თავფურცელი

ადოლფ კუსმაული

(1822-1902)

 ხ. პაჭკორია, ლ. ყურაშვილი, ნ. დიხამინჯია, ჟ. უჩანეიშვილი,
ნ.
კეკელიძე, ანდრ. მაჭავარიანი, თ. ჩიკვაიძე
თსსუ
-ს ცენტრალური კლინიკა, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

       XIX საუკუნის გენიალური კლინიცისტი-ინ¬ტერნისტი ადოლფ კუსმაული და¬იბადა 1822 წელს, გერმანიაში, კარლსრუეს ოლქის სოფელ გრაბენში, ექი¬მის ოჯახ¬¬¬ში, მამა, ღარიბი გლეხის შვილი, იშ¬ვი¬ათი ნიჭიერების და დიდი შრომის¬მოყ¬¬ვა¬რეობის წყა¬ლო¬ბით გახდა ექიმი. იგი სიცოცხლის დასრუ¬ლე¬ბამდე უან¬გა¬როდ ემსა¬ხურებოდა სოფლის მა¬ცხოვ¬რებ¬ლებს. მან გლეხების უდიდესი სიყვა¬რუ¬¬ლი და პატი¬¬ვის¬ცემა დაიმსახურა. პატარა ადოლფი ბავშ¬ვო¬ბიდანვე თვალყურს ადევ¬ნებდა სახე¬ლო¬ვანი მამის სამ¬კურნალო საქმიანობას, მისი გავლენით მან შეი¬¬ვარა მედიცინა, ებრა¬ლებოდა ტანჯული ავად¬მყოფი. იგი ხშირად დაჰყვებოდა მამას ავად¬მყოფებთან ბი¬ნაზე, ეხმარებდა მარტივი მანიპულაციების გაკეთებაში და სხვა.

      1840 წელს ა. კუსმაული შევიდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამკურ¬ნა¬ლო ფაკულ¬ტეტზე. იყო წარჩინებული სტუდენტი. შეასრულა ორი სამეცნიერო შრომა, რომ¬ლებმაც სტუდენტთა კონკურსზე მთავარი პრიზი მიიღო. 1845 წელს, უნი¬ვერ¬სიტეტის დამ¬თავრებისთანავე, მუშაობას იწყებს თერაპიულ კლინიკაში პრო¬ფესორ პფაიფერთან. 1846 წლის ბოლოს, საშობაო დღესასწაულებს დროს გა¬ცივდა და დაავადდა რევმატიზმით. მალე იჩინა თავი მძიმე გართულებამ პერი¬კარ¬დიტმა. საბე¬დნიეროდ, დროულად დაწყებულმა მკურნალობამ შედეგი გამო¬იღო. გამოჯან¬მრთელებული ახალგაზრდა ექიმი დახელოვნებისათვის გაემგ¬ზავ¬რა ავსტრიის დედა¬ქალაქში. აქ იგი ისმენდა ვენის სახელგანთქმული კლი¬ნი¬კური სკოლის მნათობების სკოდას, ოპოლცერის და როკიტანსკის ლექციებს, ეუფ¬ლებოდა ავადმყოფის ფიზიკა¬ლური დიაგნოსტიკის მეთოდებს. განსაკუთ¬რე¬ბით მრავალნაყოფიერი აღმოჩნდება მისი მუშაობა პათანატომიის კათედრაზე, სა¬დაც როკისტანსკის უშუალო ხელმძღვა¬ნელობით დაეუფლა აუტოფსიის ტექნი¬კას, პათანატომიური პრეპარატების გამოკვლე¬ვის თანამედროვე (მათ შორის მიკ¬რო¬სკოპულ), მეთოდებს და სხვა. აქვე, ვენაში, მან შეას¬რულა არაერთი პირველხარისხოვანი მეცნიერული შრომა პათანატომიაში.

1848 წელს კუსმაული ბრუნდება გერმანიაში, სადაც მალე იფეთქა რევო¬ლუ¬ციამ. კუსმაული მუშაობას იწყებს ბადენის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დაჰყო 1849 წლამდე. მან, როგორც ეტყობა, გული ვერ დაუდო სამხედრო ექი¬მო¬ბას და გადა¬ვი¬და ბადენის მთიანეთში, სოფელ კარდენზში, სოფლის ექიმის თა¬ნა¬¬დებობაზე. აქ მან უაღრესად დაძაბულ ვითარებაში, იმუშავა 4 წელი, დაო¬ჯახ¬და და მისი სიტყვე¬ბით, ყველაზე მეტი საექიმო და რაც მთავარია, ცხოვრე¬ბისე¬ული გამოცდილება მიი¬ღო. სოფლის რიგითი ექიმის ადოლფ კუსმაულის სახელი გაცდა კარდენზის არემა¬რეს. მასთან, სოფლის ექიმთან, მოეშურებოდნენ ავადმ¬ყო¬ფები ბადენის სხვა სოფლე¬ბიდან და ქალაქებიდან, მათ შორის ჰაიდელ¬ბერ¬გი¬დან, გერმანიის სხვა კუთხეებიდან, საზ¬ღვარგარეთის ქვეყნებიდანაც კი! ოჯახურ იდილიაში ჩაფლული, სოფლის მცხოვრებლების სიყვარულით და პატივისცემით გარემოსილი კუსმაული ფიქრობდა, რომ მამის მაგალითზე სამუდამოდ დარჩენი¬ლი¬ყო სოფელში და ეღვაწა ადგილობ¬რივი ხალხისათვის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სვებედმა სხვანაირად განსაჯა: 1853 წელს ახალგაზრდა ექიმი გა¬მოიძახეს შორეულ მთიანეთში, რომელიც ძნელი მისად¬გომი იყო. მან ბევრი იარა თოვლში, გაცივდა და განუვითარდ ზურგის ტვინის ანთებამწვავე მიე¬ლი¬ტი უმ¬ძიმესი გართულებებით შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლით და ქვედა კიდუ¬რე¬ბის სრული დამბლით. კოლეგებმა უიმედოდ მიიჩნიეს ახალ¬გაზრდა ექიმის მომა¬ვალისაუკეთესო შემთხვევაში მას ელოდა სამუდამო ინვალიდობა. ასეთი მძიმე განაჩენის მიუხედავად, თვით ავადმყოფი ექიმი არ მიეცა სასწარკვეთას. თვით¬მკურნალობით მან სასწაული მოახდინა: რამდენიმე თვეში სავეს¬ბით აღსდ¬გა დადამბლავებული შარდის ბუშტის ფუნქცია, ხოლო რამდენიმე წელი¬წად¬ში ნელ-ნელა მთლიანად აღუდგა ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობა. კუსმაულის გან¬ცხა¬¬დებით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მის ცხოვრებაში. ამიერიდან მას უნდა შეეცვალა თავისი გეგმებიის უკვე ვეღარ შეძლებდა სოფლის ექი¬მად მუშაობას, მაგრამ აკადემიური (საუნივერსიტეტო) მოღვაწეობისათვის ძალ¬ღო¬ნე მას ნამ¬¬დვილად შესწევდა. სოფლის მოსახლეობამ საზეიმო გაცილება მოუწ¬ყო თავის საყვა¬¬რელ მკურნალს. თვალცრემლიანმა კუსმაულმა დატოვა ბა¬დე¬ნის მთიანეთი და გაეშურა თავის მეგობარ რ. ვირხოვთან ვიურცბურგში 1853 წელს. აქ კუსმაული ორი სემესტრის განმავლობაში იღრმავებს ცოდნას პათა¬ნა¬ტო¬მიაში. 1854 წელს მას ირჩე¬ვენ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პრივატ¬დო¬ცენ¬ტის თანამდებობაზე. მისი სურვი¬¬ლი იყო ლექციები წაეკითხა პათანატომიაში, მაგ¬რამ თავისუფალი (ვაკანტური) ადგი¬¬ლი არ აღმოჩნდა. კუსმაულს დაავალეს ლექ¬ციების წაკითხვა ფარმაკოლოგიაში, ტოქ¬¬სი¬კო¬ლოგიაში, ბიოლოგიაში, ფსი¬ქიატ¬რიაში, სასამართლო მედიცინაში და სხვა. გამო¬სავალი არ იყო და იგი საკ¬მა¬ოდ უხალისოდ შეუდგა ამ ,,მოსაწყენი ლექციების~ წაკით¬ხვას.

1856 წელს კუსმაულმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნი¬¬რე¬ბათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1857 წელს კუსმაულს ირჩევენ ჰაი¬დელ¬¬ბერგის უნივერსიტეტის ექსტრაორდინალურ პროფესორად. 1859 წელს გადაჰ¬ყავთ ერლან¬გენის თერაპიული კლინიკის დირექტორად, 1863 წელს კი ირჩე¬ვენ ფრაიბურგის უნი¬ვერსიტეტის თერაპიული კლინიკის ხელმძღვანელად, სადაც მან დაჰყო 1876 წლამდე. აქედან, მას ირჩევენ სტრასბურგის უნივერსიტეტში, შინაგანი მედიცინის კლინიკის დირექტორად. 1888 წელს, ასაკობრივი ცენზის გამო, იგი გადადგა თანამდე¬ბობიდან, მიუხედავად რექტორატის, პროფესურის და სტუ¬დენ¬ტების დიდი სურვი¬ლისა, აქ დარჩენილიყო განუსაზღვრელი დროის გან¬მავ¬ლობაში (ანუ გარდაცვალე¬ბამდე). კუსმაული უბრუნდება თავის ალმა მატერს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტს, როგორც საპატიო პროფესორი. მეტად მდი¬დარია კუსმაულის მეცნიერული მემ¬კვიდრეობა პათოლოგანატომიაში. აღსანიშ¬ნა¬ვია როკიტანსკის ხელმძღვანელობით შესრუ¬ლე¬ბული შრომები: 1. გვამის გა¬შე¬შე¬ბის შესახებ; 2. კისრის არტერიების შიდა შრის (ინტიმის) გასკდომა ჩამოხრჩო¬ბი¬ლებში; 3. საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომა¬ლიები; 4. ფილტვის არტერიების თან¬და¬ყოლილი სტენოზი; 5. ნაადრევი სქესობრივი მომწი¬ფება.

პათოლოგიურ ფიზიოლოგიაში შესრულებული შრომებიდან საყურადღებოა: 1. სისხლის ნაკადის გავლენა თვალის ფერად გარსზე და თავის სხვა ნაწილების მოძ¬რაობაზე; 2. სისხლის ნაკადის გავლენა კურდღლის ყურის სითბოზე.

      ნევროლოგიაში ა. კუსმაულმა გამოაქვეყნა კაპიტალური ნაწერები: 1. ეპი¬ლეპ¬¬ტიური კრუნჩხვების წარმოშობა მასიური სისხლდენის დროს; 2. პროგრე¬სუ¬ლი ბულ¬ბა¬ლური დამბლა და მისი გავლენა კუნთების ატროფიის ჩამოყა¬ლი¬ბე¬ბა¬ზე; 3. ტეტანუ¬სის აბორტული ფორმები; 4. წინა მწვავე პოლიომიელიტი; 5. კრუნ¬ჩხ¬ვები და ძილია¬ნო¬ბა (კომა?) ნაწლავური აუტოინტოქსიკაციის დროს.

ყველაზე დიდმნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები ა. კუსმაულმა შინაგან მე¬დი¬¬ცი¬ნაში დაწერა. მსოფლიოში პირველმა მან აღწერა ღრმა და იშვიათი სუნ¬თქვა დია¬ბეტური კომის დროს. მაიერთან თანაავტორობით კუსმაულმა აღწერა მანამდე უცნობი დაავადება, ,,კვანძოვანი პერიარტერიიტი~: მანვე, პირველმა, მოგ¬ვა¬წოდა სიმ¬პტო¬მი - ,,ამოხველება სავსე პირით~, პარადოქსული პულსი შეხორ¬ცე¬ბითი პერი¬კარდიტის და შუასაყარის სიმსივნეების დროს. კუსმაულმა პირველად მიმართა პარა¬ცენტეზს პლევრიტის დროს და მანვე პირველად დაუსვა ცოცხალ ავადმყოფს ჯორჯლის ზემო არტერიის ტრომბოზის დიაგნოზი.

     ეპოქალური გამოდგა კუსმაულის ნაშრომი ,,კუჭის გაგანიერების მკურ¬ნა¬ლო¬ბა კუჭის ტუმბოთი~, რომელიც გამოქვეყნებულია 1869 წელს. ამ ნაწერში მოთხ¬რობილია კუჭის (პილორუსის) წყლულით დაავადებულ 25 წლის გლეხის ქალ¬ზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ტკივილით და ღები¬ნებით. მან წონაში დაიკ¬ლო კატასტროფულად და ბოლო ჟამს კუჭის შიგთავსის ამოღე¬ბინების ძალაც კი აღარ შესწევდა. კუსმაულმა ამ ქალს გამოუვლინა კუჭის გაგანიერება, შხეფის ხმა. ავადმყოფის მდგომარეობა უიმედო იყო და კუს¬მაულმა მიიღო გაბედული გადაწ¬ყვეტილება: .. კუჭის ტუმბოთი ამოექაჩა კუჭის შიგ¬თავსი. შედეგი საკვირველი აღმოჩ¬ნდა: ავადმყოფი განთავისუფლდა დიდძალი შიგთავ¬სისაგან. კუსმაულმა ამო¬რეც¬ხა კუჭი ვიშის წყლით და ავადმყოფმა მოიკე¬თა. ამ პროცედურების ერთკვირიანი კურ¬სის გავლის შემდეგ ავადმყოფს შეუწყ¬და უსიამოვნო მოვლენები, მოიმატა წონაში 20 გირვანქამდე (9კგ-მდე) და პრაქ¬ტი¬კულად განიკურნა. მსგავსი შედეგები იყო მიღებული სხვა ავადმყოფებზე. ფაქ¬ტი¬ურად ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კუჭის წყლულოვანი დაავადების განკურ¬ნება მოხერხდა. ადოლფ კუსმაული კიდევ უფრო სახელგანთქმული შეიქ¬მნა არა ამარტო გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ პიონერულმა ნაშ¬რომ¬მა მას კლასიკოსის სახელი მოუტანა. წარმატებით გახალისებულმა დიდ¬მკურ¬ნალმა გადაწყვიტა საკუთარი კონსტრუქციის ეზოფაგო¬-გასტროსკოპის გა¬მო¬ყე¬ნება. სამწუხაროდ, სინათლის წყაროს მცირე სიმძლავრის გამო, ლორ¬წოვანი გარსის განათება არ იყო საკმარისი და მისი დათვალიერება სრულყოფილ სურათს ვერ იძლეოდა. 10 წლის შემდეგ  ცისტოსკოპის ავტორმა ნიტ¬ცემ დაა¬მონ¬ტაჟა მძლავრი სინათლის წყარო კუსმაულის გასტროსკოპში და მირე¬ბული იყო ლორწოვანის მკაფიო სურათი. 1881 წელს ბილროტის მოწაფე მიკულიჩმა შექ¬მნა ორიგინალური ეზოფატოგასტროსკოპი. ამჟამად მსოფლიოში გასტროს¬კო¬პის პრიო¬რიტეტი თანაბრად აქვთ მიკუთვნებული თერაპევტ კუსმაულს და ქი¬რურგ მიკულიჩს. აღსანიშნავია, რომ კუსმაული მეგობრობდა გენიალურ ქი¬რურგ თ. ბილ¬როტთან, რომლის მოწაფე ჩერნი შემდგომ კუსმაულის სიძე გახდა. კუსმა¬ულის დიდი კლინიკური გამოცდილება დაეხმარა ბილროთს თავისი ცნობილი ოპე¬რა¬ციების, კუჭის რეზექციებისბილროტ I და ბილროტ II მეთოდების შემუ¬შავებაში.

როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, 1888 წელს ა. კუსმაული დაბრუნდა ჰაიდელ¬ბერ¬გში. სტუდენტები ჩირაღდნებით შეეგებნენ საყვარელ პროფესორს. ქალაქის გამ¬¬გეობამ იგი ჰაიდელბერგის საპატიო მოქალაქედ, ხოლო უნივერსიტეტმა საპა¬ტიო პრო¬ფესორად აირჩია. ბადენის ჰერცოგმა მას საიდუმლო მრჩევლის უმაღ¬ლესი სამო¬ქალაქო ტიტული უბოძა. აღფრთოვანებული ჰაიდელბერგის წინაშე გამოს¬¬ლისას უსაზღვროდ ბედნიერმა კუსმაულმა განაცხადა, რომ იგი აქ, ჰაიდელ¬¬ბერგში, გაა¬ტა¬რებს სიცოცხლის დარჩენილ წლებს და აქაურებს უან¬გაროდ უმკურნალებს. ამის გაგონებაზე გახარებულმა სტუდენტებმა ცნობილი ჰიმნი - ,,გაუდეამუს იგიტურ~ დააგუგუნეს. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა...

კუსმაულს სახლი ჰაიდელბერგში გახდა თავისებური სამედიცინო მექა, სა¬დაც მოე¬შურებოდნენ ავადმყოფები და ექიმები, სტუდენტები და პროფესორები, რა¬თა გას¬ცნობოდნენ ბრძენ მკურნალს. მასთან ხშირად იმართებოდა საუბრები, რომ¬ლებიც გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მედიცინის დიდოსტატს ახალგაზ¬¬დებ¬თან საუბარი იტაცებდა. იგი მათ მოუთხრობდა თავისი ცხოვრების გზებზე, თავის შეცდომებზე, რაც მას ახალგაზრდობაში მოსვლია გამოუცდელობის გამო. მან დაწერა მემუარული ლიტერატურის შედევრი - ,,მოხუცი მკურნალის მოგო¬ნე¬ბა¬ნი~. ეს წიგნი პირველად 1899 წელს გამოქვეყნდა და შემდეგ მრავალჯერ გამო¬იცა გერმანიაში და სხვა ქვეყ¬ნებ¬ში. ამ წიგნში სრულად გამოჩნდა კუსმაულის მრავალკიდოვანი ბუნებაროგორც აღმ¬ზრდელისა, მკურნალისა, მეცნიერისა, მოაზრისა და ღვთაებრივი ადამიანისა. ეს წიგნი მსოფლიო სამედიცინო ლიტე¬რა¬ტუ¬რაში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო დეონტოლოგიურ წიგნად. მან იგი მიუძ¬ღვნა სტუდენტ-მედიკოსებს. ყოველგვარი შელა¬¬მაზების გარეშე კუსმაულმა დახა¬ტა მეტად სავალალო სურათი, რაც უმაღლესი სამე¬დიცინო განათლების სფერო¬ში ხდებოდა (მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში დაარსდა 1386 წელს. ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა და ამჟამადაც ფრიად პრეს¬ტი¬ჟუ¬ლი უმაღლესი სა¬სა¬წავლებელია).

თანამედროვე სტუდენტ-მედიკოსს და ექიმს დაუჯერებლად მოეჩვენება ის მან¬¬კიერებანი, რაც გამეფებული იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუ¬¬ტეტზე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში და მე-18 საუკუნეში. გერმანიის ხე¬ლი¬სუფლება ნაკლებად ზრუნავდა სტუდენტი მედიკოსების სრულფასოვან აღზ¬რდაზე. საფ¬¬¬¬რანგეთის რევოლუციით დაშინებული ხელისუფლების მთავარი საზ¬რუნავი იყო როგორმე რევოლუცია აეცილებინა თავიდან, არ მომხდარიყო ჯანყი და სხვა მასობრივი არეულობანი. უნივერსიტეტის დაფინანსება მეტად უმ¬ნიშ¬ვნელო იყო. ფაქ¬ტი¬¬რად უნივერსიტეტს თვითონ უნდა ,,ერჩინა~ თავი. პრო¬ფე¬სორ-მასწავლებლების გასამ¬რჯელო დამოკიდებული იყო სტუდენტების რაოდე¬ნო¬ბაზე. სტუდენტს შეეძლო საკუთარი სურვილით ჩაწერილიყო  პროფესორთან, მო¬ეს¬მინა ლექციები და საგანიც ჩაე¬ბა¬რებინა. სწავლა ფასიანი იყო. სტუდენტთა კონ¬ტიგენტი ტრადიციულად ნაკლები იყო (ამის მიზეზი გახლდათ ის გარემოება, რომ გერმანიაში უამრავი საუნივერ¬სი¬ტე¬ტო ქალაქი იყო და სტუდენტებს დიდი არჩევანი ჰქონდათ).

ამიტომაც, ვერცხლის მოყვარე მენტორები, ნებადართული, თუ აკრძალული ხერხებით ცდილობნენ სტუდენტების მოზიდვას. ამ მიზნით არ ერიდებოდნენ კო¬ლე¬¬გების დისკრედიტირებას, პოლიციაში დაბეზღებას, ჭორების დაყრას და მრა¬ვალ უზნეო ქმედებას. ზოგიერთი ,,მოხერხებული~ პედაგოგი სწავლის ქირას თვით¬¬ნე¬ბურად აქვეითებდა, რათა ამით ეცდუნებინა სტუდენტები და თავისთან გად¬¬მო¬ეყვანა. ზოგი ვაი-მენტორი მცირე შეძლების სტუდენტებს ფულს ასესხებდა (მაგრამ პრო¬ცენტით!) ხშირად უქონელ სტუდენტს ე.. სიღარიბის მოწმობას მიჰყიდ¬ნენ, რათა სწავ¬ლის გადასახადი გადაევადებინათ. ზოგიერთი ვირეშმაკა სტუდენტი ცდილობდა სიღარიბის მოწმობით ბინის ქირა, მედუქნის და როსკიპის ვა¬ლები გადაეხადა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ხშირად ამას მოჰყვებოდა სკანდა¬ლე¬¬ბი და პოლიციაში ურთიერ¬თობების გარკვევა. ამ სამარცხვინო აღებ-მიცე¬მო¬ბამ გარყვნა, როგორც აღმზრდე¬ლები, ისე აღსაზრდელები. მდიდარი სტუდენტები მალე დარწმუნდნენ, რომ ფულით ყვე¬¬ლაფ¬¬რის გაკეთება შეიძლება გაურჯელად ჩააბარო გამოცდები, მიიღო დიპლომები და უთვალავი დრო ქეიფებში, როსკი¬პებ¬თან სიამტკბილობაში და ბანქოს თამაშში გაატა¬რო. სტუდენტთა უმრავ¬ლე¬სობა არ იყო შეძლებული ოჯახიდან. მაშინდელი მიმოს¬ვლის საშუალებები მათ ხელს უშ¬ლიდათ მშობლებისგან ფული და სურსათ-სანოვაგე დროულად მიეღოთ. ფა¬სიანმა სწავლებამ თავისი მანკიერი მხარეებით ეს სტუდენტები კიდევ უფრო გაა¬ღა¬რიბა. ისინი იძულებულნი შეიქმნენ მოჯამაგირედ დადგომოდნენ შეძლებულ მო¬ქალაქეებს, პროფესორებს და თავიანთ მდიდარ ამხა¬ნაგებსაც კი. ასეთმა სოცია¬ლურმა უსამართლობამ გააბოროტა დაჩაგრული სტუდენტები. ისინი ამ უბე¬დუ¬რების მიზეზად თავიანთ პედაგოგებს მიიჩ¬ნევ¬დნენ. ნიღა¬ბაფარებული სტუ¬დენ¬ტები ხშირად თავს ესხმოდნენ პროფესორებს, ცემდნენ ცოლ¬-შვილის თვალ¬წინ, ავეჯს მილეწ-მოლეწავდნენ და საშინელი ლანძღვა-გინებით (მეზობლების გასა¬გონად) ამკობდნენ. მშიერი სტუდენტები მოურიდებლად შედიოდნენ მოქა¬ლაქე¬ების სახლში, ბაღ-ბოსტნებს ჩამოუვლიდნენ, დაკრეფდნენ, სურსათ-სანო¬ვაგის ხარკს აიღებდნენ და იქაურობას გაეცლებოდნენ. ვინც კი შეეწინააღ¬მდეგე¬ბო¬და თავ¬ზეხელაღებულ მშიერ სტუდენტებს, მათ სცემდნენ. სტუდენტები ატე¬რორებ¬დნენ ქალაქის მოსახლეობას. ხელისუფლებას კი მხოლოდ რევო¬¬ლუცია აში¬ნე¬ბდასტუდენტებს უნდა ვაპატიოთ ახალგაზრდული თავ¬ქარიანობაქეი¬ფი, დუელი, ლოთობა, მრუშობა, ოღონდ ,,ბუნტი~ არ მოაწყონო. ასეთ პირობებში სტუ¬დენტი-მედი¬კოსების ნორმალურ სწავლა-განათლებაზე ლაპარა¬კიც ზედმეტი იყო. ერთეული ბეჯი¬თი¬ და კეთილსინდისიერი სტუდენტი თუ ახერ¬ხებდა შესაფე¬რი¬სი განათლების მირე¬ბა¬. უმეტესობა კი სემესტრის ბოლოს თუ ,,გამოფ¬ხიზლ¬დე¬ბოდა~ ხოლმე და ,,შტურ¬მით~ აბარებდა გამოცდებს. სემესტრის დამთავრებას მოს¬დევდა ჩემპიონატი ლუდის სმაში, ფარიკაობაში და კრიმინალური თავგადა¬სავ¬¬ლები. ჰაიდელბერგის უნივერ¬სიტე¬¬მა საკუთარი კარცერიც კი ააგო ურჩი, თავზეხე¬ლა¬ღებული სტუდენტების ,,გამოს¬წო¬რებისათვის~.

გერმანიის დიდი პატრიოტს ადოლფ კუსმაულს ფრიად აწუხებდა სტუ¬დენ¬ტი მედიკოსების აღზრდა-განათლებაში არსებული მანკიერებანი. მან მთავრო¬ბას წარუდგინა პროექტი უმაღლესი სამედიცინო განათლების გაუმჯობესების გზე¬ბის შესახებ. კუსმაულმა მოუწოდა ხელისუფლებას მეტი თანხა გაეღო უნივერ¬სიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მატერიალური და სულიერი ყოფის მო¬საწესრიგებლად. სწავლა უნდა გამხდარიყო უფასო. ბეჯითი და ხელმოკლე სტუ¬დენტებისათვის დაეწე¬სე¬ბინათ სტიპენდიები და სხვა შეღავათები. ,,ცარიელი ლო¬ზუნგებით პროფე¬სორ¬-მასწავლებელთა და სტუდენტთა ზნეობა ვერ გარდა¬¬იქმნება! ხელისუფლებამ არ უნ¬და დაიშუროს ფულადი სახსრები უმაღლესი სა¬მედი¬ცინო განათლებისათვის!~ - აი, ასე¬თი იყო ადოლფ კუსმაულის პროექტის დედა¬აზრი.

ადოლფ კუსმაული სტუდენტი-მედიკოსების და საერთოდ, ახალგაზრდების დი¬¬დი გულშემატკივარი და მოძღვარი იუო. არაერთი გზასაცდენილი ახალ¬გაზრ¬და შემო¬აბრუნა მან ცხოვრების გზაზე, ხშირად აძლევდა ფულს, საზრდელს, წიგ¬ნებს და მრა¬ვალ სხვას. ოჯახურ ცხოვრებაში სვეგამწარებულს (ორი შვილი, მათ შორის ერ¬თა¬¬დერთი ვაჟი და მეუღლე გარდაეცვალა) მას დიდ სიხარულს ჰგვრი¬¬და ახალ¬გაზ¬რდა მედიკოსებთან ურთიერთობა. იგი მათ მამაშვილურად ამხნე¬ვებდა, მხარში ედგა, ასულ¬დგმულებდა, ქრისტიანულ ღვთისმოსაობას შთა¬აგონებდა.

     მე¬ფუ¬¬რად მოარული, სათნო მოძღვარი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახ¬დენ¬და ავად¬¬¬მყოფებზე, ექიმებზე, სტუდენტებზე და ყველა მნახველზე. მას ხში¬რად ადა¬რებდნენ გოეთეს. ჰაიდელბერგელები კუსმაულს ზნეობრივად უფრო მაღ¬ლა აყენებ¬დნენ, ვიდრე ვაიმარელ ბრძენს (ცნობილია, რომ გოეთე ვაიმარის ჰერ¬ცოგმა კარლ ავგუს¬ტმა ფინანსთა მინისტრად დანიშნა, გენიოსმა პოეტმა მისთვის სა¬¬¬მარ¬ცხვინო, მონუ¬რი სულისკვეთებით აღსავსე ლექსი მიუძღვნა უბადრუკ ჰერ¬ცოგს ,,ერთი მეც მაღირსეთ თქვენი, შემოხედვა, ეს ქვეშევრდომის ბედნიე¬რე¬ბაა!?~).

ჰაიდელბერგელებს ეამაყებოდათ, რომ მათ ქალაქში ცხოვრობდა მაღალ¬ზნეო¬ბით შემკობილი დიდმკურნალი და ბრძენი მოხუცი. მისი დაბადების 80 წლის იუბი¬ლე საზეიმოდ აღნიშნა მთელმა ჰაიდელბერგმა. უამრავი სტუმარი ჩა¬მო¬¬ვიდა გერ¬მა¬ნიის სხვა მხარეებიდან, ევროპის და ამერიკის ქვეყნებიდან. მოხუცი დიდ¬¬მკურნალი მე¬¬¬ად გახარებული იყო მისი ღვაწლის ასეთი დაფასების გამო. იგი ასაკის კვალო¬ბა¬ზე ფრიად ჭარმაგად გამოიყურებოდა. მისი თავყვანის¬მცემ¬ლე¬¬ბი იმედოვნებდნენ, რომ ღვთაებ¬რივი მოხუცი ბიბლიურ ასაკს გადა¬აბი¬ჯებ¬და. სამ¬წუხაროდ, საიუბილეო ზეიმი¬დან 3 თვის შემდეგ კუსმაულმა სული გა¬ნუ¬ტევა. იმს¬ხვერპლა გულის ასთმამ, რომელ¬¬საც იგი არაერთხელ გამკლავებია.

შინაგანი მედიცინის გენიოსი ადოლფ კუსმაული ეროვნული გმირის შესა¬ფე¬რი პატივისცემით დაკრძალეს ჰაიდელბერგში. მისი დიდებული სახელი ჟამთა¬სვლა¬მაც ვერ გააფერმკრთალა. ქართველი მედიკოსები კარგად იცნობდნენ ჰაი¬დელ¬ბერგელი დიდმკურნალის შემოქედებას და პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას.

წინამდებარე ესსე ეძღვნება დიდი ქართველი კლინიცისტ-თერაპევტის, პრო¬ფე¬¬სორ გიორგი მხეიძის (1904-1992) ნათელ ხსოვნას. მადლიერი მოწაფეები მას მოწი¬¬წე¬ბით ,,ქართველ კუსმაულს~ უწოდებდნენ.

თავფურცელი