თავფურცელი

იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა
ვეგეტატური სარეგულაციო მექანიზმების თავისებურებები და
მათი კორექცია რეზონანსოთერაპიის მეშვეობით

 . ჭკუასელი, ი. კვაჭაძე, ა. ციბაძე
თსსუ-ს ფიზიოლოგიის, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის
კათედრა

           უკანასკნელი კვლევების საფუძველზე ჰიპერტენზიის ეტიოპათოგენეზის კვლევის თეორიულ არსენალში გაჩნდა მოსაზრება, რომ არტერიული ჰიპერტენზიის სათავეები შეიძლება ვეძებოთ უკვე ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, როდესაც ყალიბდება ინდივიდის ხასიათი და ჩვევები [1]. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ დაავადების პრევენციის გზების ძიებაც სწორედ ამ ასაკიდან უნდა დაიწყოს. მოზარდებში არტერიული წნევის დონის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ასაკი, სქესი, სქესობრივი მომწიფების ხარისხი, ბიოსოციალური გარემო და სხვ. [3,4,5]. ¬ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი, სხვა მექანიზმებთან ერთად, რეგულირდება ვეგეტატური ნერვული სისტემით.

გამომდინარე აქედან, კვლევის მიზნად დავისახეთ იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა ორგანიზმში ვეგეტატური ბალანსის რეზონანსოთერაპიის მეშვეობით კორექციის შესაძლებლობების შეფასება.

გამოკვლევა ჩატარდა 15-16 წლის მოხალისე ვაჟებზე (n=43) - 23 იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულზე და იგივე ასაკის 20 ჯანმრთელს პირზე; ჯანმრთელი ვაჟებისა და მათი მშობლებისაგან მიღებულია ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე. გამოკვლევა ჩატარდა ერთმაგი ბრმა მეთოდით.

ვეგეტატური სარეგულაციო მექანიზმები შეისწავლებოდა გულის რითმის ვარიაბელობის ანალიზის მეთოდით. RR ინტერვალი რეგისტრირდებოდა ეკგ-ს მეორე სტანდარტულ განხრაში დილით 10-11 საათზე კომფორტული ტემპერატურის, ტენიანობის და ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში სამჯერადად ხუთწუთიანი ინტერვალით. გულის რითმის ვარიაბელობის მიღებული სტანდარტებიდან შევჩერდით ანალიზის არაწრფივ მეთოდზე, კერძოდ - სკატერგრამის მაჩვენებლებზე [6,7], რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს RR ინტერვალის ვარიაციული გაქანების საზღვრები (SDNN). გამოყენებულ იქნა სისტე¬მოტექ¬ნიკური კომპლექსი, რომე¬ლიც შედგება ელექტროკარდიოგრაფის, ანალოგურ-ციფრული გარდამქმნელისა და Pentium -ის ტიპის კომპიუტერისაგან. პროგრამა საშუალებას იძლევა განისაზღვროს RR ინტერვალის ხანგრძლივობა. სკატერგრამის აგებისას აბსცისაზე აღინიშნება სი¬დიდე R- Rn, ხოლო ორდინატაზე - R- Rn+1. სწორედ ამ წესით მიღებულ გრაფიკს ან წერტილთა უბანს ეწოდება სკატერგრამა (კორელოგრამა). ამ დროს  წარმოიქმნება წერტილთა ერთობა, რომლის ცენტრი ბისექტრისაზე მდებარეობს. პროგრამა საშუალებას იძლევა გაანგარიშდეს შემდეგი პარამეტრები: _ სკატერგრამის სიგრძე (L) _ რაც შეესაბამება ვარიაციულ გაქანების სიდიდეს (SDNN), სკატერგრამის სიგანე (W), ელიფსის ფართი S=. უკანასკნელ წლებში მედიცინაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება რეზონანსოთერაპია, კერძოდ, ე. წ. მოცარტის ეფექტი. F. Rau­scher et all [8], Weinberger N.M. [9] მონაცემებით, ამ მეთოდის გამოყენებისას აღინიშნება სტრესის, დაღლილობის, დეპრესიის სიმპტომების მოხსნა, განსაკუთრებით 5000-8000 ჰც დიაპაზონის ბგერების,^ კლასიკური მუსიკის მოსმენისას. აღნიშნული მეთოდიკის ეფექტურობის შეფასება იუვენილურ ასაკში, პაციენტთა ფსიქოფიზიოლოგიური და ჰორმონული სტატუსიდან გამომდინარე, საინტერესოდ ჩავთვალეთ და ამიტომ, იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ 23 მოზარდს 5-6 დღის განმავლობაში ჩაუტარდა რეზონანსოთერაპია ფირმა `Ents­pan­nung-b~ (Medizi­ni­sche Rezonanz The­ra­pie Musik, გერმანია) 1993 წლის აუდიოჩანაწერის მეშვეობით (15-20 წუთის ხანგრძლივობით).

რეზონანსოთერაპია ტარდებოდა კომფორტულ გარემოში სტერეოფონური, მა¬ღა¬ლი კლასის ფირმა `Sony~-ის მუსიკალური ცენტრის მეშვეობით. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირები თვალდახუჭული უსმენდნენ მუსიკას, ისე, რომ ერთმანეთის რეაქცია მუსიკაზე არ დაეფიქსირებინათ. გულის რიტმის ვარიაბელობა შეისწავლებოდა რეზონანსოთერაპიამდე, რეზონანსოთერაპიის ჩატარების პროცესში და კურსის დამთავრების შემდეგ. ქვემოთ გაანალიზებულია მონაცემები მხოლოდ რეზონანსოთერაპიის შემდგომი სტატუსისა, ხოლო უფრო ფართო ინტერპრეტაცია სხვა¬¬ გამოკვლევების საგანი იქნება.

სტატისტიკურ კვლევას ვაწარმოებდით პარამეტრული და არაპარამეტრული მეთოდების გამოყენებით [10] პროგრამული პაკეტის Statistics 2001 მეშვეობით [11].

იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პირები RR ინტერვალის ვარიაციული გაქანების მაჩვენებლების საფუძველზე დაიყო ორ ჯგუფად, პირველ ჯგუფში (n=11) SDNN-ის მონაცემები უახლოვდებოდა საკონტროლო ჯგუფის სურათს, ხოლო მეორე ჯგუფში (n=12) ნაკლები აღმოჩნდა როგორც SDNN-ისა და სკარტენგრამის ფართი, რაც აღნიშნულ კონტინგენტში ვეგეტატურსა¬რეგულაციო მექანიზმებში სიმპათიკური გავლენების სიჭარბის მაჩვენებელია (ცხრ. #1).

პირველი ჯგუფის ავადმყოფებში და საკონტროლო ჯგუფში რეზონანსულმა თე¬¬¬¬¬რა¬პიამ SDNN-ისა და სკარტენგრამის ფართის მხრივ ცვლილება არ გამოავლინა.  მეორე ჯგუფში რეზონანსული თერაპიის ჩატარების შემდეგ 12 მოზარდში სტატისტიკურად სარწმუნოდ ვაგოსიმპათიკური წონასწორობის მაჩვენებლები დაბალანსდა.

 

ცხრილი #1 ჯანმრთელ ვაჟთა და იუვენილური ჰიპერტენზიით დაა¬ვადებულ¬თა სკარტერგრამის პარამეტრები

 

 

საკონტრ. ჯგუფი

ჯან-ლი პირები (n=20)

იუვენილური არტ. ჰიპერტენზიით დაავადებულნი

რეზონანსოთერაპიის შემდეგ

SDNN

I ჯგუფი (n=11)

SDNN

II ჯგუფი (n=12)

საკონტრ. ჯგუფი

n=20

იუვენილური არტ. ჰიპერტენზიით დაავადებულნი

n=11

n=12

LSDNN

21.6±3.07

25.1±2.6

10±0.9

22.5±2.9

23.4±2.5

22±1.3

W

5.9±1.01

5.3±0.98

4.0±0.71

5.6±0.9

5.2±0.12

5.0±0.66

S

100.1±1.2

104.4±3.2

31.4±2.01*

98.5±2.3

90.27±3.5

86.35±2.4*

 

იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ 23 მოზარდის ორგანიზმში სისტოლური არტერიული წნევა აღემატებოდა ნორმალურ მაჩვენებელს და შეადგენდა საშუალოდ 147,5±3,2 mmHg, ხოლო დიასტოლური 92,3±2,7 mmHg. რეზონანსული თერაპიის შემდეგ მოხდა როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური ¬არტერიული წნევის ნორმალიზება - 122±2,1 mmHg სისტოლური და 74,6±3,6 mmHg, დიასტოლური არტერიული წნევა.

ამრიგად, დაკვირვების ქვეშ მყოფ იუვენილური არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზარდთა თითქმის 50%-ში ადგილი აქვს სიმპათიკურ-პარასიმპათიკური სარეგულაციო ეფექტების დისბალანსს სიმპათიკური სარეგულაციო მექანიზმების გაძლიერების ხარჯზე, რომელიც რეზონანსული თერაპიის ფონზე ნიველირდება.

ჩვენს მიერ გამოვლენილი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოზარდებს მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი მრავალფუნქციური გამოკვლევისა და რეზონანსოთერაპიის განმეორებითი ჩატარებისათვის.

 ლიტერატურა:

1.      Александров А.А., Розанов В.Б. Эпидемиология и профилактика повышенного ар­те­риального давления у детей и подростков. Росс.Педиатр. Журнал. 1998. 2: 16-20.

2.      Александров А.А., Розанов В.Б. Профилактика сердечно-сосудистых заболеваний с детства: подходы, успехи, трудности // Кардиология. 1995. 35.7. С. 4-8.

3.      Белоконь Н.А., Кубергер М.Н. Болезни сердца и сосудов у детей. Руководство для врачей. т.2.М.: Медицина, 1987.

4.      Вейн А.М., Соловьева А.Д., Колосова О.А. Вегетативно-сосудистая дистония. М.: Медицина, 1981.

5.      Розанов В.Б. Роль наследственности и среды в формировании основных рисков сердечно-сосудистых заболеваний у детей пубертатного возраста: Автореф. канд. дис. М., 1991.

6.      6.     ციბაძე ა., მამუკელაშვილი გ., კაპანაძე გ., ცხოვრებაშვილი ნ. – კორელაციური რითმოგრაფია და კარდიოინტერვალომეტრიის ღირებულების შედარება ფსიქიკური დატვირთვის სინჯის დროს _ საქართველოს ფიზიოლოგთა ყრილობა _ თბილისი 1995. გვ. 203.

7.      Михаилов В.М. – Вариабильность ритма сердца – опыт практического применения- Иваново, 2000, ст. 182.

8.      Rauscher F. et all. Nature, 1993, vol. 365 p.611.

9.      Weinberger N.M. Mafters of Opirion: On the Importance of music researeh notes. vol 5,N2, 1998.

10.  10.    ციბაძე, . კვაჭაძე. - სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა - თბილისი, 2002, გვ. 322.

11.  Боровиков В. – Статистика для профессионалов – С.Петербург, 2001. стр. 647

თავფურცელი