|
ფიქსირებული განწყობა შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში
მ.
გეგენავა გ.
ქავთარაძე |
|
დ. უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით ფიქსირებული განწყობა განაპირობებს პიროვნების ადაპტაციას შინაგან და გარეგან გამღიზიანებლებზე, ასევე მის მიზანმიმართულ და ადექვატურ ქცევას და თამაშობს მთავარ როლს სტრესის განვითარებაში [1]. სათანადო ცდების შედეგად საბოლოოდ გარკვეულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფიქსირებული განწყობის მოქმედება პათოლოგიურ შემთხვევებში საკმაოდ თავისებურია, გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ ეს მოქმედება სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში იმდენად სპეციფიკურია, რომ ამის მიხედვით ამ უკანასკნელთა დიფერენციაცია ხერხდება. კვლევების მიერ დასტურდება პიროვნების განწყობის გავლენა გულის იშემიური დაავადების (გიდ) განვითარებაზე [4]. გიდ-ის გავრცელება ფსიქიატრიულ პაციენტებში ნაკლებად არის შესწავლილი, მხოლოდ ერთეული კვლევები ადსტურებენ, გულის იშემიური დაავადებით განპირობებულ სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ფსიქიატრიულ პაციენტებში. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია შიზოფრენიით დაავადებულებში, ჯანმრთელ პოპულაციასთან შედარებით [8]. რაც შეეხება კავშირს ამ ორ პათოლოგიას შორის ჯერ-ჯერობით სრულყოფილად შესწავლილი არ არის [6,10]. გიდ-ის განვითარების რისკის ფაქტორები, რომელიც მოიცავს თამბაქოს, არა აქტიურ ცხოვრების წესს, სიმსუქნეს, ნერვულ სტრესს, ტოქსიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას, კარგად არის გამოხატული ფსიქიატრიულ პაციენტებში.Eეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს გიდ-ის გავრცელების შესაძლებლობას პაციენტთა ამ ჯგუფში. რაც შეეხება სიმსუქნეს, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი რისკ-ფაქტორი გიდ-ის განვითარებისა და რომელიც კარგად არის გამოხატული თითქმის ყველა ქვეყნის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებში, ჩვენს მიერ შესწავლილ პაციენტებში თითქმის არ გვხვდება, თუ არ ჩავთლით შიზოფრენიით დაავადებულ ქალთა მცირე რაოდენობას [5,9]. განწყობის ტიპის მიხედვით გამოყოფენ ადამიანთა სამ ჯგუფს: დინამიკურ, სტატიკურ და ვარიაბელურ ტიპებს. დინამიკური ტიპის პიროვნებები ზოგადად მიეკუთ¬¬¬ვნებიან ჰარმონიულ ტიპებს, ადვილად ეგუებიან ახალ პირობებს. თავის მხრივ დინამიური ტიპი იყოფა ორ ჯგუფად - პლასტიკურ-დინამიური და ტლანქად დინამიური [2,3]. გამოყოფენ სტატიკური განწყობის ორ ფორმას: ტლანქად სტატიკური და პლასტიკურ-სტატიკური. სტატიკური განწყობის ორივე ტიპი გვხდება თანაბრად, როგორც ჯანმრთელებში, ასევე გულის იშემიური დაავადებით Dდა ჰიპერტენზიით დაავადებულებში. ვარიაბელური ტიპის ადამიანები ხასიათდბიან: ხასიათის იმპულსურობით, გიდ-ით და ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის ვარიაბელური განწყობა მნიშვნელოვანი მახასიათებელია. საკუთრივ ვარიაბელური განწყობაც იყოფა ორ ქვეტიპად - ვარიაბლელურ-სტაბილურად და ვარიაბელურ-ლაბილურად. Gგიდ-ით დაავადებულთა 70% მიეკუთვნება ვარიაბელურ-სტაბილური განწყობის პირებს. ვარიაბელურ-ლაბილური განწყობა ძირითადად გვხვდება ჰიპერტენზიით დაავადებულებში [7]. კვლევის მიზანი: ჩვენი კვლევის მიზანია, შევისწავლოთ ფიქსირებული განწყობა შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში. მასალა და მეთოდები: ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა 71 (n=71) პაციენტი შიზოფრენიის დიაგნოზით, რომელთა ასაკი იყო 35 წლიდან 70 წლამდე. მათ შორის 20 ქალი და 50 მამაკაცი. მათ პარალელურად ვიკვლევდით ჯანმრთელ პოპულაციას - 20 ჯანმრთელი პირი (n=20). შევისწავლეთ მათი ავადმყოფობის ისტორიები. დიაგნოზი შეფასებულ იქნა ICD 10 მეათე გადასინჯვით, შიზოფრენიის მიმდინარეობა შეფასდა SAPS და SANS ტესტებით. ანამნეზური მონაცემები შეგროვდა ანკეტის საშუალებით, რომელშიც მითითებული იყო: ასაკი, სქესი, მემკვიდრეობა, ტკივილის არსებობა გულის არეში და მისი ხასიათი, არტერიული ჰიპერტენზია, თამბაქო და სხვა ფაქტორები, ეს მონაცემები გადამოწმებულ იქნა პაციენტთა ნათესავებთან და მომვლელ სამედიცინო პერსონალთან. ჩავატარეთ ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა აპარატით ЭКТ04 სიჩქარით 25მმ/ს. ფიქსირებული განწყობა შეფასდა უზნაძის განწყობის ცდით. შედეგები: შესწავლილი 70 პაციენტიდან მემკვიდრეობა დატვირთული აქვს 14.2%, ტკივილს გულის არეში უჩივის 7.1%, არტერიულ ჰიპერტენზიას აღნიშნავს 7.1%, თამბაქოს ეწევა - 99.1%, შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა 4.2%, ალკოჰოლს ეტანება 5.7%, ნერვული სტრესი გადატანილი აქვს 8.5%. ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები დაფიქსირდა პაციენტთა 44,3%-ში, ნორმალური ეკგ მონაცემები მივიღეთ პაციენტთა 55.7%-ში. საბოლოო ჯამში შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში ნულოვანი განწყობა დაფიქსირდა 31.14%-ში, ტლანქად სტატიკური აღმოჩნდა 18,75%, პლასტიკურ-სტატიკური - 8.3%, ტლანქად დინამიური - 6.25%, პლასტიკურ- დინამიკური - 6.25% (სურ2). როგორც შედეგებიდან ჩანს, ნულოვანი განწყობა დაფიქსირდა შემთხვევათა საკმაოდ მაღალ პროცენტში (31.14%). ასევე თითოეულ ჯგუფში გამოვლინდა შინაგანი ვარიაბელობა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვარიაბელური განწყობა აღენიშნება გიდ-ით დაავადებულთა საკმაოდ მაღალ პროცენტს. A
სურათი #1. ფიქსირებული განწყობის ტიპები ჯანმრთელ პოპუ¬ლაციაში ჯანმრთელ პოპულაციაში კი შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: პლასტიკურ დინამიური განწყობა დაფიქსირდა 65%-ში, პლასტიკურ-სტატიკური 10%, ტლანქად დინამიური - 10%, ნულოვანი განწყობა - 15% (სურ1). ჩვენს მიერ მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადსტურებს, რომ შიზოფრენიით დაავადებულის ფიქსირებული განწყობა თვალსაჩინოდ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის განწყობისგან: იგი ტლანქია, სტატიკური და ფართოდ ირადირებული.
სურათი #2 ფიქსირებული განწყობა შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში პაციენტთა დიდ რიცხვში გამოვლინდა ნულოვანი განწყობა და შინაგანი ვარიაბელობა, რაც მეტად საყურადღებოა და მოითხოვს ამ საკითხის უფრო ღრმა შესწავლას, რადგან შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში ყურადღების მიღმა არ აღმოჩნდეს ის პათოლოგიური ძვრები, რაც მათი ძირითადი დაავადების უკან იმალება. ლიტერატურა: 1. დ. უზნაძე. Gგანწყობის ფსიქოლოგია. თბილისი, 2004წ. მესამე გამოცემა. (რედაქტორი აკად. შ. ნადირაშვილი) 2. გ. ნანეიშვილი. ფსიქიატრიის მოკლე კურსი. 2001წ. მეორე გამოცემა. 3. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია - მე-10 გადასინჯვა, (ფსიქიატრია). თბილისი, 1996. 4. Г.В Кавтарадзе. Патологические и клинические аспекты ищемической болезни сердца и гипертонической болезни в свете психоадаптационных и характерологических особенностей больных.(автореферат) 5. BBrenda W. J. H. Pennix, phd, et al .Depression and cardiac mortality. Arch Gen Psychiatry.2001:58: 221-227. 6. DDavid M. Death rate from ischemic heart disease in Western Australian psychiatric patients 1980-1998. British Journal of psychiatry 2003,182, 31-36. 7. J.R. Hillard. Manual of clinical emergency psychiatry, APP, Washington, 1990 8. Heather S. Lett, MA, James A. Blumenthal, phd, Michael A. Babyak. Depression as a risk factor for coronary artery disease: evidence, mechanisms, and treatment. Psychosomatic Medicine 66; 305-315 (2004) 9. M. gegenava, G. Kavtaradze. Ischemic heart disease and electrocardiographic changes in hospitalized mental patiente.Annals of Biomedical Research and Education. 2005, 5, 219-221. 10. Penninx BW, Beekman AT, Hnig A et al, depression and cardiac mortality: results from a community-based longitudinal study. Arch Gen Psychiatry 2001: 58, 221-227. |