|
ესტროგენ-რეცეპტორების
სტატუსი ძუძუს
ნ.Qქებაძე**,
უ. გაბუნია*, ნ. კაკაურიძე**, დ. ფირადაშვილი*, დ. იოსელიანი*** |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აქტუალობა:Aავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადების საერთო სტრუქტურაში ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უკავია. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს 540000 ახალი შემთხვევა აღინიშნება [1]. ამერიკის კანცერის საზოგადოების მონაცემების თანახმად ყოველ 100000 ქალზე 134,4 შემთხვევა მოდის, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100000 ქალზე შეადგენს 26,4 შემთხვევას [4]. უკანასკნელი წლების ლიტერატურის მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბოს მიმდინარეობაში დიდ როლს თამაშობს ესტროგენ-რეცეპტორების (ერ) სტატუსი [5,8]. შედეგები, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ეხება, ხშირად ურთიერთგამომრიცხავიცაა. მიზანი: ერ სტატუსის დადგენა ძუძუს კიბოს სხვადასხვა ჰისტოლოგიური ფორმების დროს ასაკის მიხედვით. მასალა და მეთოდები: შევისწავლეთ ძუძუს კიბოთი დაავადებული მდედრობითი სქესის 1063 ავადმყოფი. ავადმყოფების შესწავლა ასაკობრივ ასპექტში ხდებოდა გერონტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კიევის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფის საფუძველზე: I ჯგუფი - ახალგაზრდა და მოწიფული ასაკის (20-44 წწ) მქონე პაციენტები; II ჯგუფი - შუახნის ასაკის (45-59 წწ); III ჯგუფი - ხანში შესული პაციენტები (60-79 წწ). ძუძუს კიბოს ჰისტოლოგიური დიაგნოზის დასმა ხდებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მოწოდებული კლასიფიკაციის მიხედვით [2]. ყველა პაციენტს დაუდგინდა ესტროგენ-დადებითი (ერ`+“) და ესტროგენ-უარყოფითი (ერ`_“) სტატუსი, მიღებული ლ. ბასალიკის მოდიფიცირებული მეთოდით [3]. ავადმყოფების გამოკვლევა ხდებოდა 1999-2001 წწ. ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. ყველა ავადმყოფის ძუძუს კიბო დადასტურებული იყო ანამნეზით, კლინიკური მონაცემებით, მამოგრაფიული გამოკვლევით, ზოგ შემთხვევაში ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსით, კომპიუტერული ტომოგრაფიითა და პოსტოპერაციული ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევით. მიღებული შედეგები და განხილვა: ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით ძუძუს კიბოს გავრცელება ასაკობრივ ასპექტში შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: 50 წლამდე ქალებში ძუძუს კიბოს შემთხვევები დაფიქსირებულია 22%-ში; 50-69 წლის ფარგლებში 48%; ხოლო 70 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში 30% [4]. ჩვენი მასალის მიხედვით (ცხრ. 1), I ჯგუფში (20-44წწ) განაწილდა 532 პაციენტი, რაც შეადგენს 50,04%, II ჯგუფში (45-59წწ) 459 პაციენტი, რაც შეადგენს 43,12% და III ჯგუფში (60-79წწ) 72 პაციენტი, რაც შეადგენს 6,7%. ჩვენი მონაცემების რაოდენობრივი მახასიათებლების განსხვავება ლიტერატურული მონაცემებისგან გასაგებია, რადგან ჩვენი კვლევა არ იყო ეპიდემიოლოგიური, არამედ ჩატარდა მომართვიანობის მიხედვით. Aაღნიშნული განსხვავების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს პოპულაციაში განხილული პათოლოგიის დროს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება 1999–2002 წწ ჩაუტარდა შედარებით ახალგაზრდა და შუახნის პაციენტებს, ხოლო ხანში შესულ პაციენტებს, რომელთაც ძუძუს კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი რისკი გააჩნიათ,¬¬¬ ესაჭიროებათ მეორადი პროფილაქტიკური ღონისძიებების გაძლიერება. ცხრილი 1. პაციენტთა განაწილება ასაკის მიხედვით
ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, ძუძუს კიბოს მიმდინარეობაში დიდ როლს თამაშობს ერ სტატუსი [8,9]. ჩვენ კვლევაში (ცხრილი 2) პაციენტთა 24% გამოუვლინდა ერ`_“ სიმსივნე, ხოლო 76%_ ერ`+“. ლიტერატურულ მონაცემების მიხედვითაც, ერ`+“ სიმსივნეების პროცენტული რაოდენობა პოპულაციაში ჭარბობს ერ`_“ სიმსივნეებს და დაახლოებით შეესაბამება ჩვენს მონაცემებს. როგორც ცხრილი #2-დან ჩანს, სამივე ასაკობრივ ჯგუფში ერ`+” რეცეპტორების სტატუსი ჭარბობს ერ`_”. თუმცა ჯგუფებს შორის შედარებითი ანალიზისას უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტად გამოხატულად ახალგაზრდა და მოწიფული ხნის ასაკის პირებში, ასევე ხანში შესულებშიც, უფრო მეტია ერ`_” კიბოს პროცენტული რაოდენობა, ვიდრე შუახნის პირებში. მსგავსი მონაცემები მიღებულ იქნა ედინბურგის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამეფო ჰოსპიტალში. ამ კვლევის თანახმად, ერ`+” სიმსივნეების რაოდენობა მატულობს ასაკთან ერთად [6]. ცხრილი 2. ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ესტროგენ-რეცეპტორების სტატუსი ასკობრივ ასპექტში
როგორც ცნობილია, ერ სტატუსთან დაკავშირებულია ძუძუს კიბოს ჰისტოლოგიური ფორმები [5]. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით [2] ძუძუს კიბოს ფორმები ჩვენს მასალაში გადანაწილდა შემდეგნაირად (ცხრ. #3). არაინვაზიური სადინრის კარცინომა უფრო ხშირად გვხვდება 45-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში (3%), 20-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში მან შეადგინა 1.7%, ხოლო 60-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში საერთოდ არ შეგვხვდა და დაკავშირებული იყო უმეტესწილად ერ `+” სტატუსთან. არაინვაზიური წილაკოვანი კარცინომა შედარებით ხშირია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში (1.2%), 45-59 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, სადაც მან შეადგენს მხოლოდ 0,6% და უკავშირდება ერ `_” სტატუსს. ინვაზიური სადინრის კარცინომის ყველაზე დიდი ნაწილი (39%) გვხვდება 45-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში და სიმსივნეთა უდიდეს ნაწილს ერ `+” სტატუსი აღენიშნება. მეორე ადგილზეა 20-44 წლის ასაკობრივი ჯგუფი, სადაც იგი 31.4%-ს აღენიშნება და შედარებით იშვიათია 60-79 წლოვანების ქალებში (7%). ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა ყველაზე მეტად აღინიშნება ახალ¬გაზრდა ჯგუფში (3.5%), შუახნის ასაკის ქალებში გვხვდება 1.2%-ში, ხოლო 60-79 წლის პაციენტებს 0.6%-ში გვხვდებადა და დაკავშირებულია ერ `+” სტა¬ტუს¬თან.
ცხრილი 3. ძუძუს კიბოს ისტოლოგიური ფორმების განაწილე¬ბა ესტრო¬გენ-რეცეპტორების სტატუსისა და ასაკის მიხედვით
ინვაზიური მედულური კარცინომის გავრცელება 20_44 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეადგინა 3%, 45_59 წლის ჯგუფში _ 1.7% და საერთოდ არ შეგვხვდა 60-79 წლის პაციენტებში; ამ შემთხვევაში ყველა სიმსივნე ერ`+” იყო. ინვაზიური პაპილარული და ადენო¬კისტოზური კარცინომის გავრცელება ერთნაირი იყო და 20-44 წლის ასაკობრივ ჯგუ¬ფს აღენიშნებოდა; ორივე შემთხვევაში უკავ¬შირ¬დე¬ბო¬და ერ`+” სტატუსს. აგ¬რეთვე უმეტესწილად ახალგაზრდა კონტინგენტში აღი¬ნიშ¬ნა სკი¬რიც და ყველა შემთხვევაში იგი ერ`+” იყო. ანგიოპერიციტომა შეგვხვდა მხო¬ლოდ 60-79 წლის ასაკ¬ში და იგი ერ`+” ხასიათის იყო. პეჯეტის დაავადება შეგ¬ვხვდა მხოლოდ შუახ¬ნის პაციენტებში და ატარებდა ერ`+” ხასიათს. დასკვნა: 1. ძუძუს კიბოს არსებობის დროს ერ`+” რეცეპტორების სტატუსი ჭარბობს ერ`_” ასაკისგან დამოუკიდებლად. 2. ახალგაზრდა და მოწიფული ხნის ასაკის პირებში, ისევე როგორც ხან¬დაზ¬მულებში, ერ`_” კიბოს შემთხვევები მეტია, ვიდრე შუა ხნის პირებში. 3. არაინვაზიური წილაკოვანი კარცინომა გვხვდება უმეტესად ერ`_“ ძუძუს კიბოს შემთხვევაში ახალგაზრდა პაციენტებში; ინვაზიური სადინრის კარ¬ცინომა ერ`+“ კიბოს დროს ახალგაზრდა და შუა ხნის ასაკში. ლიტერატურა: 1. ა. სიხარულიძე, კ. მადიჩი, გ. ნემსაძე ძუძუს სიმსივნეების დიაგნოსტიკა. თბილისი, 2000, გვ. 4. Breast Cancer 89(7): 1502-11, 2000. 2. Бассалык Л. С. “Рецепторы стероидных гормонов в опухолях человека” . // Moсkвa. 1987. 3. Cancer of the Breast: Cancer Stat Fact Sheets 4. Foulkes WD, Metcalfe K, Sun P, Hanna WM, Lynch HT, Ghadirian P, et al. Estrogen Receptor Status in BRCA1- and BRCA2-related Breast Cancer: the Influence of Age, Grade and Histological Type. Clin Cancer Res 2004;10:2029-34. 5. Gaskell DJ, Sangster K, Tesdale AL, Carson D, Hawkins RA: Change in the Oestrogen Receptor Status of Breast Cancer with Age- Comparison of Two Types of Assay. University Department of Surgery, Royal Infirmary, Edinburg, UK 2003 6. National Cancer Institute of Canada: Canadian Cancer Statistics 2003 7. Sandra M.Swain, John W.Wilson, Eleftherios P.Mamounas, John Bryant, D.Lawrence Wickerham, Bernard Fisher, Soon Paik, Norman Wolkman: Estrogen Receptor Status of Primary Breast Cancer Is Predictive of Estrogen Receptor Status of Contralateral Breast Cancer; Oxford University Press, 2004 8. Thorpe SM. Estrogen and Progesterone Receptor Determinations in Breast Cancer. Technology, Biology and Clinical Significance. Acta Oncol 1988; 27:1-19 |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||