თავფურცელი

საძილე და ბარძაყის არტერიების ინტიმა-მედიის კომპლექსის ცვლილებები
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში

 თ. შავდათუაშვილი, დ. ცისკარიშვილი, ნ. კაკაურიძე
თერაპიის
ეროვნული ცენტრი

 ათეროსკლეროზის გართულებები - იშემიური ინსულტი, გულის კორო¬ნა¬რუ¬ლი დაავადება და პერიფერიული არტერიული დაავადებები წარმოადგენენ მრა¬ვალ¬¬¬რიცხოვანი პოპულაციის ინვალიდობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს. ჩატა¬რე¬ბული კვლევებიდან ცნობილია, რომ ათეროსკლეროზი წარმოადგენს სისტემურ დაავადებას [6], თუმცა სისხლძარღვთა ქსელის ცალკეული უბნები ათერო¬თრომ¬ბული დაზიანებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით გამოირჩევა; შედარებით არადა¬მახასიათებელია დაავადების ლოკალიზება მხოლოდ ერთ არეში. უფრო მეტიც, დაავადების კლინიკური მანიფესტაცია ერთ უბანში მიუთითებს კლინიკური პრობლემების არსებობაზე სხვა უბნებში [1,2,3,7]. მაგალითად, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცერებრული იშემიის მოვლენები, აქვთ მიოკარდიუმის ინ¬ფარქტის განვითარების  10-25%-იანი და გარდაცვალების 10-15%-იანი რისკი 5 წლის განმავ¬ლობაში [1,2,3,7]. Aამ კონტინგენტში აღნიშნული რისკი 5-10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდ¬რე საერთო პოპულაციაში

უკანასკნელი კვლევების შედეგების მიხედვით, არსებობს კავშირი სისხლ¬ძარღვების ათეროსკლეროზულ დაზიანებასა და სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს (სკჰ) შორის, რომელიც საკმაოდ გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს, გან¬სა¬კუთრებით ქალებში, მენოპაუზის შემდეგ [9]. მოსახლეობაში სკჰ-ის შემთხვევები გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მანიფესტირებულის. თუ პირველადი მანიფესტირებული ჰიპოთირეოზის გავრცელება შეადგენს 0,3-1,1%-ს, პირვე¬ლადი სკჰ გვხვდება მოსახლეობის 1,2-15%-მდე, რაც დამოკიდებულია სქესისა და ასაკის პარამეტრებზე [4,5].

ფრემინჰემის კვლევის მონაცემების მიხედვით 2139 გამოკვლეული პაცი¬ენ¬ტიდან (892 მამაკაცი და 1256 ქალი), რომელთა ასაკიც 60 წელს აღემატებოდა სკჰ გამოვლინდა 126 პაციენტში (5,9%), ამასთან ქალებში დაფიქ¬სირდა თითქმის ორჯერ მეტი შემთხვევა, ვიდრე მამაკაცებში (7,7% შედარებით 3,3%-თან) [8].

არაინვაზიური გამოკვლევების და მათ შორის ულტრასონოგრაფიის ბოლო დრო¬ინდელი მიღწევები იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს დაავადების გავრ¬ცელება სისხლძარღვთა მრავალ უბანზე  ინდივიდთა დიდ რაოდენობაში. ამან მკვლევარებს თვალნათლივ დაანახა, თუ კლინიკურად რამდენად სასარ¬გებ¬ლოა დაავადების განსაზღვრა უშუალო დაინტერესების უბნიდან მოშორებულ არტერიებში. Eელასტიკური ტიპის საძილე არტერიებში ინტიმა-მედიას სისქისა და ათეროსკლეროზული ფოლაქების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ფარ¬თოდ გამოიყენება კორონარული ათეროსკლეროზის სუროგატული მარკერების სახით. Aმკვლევარები გამოთქვამენ აზრს პერიფერიულ არტერიებში მიმდინარე ათეროსკლეროზული ცვლილებების შესახებ სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დროს [9]. არსებობს რამოდენიმე კვლევა, რომლებიც ამ მიზნით იყენებენ კუნ¬თოვანი ტიპის არტერიებს [2].

კვლევის მიზანი: ელასტიკური და კუნთოვანი ტიპის არტერიებში მიმდინარე ცვლი¬ლებების კავშირის დადგენა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მახასია¬თებ¬ლებზე სუბკლინიკური ჰიპოთირეოზისას ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.

კვლევის მეთოდები: კვლევაში მონაწილეობდა 71 ქალი (საშუალო ასაკი 646წ), პოსტმენოპაუზის მინიმუმ 5-წლიანი პერიოდით. Pპაციენტები განაწილდნენ 4 ჯგ-ში: I ჯგ-ს შეადგენდა 18 პაციენტი გიდ-ით და სკჰ-ით (საშ. ასაკი 634წ), 19 პაციენტი გიდ-ით და ფარისებრი ჯირკვლის (ფჯ) ეუთიროიდული სტატუსით წარმოადგენდა II ჯგ-ს (საშ. Aსაკი 653,2წ). 17 პაციენტი, რომლებსაც აღენიშ¬ნე¬ბოდათ სკჰ შეადგენდა IIIჯგ-ს (საშ. ასაკი 612,8წ), ხოლო საკონტროლო ჯგუფი (IV) წარმოდგენილი იყო 17 პაციენტით გიდ-ის გარეშე ფჯ-ის ეუთიროიდული სტა¬ტუსით (საშ. Aასაკი 634,3წ). გიდ დასტურდებოდა: კორონაროგრაფიით, გადა¬ტა¬ნილი მიოკარდიუმის  ინფარქტის არსებობით ან ფიზიკური დატვირთვის ტეს¬ტით ტრედმილზე. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი განისაზღვრებოდა, როგორც მდგო¬მა¬რეობა, რომლის დროსაც აღინიშნებოდა TSH>3,5mlU/ml, FT4-ის ნორმალური მაჩვენებლების პირობებში (0,8-2,0ნგ/მლ). პაციენტები კვლევამდე 6 კვირის მანძილზე არ იღებდნენ მედიკამენტებს. თირკმლის, ღვიძლის დაავადებების მქონეპირები, აგრეთვე პაციენტები შაქრიანი დიაბეტით და ზომიერი და მაღალი ჰიპერტენზიით კვლევაში არ იყვნენ ჩართული.

ყველა პაციენტს უტარდებოდა სისხლის საერთო და ბიოქიმიური, სისხლის შრატში ლიპიდური სპექტრის, თირეოტროპული და ფარისებრი ჯირკვალის ჰორმონების გამოკვლევა და ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა თირეოპეროქსიდაზების მიმართ, ეკგ, ფარისებრი ჯირკვლის, გულის, საძილე და ბარძაყის არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ულტრასონოგრაფიული კვლევა ტარდებოდა სონოსკოპზე TOSHIBA SSH-140A 5 და 7,5 მგჰც-იანი გადამწოდებით პაციენტებში სუპინაციურ მდგო¬მარე¬ობაში. გაზომვები წარმოებდა გამოსახულების ანალიზისას დიასტოლის ბოლოს. გამოკვლეული იქნა საძილე და ბარძაყის არტერიები. საძილე არტერიების სკანირება ხდებოდა ლავიწიდან 1-2 სმ-ით ზემოთ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მედიალური კიდის გასწვრივ. საერთო საძილე, შიდა და გარე საძილე არტერიების სკანირებას ვაწარმოებდით მთელ სიგრძეზე სამ სტანდარტულ სიგრძივ ჭრილში: L-ლატერალური, A-წინა ლატერალური, P-უკანა ლატერალური, აგრეთვე ტრანსვერსალურ ჭრილებში. ბარძაყის არტერიის გამოკვლევა ტარდებოდა საზარ¬დულის მყესის მიმართ დისტალურად, ბარძაყის ღრმა და ზე¬და¬პირული არ¬ტე¬რიე¬ბის განშტოებების დონეზე. სკანირების არე მოიცავდა 30 მმ-ს პროქ¬სი¬მა¬ლურად და 10 მმ-ს დისტალურად ბარძაყის არტერიის განშტო¬ებისადმი. სიგრძივ ჭრი¬ლებ¬ში ვიკვლევდით არტერიების დიამეტრებს, სტენოზირების ხარისხს. ტრანსვერ¬სა¬ლურ ჭრილებში ვზომავდით არტერიების განივკვეთის შემცირების ხარისხს. სა¬ერ¬¬თო საძილე და ბარძაყის არტერიების ინტიმა-მედიის კომპლექსის (იმკ) გა¬ზომვა ხდებოდა ბიფურკაციებიდან პროქსიმალურად შესა¬ბამისად 20მმ და 10მმ მან¬ძილზე თითოეულ მხარეს 3 უბანში; შემდეგ ვახდენდით მაქსიმალური და მინიმა¬ლური მონაცემების საშუალო მნიშვნელობების  გამოთვლას.

მონაცემთა სტატისტიკურ დამუშავებას ვაწარმოებდით კომპიუტერული პროგრამით Excel-98, ვარიაციული სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით. განს¬ხვა¬ვებათა სარწმუნოება ისაზღვრებოდა სტიუდენტის კრიტერიუმის საშუალებით და სარწმუნოდ ითვლებოდა P<0,05 შემთხვევაში.

შედეგები და განხილვა:  საერთო საძილე და ბარძაყის არტერიების ინტიმა-მე¬დიის შრის სისქის შესწავლამ ზოგადად II და III ჯგ-ში გამოავლინა მისი როგორც მაქსიმალური, ასევე მინიმალური მნიშვნელობების მომატება IV ჯგ-თან შედარებით (შესაბამისად P<0,05, P<0,01). თვალსაჩინოა გიდ-ის და სკჰ-ის ერთ¬დრო¬ულად არსებობის პირობებში (I ჯგ) იმკ-ის სარწმუნო გასქელება იზოლირებული გიდ-ასთან (II ჯგ, P<0,05) და იზოლირებულ სკჰ-თან (III ჯგ, P<0,01) შედა¬რებით. თუ II ჯგუფში იმკ-ის მაქსიმალური მაჩვენებლები საძილე და ბარძაყის არტერიებში მომატებული იყო პაციენტთა  შესაბამისად  78% და 84%-ში, I ჯგ-ში ეს ცვლილებები გამოვლინდა პაციენტთა 92% და 97%-ში. პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან ბარძაყის არტერიაში იმკ-ის სისქის მაჩვენებლები II ჯგ-სა (1,29±0,31მმ)  და III ჯგუფის (1,29±0,23მმ) პაციენტებს შორის, რაც გვაძ¬ლევს საშუალებას ვივარაუდოთ იმკ-ის უპირატესი დაზიანება  სკჰ-ის დროს კუნთოვანი ტიპის არტერიებში.

 

       ცხრილი: ინტიმა-მედიის შრის მაქსიმალური და მინიმალური (M+SD) მნიშვნელობები 

             საძილე და ბარძაყის არტერიებში

 

Ijg

IIjg

IIIjg

IVjg

P1-2

P1-3

P2-4

P3-4

საძილე

არტერია

Max

(mm)

1,18+

0,27

1,12+

0,25

1,01+

0,25

0,86+

0,21

<0,05

<0,01

<0,05

<0,01

Min

(mm)

1,09+

0,25

1,07+

0,16

0,97+

0,18

0,71+

0,23

<0,05

<0,05

<0,05

<0,01

ბარძაყის 

არტერია

 

Max

(mm)

1,37+

0,32

1,29+

0,31

1,29+

0,23

0,93+

0,31

<0,01

<0,05

<0,01

<0,01

Min

(mm)

1,19+

0,29

1,14+

0,37

1,09+

0,17

0,78+

0,26

<0,05

<0,05

<0,05

<0,01

დასკვნა: სკჰ-ის დროს ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში პერიფერიულ არ¬ტერიებში მიმდინარეობს იმკ-ის როგორც მაქსიმალური, ასევე მინიმალური მაჩვენებლების მომატება საკონტროლო ჯგ-თან შედარებით, რაც წარმოადგენს ამ არტერიებში მიმდინარე ათეროსკლეროზული პროცესების ერთ-ერთ მარკერს. აღ¬ნიშნული ცვლილებები უფრო მეტად გამოიხატება კუნთოვანი ტიპის ბარძაყის არტერიაში. მასში მიმდინარე იმკ-ის ცვლილებები პრაქტიკულად უტოლდება იზო¬ლირებული გიდ-ით გამოწვეულ ცვლილებებს.

             ლიტერატურა:

 1.        Bellersen L, Koudstaal PJ, Algra A, Tijssen JGP, Roelandt JRTC. Risk factors for cardiac death in patients with a transient ischaemic attack or stroke. Cerebrovasc Dis 1993; 3: 146-53.

2.       Guillot F. Atherothrombosis as a marker for disseminated atherosclerosis and a predictor of further ischaemic events. A review. Eur Heart J 1999; 1 (Suppl A): A14-A26.

3.       Hankey GJ, Slattery JM, Warlow CP. Transient ischaemic attacks: which patients are at high (and low) risk of serious vascular events? J Neurol Neurosurg Psychiatry 1992; 55: 640-52.

4.      Koutras D.A. Subclinical Hypothyroidism. // Thyroid International. – 1999. –N3.

5.      Miller M.J., Pan C., Barzel U.S. The prevalence of subclinical hypothyroidism in adults  with low-normal blood thyroxine levels. // NYState J Med. -1990. –Vol. 90, N11. –P.541-544.

6.      Ross R. Atherosclerosis. In: McGee  J, Isaacson PG, Wright NA, eds. Oxford Textbook         of Pathology. Oxford: Oxford University Press, 1992.

7.       Rothwell PM, Villagra R, Gibson R, Donders R, Warlow CP. Evidence of a chronic                              cause of instability of atherosclerotic plaques. Lancet 2000; 355: 19-24.

8.      Sawin C.T. Subclinical hypothyroidism in older persons.// Clin Geriatr Med. -1995. Vol. 11, N2. –P.231-238.

9.      Volzke H, Robinson D.M., and al. / Thyroid Function and Carotid Wall Thickness. J Clin. Endocrin.& Metabolism Vol. 89, No.5 2145-2149. 2004.  

თავფურცელი