // Атерогенные факторы при ожирении у детей. Педиатрия. 1989 - № 8. -с 55-58.

თავფურცელი