თავფურცელი

უკრაინის გერონტოლოგთა და გერიატრთა

IV ეროვნული კონგრესი

 2005 წლის 11-13 ოქტომბერს ქ. კიევში Hჩატარდა უკრაინის გერონტოლოგთა და გერიატრთა IV ეროვნული კონგრესი. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა დელეგატმა და კონგრესის სტუმარმა. კერძოდ, კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს Qრუსეთის, საქართველოს და ბელორუსიის გერონტოლოგებმა. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო აკადემიკოს ნ.ნ. ყიფშიძის და მ.მ.დ. ტ.გ. ზუბიაშვილის სახით.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე მეცნიერებმა აშშ და ისრაელიდან.

კონგრესის სტრუქტურა მოიცავდა სამ ძირითად განხრას – დაბერების ბიოლოგიას (4 სექცია), გერიატრიას (10 სექცია), სოციალურ გერონტოლოგიას და გეროჰიგიენას (4 სექცია). სულ იყო ჩატარებული 31 სხდომა, 3 პლენარული სხდო¬მის და 8 სიმპოზიუმის ჩათვლით.

სიმპოზიუმებზე იყო განხილული დაბერების უჯრედოვანი  მექანიზმები, მწვავე კორონარული სინდრომები გერიატრიაში, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება ხანდაზმულობის და მოხუცებულობის ასაკში, არტერიული ჰიპერტენზია და ასაკი, ¬ინსულტი, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა, რეაბილიტაცია, უფროსი ასაკის დემენციები დაDდეპრესიები.

უკრაინის წამყვანმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებმაც გააშუქეს გერონტოლოგიის და გერიატრიის განვითარების ძირითადი მიმართულებების მდგომარეობა და პერსპექტივები. უკრაინის გერონტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ვ.ვ. ბეზრუკოვმა თავისი მოხსენება მიუძღვნა უკრაინის მოსახლეობის ცხოვრების ხანგრძლიობას. პროფ. ო.ვ. კორკუშკომ თავის მოხსენებაში გააანალიზა დაბერების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის ურთიერთდამოკიდებულება. Pპროფ. გ.მ. ბუტენკომ გააშუქა იმუნიტეტის მდგომარეობა დაბერების დროს და აჩვენა იმუნიტეტის როლი ასაკზე დამოკიდებული პათოლოგიის განვითარებაში. პროფ. ვ.ვ. პოვოროზნიუკმა გააკეთა მოხსენება ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების კავშირის შესახებ მენოპაუზასთან და ანდროპაუზასთან. პროფ. ვ.ნ. ანისიმოვმა (რუსეთი) თავის მოხსენებაში აჩვენა გენეტიკური და კანცეროგენური ფაქტორების როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მექანიზმებში დაბერების დროს. აკადემიკოსმა ნ.ნ. ყიფშიძემ მოახსენა აუდიტორიას მოციმციმე არითმიის პაროქსიზმული ფორმის პრევენციის და მუდმივი ფორმის მკურნალობის შესახებ. ტ.გ.ზუბიაშვილმა გააკეთა მოხსენება დღეგრძელებში იზოლირებული სისტოლური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შესახებ. სიმპოზიუმების და სექციური სხდომების მსვლელობის დროს იყო განხილული აგრეთვე ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკის საკითხები და გეროპროტექტორული საშუალებების სამეცნიერო ძიების შედეგები. კონგრესზე იყო მოხსენებული აგრეთვე გერონტოლოგიური გამოკვლევების და გერიატრიული პრაქტიკის ბიოეთიკური ასპექტები.

 კონგრესმა გააკეთა იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ გერონტოლოგიის და გერიატრიის განვითარება თანამედროვე ეტაპზე მიმდინარეობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების პერიოდში. იზრდება ისეთი საპენსიო ასაკის მოსახლეობის რიცხვი, რომელიც იმყოფება არადამაკმაყოფილებილ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რაც იწვევს ჯანმრთელობის დონის დაქვეითებას, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებას, ავადობის და სიკვდილიანობის გაზრდას. ზემო ჩამოთვლილი მძიმდება ეკონომიური სიტუაციით, არარაციონალური ცხოვრების ნირის გამო, რაც განაპირობებს მოსახლეობის ნაადრევ დაბერებას  და ასაკზე დამოკიდებულ პათოლოგიის ნაადრევ განვითარებას. იყო აღნიშნული, რომ მოსახლეობის დაბერების პრობლემის გადაწყვეტა ითხოვს სერიოზულ ყურადღებას ყველა ქვეყნის საკანონმდებლო და სახელმწიფო სამედიცინო და სამეცნიერო ორგანოებისაგან, ვინაიდან სიცოცხლის გახანგრძლივება და აქტიური დღეგრძელობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

 

თავფურცელი