თავფურცელი

სტატინების (როზუვასტატინის) როლი დისლიპოპროტეინემიისა
და
ენდოთელური დისფუნქციის კორექციაში

 ნ. ყიფშიძე, ქ. კაპანაძე
თერაპიის ეროვნული ცენტრი

  კორონარული არტერიების დაავადებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს დისლი¬პოპროტეინემია და ენდოთელური დისფუნქცია წარმოადგენს. აღიარებულია, რომ ოქსიდაციური სტრესი თამაშობს მთავარ როლს ენდოთელური დისფუნქციისა და ათეროსკლეროზის განვითარებაში [5]. ათეროსკლეროზის გართულებათა პროფი¬ლაქ¬ტიკისა და მკურნალობის ძირითად საშუალებად მიჩნეულია სტატი¬ნების, რო¬გორც ჰიპოლიპიდემიური, ისე პლეიოტროპული ეფექტი [1,2]. ძირითადი ფაქტორი, რომელიც პასუხისმგებელია ენდოთელურ დისფუნქციაზე, არის NO-ს წარმომქმნელი ენდოთელური ფერმენტის (ენდოთელური აზოტის ოქსიდის სინთაზა _eNOS) დაქვეითებული სტბილურობა. [6] სტატინები იწვევენ ჰიპოქსიით-განპირობებულ eNOS-ს დაუნრეგულაციის პრევენციას ადამიანის ენდოთელურ უჯრედებში eNOSmRNA-ს სტაბილიზაციის გზით, რასაც მივყავართ ამ უჯრედის მიერ NO-ს პრო¬დუქციის გაძლიერებამდე [7]. რიგი ავტორები თვლიან, რომ ენდოთელური დის¬ფუნქციის და ათეროსკლეროზის განვითარების ძირითადი გასაღები არის ენდოთელური NO-ს აქტივობის დაქვეითება [6,8], თუმცა სისხლძარღვოვანი რეაქცია არის მაინც კომპლექსური და მოიცავს სხვა ნივთიერებებსაც. ორგანიზმში სისხლძარღვის ნორმალური ტონუსის და დიამეტრის ცვლილებები, დამოკიდებულია ვაზოდილატატორებსა და ვაზოკონსტრიქტორებს შორის ბალანსზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვაზოკონსტრიქტორული ნივთიერება, ეს არის პეპტი¬დი ენდოთელინ-1 (ET-1), რომელიც სინთეზირდება ენდოთელურ უჯრედებ¬ში. მომატებული ქსოვილოვანი ET-1 მსგავსი იმუნორეაქტიულობა იყო აღმოჩე¬ნილი აქტიურ კორონარულ ათეროსკლეროზულ ფოლაქში, რაც ნიშნავს, რომ ეს პეპ¬ტი¬დი ხელს უწყობს ვაზოკონსტრიქციის გაძლიერებას, რაც ასოცირებულია მწვა¬ვე კორონარულ სინდრომთან [9]. მეორეს მხრივ, მოცირკულირე ET-1-ის მომა¬ტე¬ბული დონე იქნა აღმოჩენილი პაციენტებში, როგორც მკვეთრად გამო¬ხატული ათეროსკლეროზით, ისე კორონარული ენდოთელის დისფუნქციის დროს [10,11]. ET-1-ის მნიშვნელობა კორონარული ათეროსკლეროზის ადრეულ სტა¬დი¬ებზე, სხვადასხვა კვლევებში კარგადაა გაშუქებული, სადაც აღნიშნულია, რომ ენდოთელინის რეცეპტორების ანტაგო¬ნისტები იწვევენ ენდოთელიუმის დისფუნქციის პრევენციას ექსპერიმენტალური ჰიპერქოლესტეროლემიის დროს და ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში [12,13]. ჩატარებულ ექსპერიმენტში (თაგ¬ვე¬ბი) ნანახი იქნა, რომ ვასკულური ET-1 პროდუქცია ინჰიბირდება ენდოთელიუმის მიერ წარმოქმნილი NO- თი [14], მიღებული შედეგებიდან გამომ¬დინარე ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტატინებს შეუძლიათ დააქვეითონ ET-1-ის სინთეზი არაპირდაპირი მოქმედების გზით NO- ს რაოდენობის და აქტივობის გაზრდით.

მეორეს მხრივ, 1998 წელს ავტორების მიერ დემონსტრირებულ იქნა, რომ ათორ¬ვასტატინი და სიმვასტატინი ამცირებენ ET-1-ის სინთეზს, აორტის ენდო¬თე¬ლურ უჯრედებში in vitro [15]. სხვადასხვა კვლევებში ნაჩვენებია, რომ სტატი¬ნების ეს ზემოქმედება ET-1-ის სინთეზზე, არის დამოუკიდებელი მათი NO-ს პრო¬დუქციაზე ზემოქმედებისაგან, რაც ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ იზოპრენოიდის სინთეზის ინჰიბიცია არის ძირითადი მექანიზმი სტატინების მიერ ენდოთელინ-1-ის პროდუქციის რეგულაციისა. [16].

ET-1- ის მონაწილეობა ენდოთელურ დისფუნქციაში და მისი ხელშემწყობი როლი სხვადსხვა კარდივასკულური დაავადების განვითარებაში, ადასტურებს სტატინებით მკურნალობის მიზანშეწონილობას ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როდესაც მომატებულია ET-1- ის დონე [17].

კვლევის მიზანს წარმოადგენდა როზუვასტატინის ჰიპოლიპიდემიური და ენ¬დო¬თელის დისფუნქციის მაკორეგირებელი ეფექტების შესწავლა სტაბილური სტენო¬კარდიის მქონე პაციენტებში.

მასალა და მეთოდები: ჩვენი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 62 პაციენტი სტა¬ბილური სტენოკარდიით (I-II ფ.კ.), 26 ქალი და 36 კაცი, რომელთა საშუალო ასაკი მერყეობდა 46 დან 62 წლამდე (საშ. ასაკი 56±3,5) და იტარებდნენ სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას თერაპიის ეროვნულ ცენტრში 2004-2006 წლებში. როზუვასტატინის დღე-ღამური დოზა შეადგენდა 10მგ-ს.

კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები: პაციენტები სტაბილური სტენოკარდიით, სისხლის ლიპიდური პროფილის შემდეგი მაჩვენებლებით:Y TC ≥230 mg/dl, დსლქ ≥ 155,5 mg/dl და ტგ ≤ 370 mg/dl. ავადმყოფებს უტარდებოდათ სტანდარტული ბა¬ზი¬სური თერაპია.

უარყოფით სასელექციო კრიტერიუმს შეადგენდა პაციენტები რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ღებულობდნენ სტატინებს. პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ტრანსამინაზების აქტივობა), პაციენტები მიოპათიით.

ფრიდრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით დისლიპოპროტეინემიის IIბ ტიპი შეადგინა 47-მა პაციენტმა (19 ქალი, 28 კაცი), ხოლო IV ტიპი 15-მა პაციენტმა (7 ქალი, 8 კაცი). შემთხვევითი შერჩევით (ორივე ჯგუფიდან) 36 პაციენტის პერიფერიულ სისხლში განსაზღვრულ იქნა ლიპიდური სპექტრის მაჩვენებლები და ენდოთელინ-1-ის კონცენტრაცია როზუვასტატინით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ. სისხლის აღება ლაბორატორიული ანალიზისათვის ხდე¬ბო¬და საკვების ბოლო ულუფის მიღებიდან მინიმუმ 12 საათის გასვლის შემდეგ (პრე¬პარატის მიღების დაწყებამდე და მიღებიდან 2 კვირის შემდეგ). საერთო ქოლესტერინი (სქ, TC) და ტრიგლიცერიდები (ტგ, TG) ისაზღვრებოდა ფერმენტული მეთოდით, დსლქ-ის გამოთვლი¬სათ¬ვის გამოიყენებოდა ფრიდვალდის ფორმულა: დსლქ = სქ _ (ტგ/5 + მსლქ). მა¬ღა¬ლი სიმკვრივის ლიპოპ¬რო¬ტე¬ინე¬ბის ქოლესტერინი (mslq, HDL-CHOL) განისაზღვრებოდა ლიპოპროტეინების ფრაქციების პრეციპიტაციის გზით, ათეროგენობის ინდექსი (აი, I.A.) გამო¬ითვლებოდა კლიმოვის ფორმულით: აი = (სქ _ მსლქ)/მსლქ.

ენდოთელინ-1 ის კონცენტრაციის შესწავლა პერიფერიულ სისხლში ხდებოდა " Cayman- diagnostics"-ის ფირმის იმუნოფერმენტული ანალიზატორით. შედეგების აღრიცხვა ხდებოდა Labsystems- ის (ფინეთი) ფირმის იმუნოფერმენტული რიდერით - "მულტისკანი". კვლევაში მონაწილეობდა სამი სუბიექტი: ლაბორანტი, ოპერატორი და პირი, რომელიც აფასებდა დაავადებას ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მასალა დამუშავდა სტატისტიკურად სტატისტიკური პროგრამა SPSS-ის გამოყნებით. მონაცემთა განაწილების კანონი განსხვავდებოდა ნორმალური განაწილებისაგან და განსხვავების სარწმუნოება მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ისაზღვრებოდა უიკოკსონის t კრიტერიუმით დამოკიდებული ცვლადებისათვის.

მიღებული შედეგები ცხრილისა და დიაგრამის სახით წარმოდგენილია ცხრი¬ლი #1-ზე და დიაგრამა #1, #2-ზე. მონაცემები წარმოდგენილია საშუალო არით¬მე¬ტიკულისა და საშუალო არითმეტიკულის სტატისტიკური გადახრის სა¬შუა¬ლებით.

მიღებული შედეგები და მათი განხილვა: მიღებული შედეგების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სტატისტიკურად სარწმუნო განსხვა¬ვება მკურნალობამდე და მკურნალობის შედეგად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის: T.CHOL- ის მიხედვით p=0.02, HDL-CHOL- ის მიხედვით p<0.05, LDL-CHOL- ის მიხედვით p=0.02, TG- ის მიხედვით p=0.02. გამოვლინდა, რომ როზუვასტატინი სტატისტიკურად სარ¬წ¬მუ¬ნოდ ამცირებს ენდოთელინ-1-ის კონცენტრაციას პერიფერიულ სისხლში (P=0.001).

როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულ წინა კვლევებში [3,4], ისე ამჟამადაც რო¬ზუვასტატინის 2 კვირიანმა მიღებამ არ გამოიწვია სტატინებისათვის და¬მა¬ხასიათებელი არასასურველი გვერდითი მოვლენები, არ დაფიქსირდა ღვიძლის ტოქ¬სიკური დისფუნქციის არც ერთი შემთხვევა ღვიძლის ტრანსამინაზების არა¬სა¬სურ¬¬ველ დონემდე გაზრდის სახით, ადგილი არ ჰქონია აგრეთვე პრო¬ტეინუ¬რი¬ას. ავადმყოფები არ უჩიოდნენ გემოვნების შეცვლას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პათოლოგიურ გამოვლინებებს, მიალგიას და სხვას.

დიაგრამა #1

 

 ცხრილი #1

 

მაჩვენებელი

მკურნალობამდე

მკურნალობის შემდეგ

T.CHOL

270.46±26.69

152.74±19.94

HDL-CHOL

33.42±3.21

35.46±5.84

LDL-CHOL

183.06±22.4

87.28±18.04

TG

274.84±33.74

162.08±19.63

I.A

7.22±0.67

3.82±0.82

ენდოთელინ -1

0.62±0.12

0.55±0.05

 

 

 

 

 

დიაგრამა #2

 

 

 

 

 

 

 

 

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოკლევადიანი (ორკვირიანი) როზუვასტატინით მკურნალობა (10მგ დღე-ღამეში) სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენ¬ტებში უსაფრთხოა და არის ეფექტური საშუალება ენდოთელინ-1-ის შესაბამისი კორექციის და ლიპიდური სპექტრის მაჩ¬ვენებელთა სამიზნე დონის მისაღ¬წევად.

ლიტერატურა:

  1. 1.     ყიფშიძე ნ., ჭუმბურიძე შ., _ ატორვასტატინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით //”საქართველოს სამედიცინო მოამბე”, 2000,3-4, გვ.18-24.
  2. 2.     ყიფშიძე ნ., ჭუმბურიძე შ.., _ სტატინები – ჰიპოლიპიდემიური საშუალე¬ბე¬ბის მძლავრი ჯგუფი ათეროსკლეროზის წინააღმდეგ //შინაგანი მედიცინის მიღწევები და პრობლემები, შრომათა კრებული, 2001, II ტომი, გვ. 13-23.
  3. 3.     კაპანაძე ქ. _ როზუვასტატინის ლიპიდმაკორეგირებელი ეფექტი გულის იშე¬მიური დაავადების მქონე პაციენტებში //კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI //, 2005, გვ. 29-33.
  4. 4.     კაპანაძე ქ., _ როზუვასტატინის მოქმედება და მკურნალობის ეფექტურობა სტა¬ბილური სტენოკარდიის დროს //კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა XXI //, 2005, გვ. 71-78.
  5. Napoli C, Lerman LO. Involvement of oxidation-sensitive mechanisms in the cardio­vascular effects of hypercholesterolemia. Mayo Clin Proc. 2001;76:619–631[Medline]
  6. Napoli C, Ignarro LJ. Nitric oxide and atherosclerosis. Nitric Oxide. 2001;5:88–97[CrossRef][Medline]
  7. Laufs U, Fata VL, Liao JK. Inhibition of 3-hydroxy-3-methylglutaryl (HMG)-CoA reductase blocks hypoxia-mediated down-regulation of endothelial nitric oxide synthase. J Biol Chem. 1997;272:31725–31729
  8. .Wever R, Stroes E, Rabelink TJ. Nitric oxide and hypercholesterolemia: a matter of oxidation and reduction? Atherosclerosis. 1998;137(Suppl):S51–S60[CrossRef][Medline]
  9. Zeiher AM, Goebel H, Schächinger V, et al. Tissue endothelin-1 immunoreactivity in the active coronary atherosclerotic plaque: a clue to the mechanism ofincreased vasoreactivity of the culprit lesion in unstable angina. Circulation. 1995;91:941–947
  10. Lerman A, Edwards BS, Hallett JW, et al. Circulating and tissue endothelin immunoreactivity in advanced atherosclerosis. N Engl J Med. 1991;325:997–1001
  11. .Lerman A, Holmes DR Jr, Bell MR, et al. Endothelin in coronary endothelial dysfunction and early atherosclerosis in humans. Circulation. 1995;92:2426–2431
  12. Best PJM, McKenna CJ, Hasdai D, Holmes DR Jr, Lerman A. Chronic endothelin antagonism preserves coronary endothelial function in experimental hypercholes­tero­le­mia. Circulation. 1999;99:1747–1752
  13. Cardillo C, Campia U, Kilcoyne CM, et al. Improved endothelium-dependent vasodilation af­ter blockade ofendothelin receptors in patients with essential hypertension. Circulation. 2002;105:452–456
  14.  Boulanger C, Lüscher TF. Release of endothelin from the porcine aorta: inhibition by endothelium-derived nitric oxide. J Clin Invest. 1990;85:587–590[Medline]
  15. Hernandez-Perera O, Perez-Sala D, Navarro-Antolin J, et al. Effects of the 3-hydroxy-3-methylglutaryl-CoAreductase inhibitors, atorvastatin and simvastatin, on the expression of endothelin-1 and endothelial nitric oxide synthase in vascular endothelial cells. J Clin Invest. 1998;101:2711–2719
  16. Hernandez-Perera O, Perez-Sala D, Soria E, et al. Involvement of Rho GTPases in the transcriptional inhibition of preproendothelin-1 gene expression by simvastatin in vascular endothelial cells. Circ Res. 2000;87:616–622
  17. P.O Bonetti, L.O Lerman, C.Napoli, A. Lerman, et al. Statin effects beyond lipid lowering, ISI Web of Science, 2002 (36).

თავფურცელი