თავფურცელი

ეროლინის კლინიკური ეფექტურობის შეფასება ალერგიის სხვადასხვა
კლინიკური ფორმის დროს ბავშვებში

 ლ.ჟორჟოლიანი, რ.ქარსელაძე, მ. ვეკუა, ე. ჩხარტიშვილი
ი. ფაღავას სახ. პედიატრიის ინსტიტუტი

  ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში, აღინიშნება სხვა¬და¬სხვა ინტენსივობით ალერგიულ დაავადებათა გავრცელების განუხრელი მატება, მიმდინარეობის დამძიმება, რაც მრავალ მედიკო-სოციალურ და ეკონომიკურ პრობ¬ლემას უქმნის ცივილიზებულ კაცობრიობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგა¬ნი¬ზაციის მონაცემებით, სხვადასხვა მაჩვენებლის (პრეველენტობა, ავადობა, სიმ¬ძიმე, დანახარჯები მკურნალობაზე და სხვ.) მიხედვით ალერგიული დაავადებები წამყვან პათოლოგიათა რიცხვს განეკუთვნება. ეპიდემიოლოგიური კვლევებით ატო¬პური დერმატიტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ბავშვთა ალერ¬გიულ დაავადებას, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მისი გავრ¬ცელ¬ება მერყეობს 10-28%-ის ფარგლებში [1,2]. ბავშვთა პოპულაციაში ალერგი¬ული რინიტი ასევე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის პრევა¬ლენ¬ტობა საშუალოდ შეადგენს 10-15%-ს, 5-8 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში კი ¬_ 9-42%-ს [3,4]. ალერგიულ დაავადებათა თანამედროვე ფარმაკოთერაპია უკანას¬კნე¬ლი 15 წლის მანძილზე შეივსო ანტიჰისტამინური პრეპარატების პრინციპულად ახალი თაობით [5]. ექიმს მიეცა კონკრეტული პაციენტისათვის ანტიჰისტამინური პრე¬პარატის ოპტიმალური შერჩევის საშუალება, ალერგიის კლინიკური გამოვ¬ლი¬ნე¬ბისა და პრეპარატის თვისებების გათვალისწინებით.

 კვლევის მიზანი: ეროლინის კლინიკური ეფექტის შეფასება ალერგიული რი¬ნიტით და ატოპური დერმატიტით დაავადებულ ბავშვებში.

 მასალა და მეთოდები: ჩატარდა ეროლინის ეფექტურობის შეფასების ღია ტი¬პის ობსერვაციული კვლევა. გამოკვლეულ იქნა 2-დან 18 წლამდე ასაკის 36 ბავ¬შვი და მოზარდი, რომლებიც პასუხობდნენ კვლევაში ჩართვის კრიტერიუმებს.

პაცი¬ენტთა კვლევაში ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:

1.  ასაკი 2-დან 18 წლამდე

2.  დაავადების ხანგრძლიობა არა უმცირეს ორი წლისა

3.  ჩართვის მომენტში პაციენტის ჩივილების შესაბამისობა აღნიშნულ დაავა¬დე¬ბა¬თა სა¬შუალო სიმძიმის მიმდინარეობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებთან.

 საკვლევი პოპულაციიდან გამორთვის კრიტერიუმები იყო:

 1. დაავადების ატიპიური მიმდინარეობა

 2. საკვლევი პრეპარატის მიმართ წინააღმდეგჩვენებები

 3. ნეგატიური დამოკიდებულება მკურნალობისადმი

პაციენტების მშობლებს წინასწარ ჩაუტარდათ ახსნა_განმარტებითი საუბარი კვლე¬¬ვის მიზნის შესახებ, მიღებულ იქნა წერილობითი ან ზეპირი თანხმობა მშობ¬ლე¬ბის მხრი¬დან. ყველა პაციენტმა მკურნალობა ჩაიტარა ბოლომდე, კვლევიდან არ გამორ¬თუ¬ლა არც ერთი პაციენტი.

 პა¬ცი¬ენტის მდგომარეობა ფასდებოდა შემდეგი პოზიციების მიხედვით:

ნაზალური სიმპტომები _ ცხვირის გაჭედვა, რინორეა, ცხვირცემინება, ცხვი¬რის ქავილი.

თვალის სიმპტომები _ ცრემლდენა, წვის შეგრძნება, ქავილი, თვალების გა¬წითლება

ბრონქული ასთმის თანმხლები სიმპტომები _ სუნთქვის გაძნელება, მოხრჩო¬ბის შეტევა, ხველა.

კანის სიმპტომები _ ქავილი, გამონაყარი, სიმშრალე, სისველე.

ყოველი სიმპტომის შეფასება წარმოებდა 4 ბალიანი სისტემით: არა [0], მსუბუქი გამოვლინება [1], საშუალო სიმძიმის გამოხატულება [2], მძიმე [3]. ცალკეული სიმპტომის ბალოვანიBშეფასების საფუძველზე ითვლებოდა თითოეული პოზიციის სიმპტომის სუმარული ინდექსი. საერთო სუმარული ინდექსი ითვლებოდა, როგორც ოთხი ორგანოსპეციფიური სიმპტომის ჯამი.

ეროლინით მკურნალობის ზოგადი შეფასება წარმოებდა ექიმისა და პაციენტის (აფასებდა პრეპარატის ამტანობასა და ეფექტურობას) მიერ. ექიმები აფასებდნენ დანიშნულების შესრულების სისრულეს, თერაპიიის ეფექტურობას და მედიკამენტის ამტანობას. კლინიკური მონიტორინგის შედეგები ფასდებოდა ბალური სისტემით, ცალ-ცალკე თვითოეული პუნქტის მიხედვით: საუკეთესო-1; კარგი-2; ზომიერი-3; ეფექტის გარეშე-4. მკურნალობის ეფექტურობის ბალური შეფასება წარმოებდა მკურნალობის პირველ, მეორე, მე-4 და მე-8 კვირას, და ბოლოს 22-ე კვირაზე.

კვლევის შედეგების სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა SPSS v - 10 პრო¬გრა¬მული პაკეტის მეშვეობით.

შედეგები და განხილვა: ალერგიული რინიტის მქონე პაციენტთა (26 პაციენტი - 47,8% გოგონა; 52,2%-ვაჟი) უმეტეს ნაწილს (61,4%) აღენიშნა დადებითი კანის პრიკ-ტესტი ხე მცენარის ნარევისა და ბალახოვანი მცენარეების ნარევის ალერგენებზე (31,2%). ამასთანავე, ოთახის მტვრის ტკიპების (Dermatophagoides ptero­nyssinus, Dermatophagoides farinae) მიმართ სენსიბილიზირებული იყო გამოკვლეულთა 27%. საერთო IgE-ს მაღალი დონე (680,0220,5 ერთ/ლ) აღენიშნებოდა ყველა გამოკვლეულ პაციენტს. ატოპური დერმატიტით დაავადებულ პაციენტებში (10-40%-გოგონა, 60%-ვაჟი), სიმძიმის ხარისხი ფასდებოდა SCORAD (Scoring of Atopic Dermatitis) სისტემით.

ეროლინით მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა ნაზალური სიმ¬პ¬ტო¬მების სუმარული ინდექსის საშუალო მაჩვენებელი (პ=0,001). საშუალო ან მძი¬მე გამოხატულების ცხვირით სუნთქვის გაძნელება მკურნალობამდე აღენიშ¬ნე¬ბო¬და პაციენტთა 62,5%-ს, მკურნალობის დასრულებისას კი 6,9%-ს. რინორეა და ცხვირ¬ცემინება/ქავილი (საშუალო ან მძიმე გამოვლინება) მკურნალობამდე გამო¬ხა¬ტული იყო 75,3 და 78,6%-ში (შესაბამისად), მკურნალობის შემდეგ კი 6,2 და 6,8%-ში (შესაბამისად).

ალერგიული რინიტის სიმპტომთა დინამიკა ეროლინით

მკურნალობის ფონზე (ბალებში)

 

 ეროლინით მკურნალობის შედეგად შემცირდა თვალის სიმპტომთა შეფასების სუმარული ინდექსი (5,47-დან 2,3-დე; p=0,001).

 თვალის სიმპტომების დინამიკა ეროლინით მკურნალობის ფონზე (ბალებში)

 გამოკვლეულ პაციენტთაგან 55,6%-ს აღენიშნებოდა ბრონქული ასთმის თუნდაც ერთი სიმპტომი (სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა, მოხრჩობის შეტევა). ამ სიმპტომთა მსუბუქი გამოვლინება მკურნალობამდე აღინიშნა შემთხვევათა 26,3, 17,8, 41,2 და 10,5 %-ში, მკურნალობის შემდეგ კი 8,2, 6,9, 12,3 და 4,2% (შესაბამისად) შემთხვევაში.

 თანმხლები ბრონქული ასთმის სიმპტომების დინამიკა ეროლინით მკურნალობის ფონზე (ბალებში)

 

 ეროლინით მკურნალობის ფონზე შემცირდა კანის სიმპტომთა (ქავილი და ძი¬ლის დარღვევა) სიმძიმის სუმარული ინდექსის საშუალო მნიშვნელობა (პ=0,05). სვე¬ლი ეგზემის დროს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ობიექტური, SCORAD- ის ინდექსით შეფასების მონაცემები (მკურნალობამდე-63,5 და მკურნალობის შემდეგ-50,5).

ატოპური დერმატიტის სიმპტომების დინამიკა ეროლინით მკურნალობის

 ფონზე (ბალებში)

  ეროლინით მკურნალობის ზოგადი ეფექტურობა ორი კვირის შემდეგ შე¬ფას¬და, როგორც კარგი-73%-ში, ზომიერი ეფექტი გამოიხატა-27%-ში. მკურნა¬ლო¬ბის ოთხი კვირის შემდეგ კარგი ეფექტი აღინიშნა შემთხვევათა 92%-ში, ზომიერი ეფექ¬ტი კი 8%-ში, მონაცემები სტაბილური დარჩა მკურნალობიდან რვა კვირის შემდეგ.

 ეროლინით მკურნალობის კლინიკური მონიტორინგის შედეგები

პრეპარატის ამტანობა და უსაფრთხოება ექიმებისა და პაციენტების მიერ შეფასდა, როგორც საუკეთესო და კარგი 23,6 და 75%_ში. გვერდითი მოვლენები არ იქნა ფიქსირებული.

ამრიგად, ობსერვაციული კლინიკური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ერო¬ლინის გამოყენება სარწმუნოდ ეფექტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (4-8კვირა) მკურნალობის მოწოდებულ სქემასთან შედარებით, ამცირებს ალერგიული რინიტის ძირითადი სიმპტომების (ცხვირის ქავილი, ცხვირცემინება, რინორეა) გამოვლინებას, ატოპური დერმატიტით განპირობებულ კანის ქავილისა და ძილის დარღვევის ინტენსივობას, ასევე თანმხლები ალერგიული სიმპტომების გამოვ¬ლინებას.

 ლიტერატურა:

 1.      Bousquet J., Van Cauwenberge P., Khaltaev N.; Aria Workshop Group; World Health Organization (2001) Allergic rhinitis and its impact on asthma.

2.      Mygind N., Dahl R. "Epidemiology of allergic rhinitis." Pediatr. Allergy Immunol. 2002, 9,57-62.

3.      Abeck D., Strom K.Optimal mamagement of atopic dermatitis. Am.Clin.Dermatol. 2000,1, 41-46.

4.      Hanifin J.M. Epidemiology of atopic dermatitis. Immunol. Allergy Clin. 2002, 22, 1-24.

5.      Полосьянц О.Б., Силина Е. Г. Антигистаминные препараты. Лечащий врач, 2001, 3. 10-17.

თავფურცელი