თავფურცელი

საქართველოს კარდიოლოგთა II კონგრესი
საქართველო, თბილისი
1-2 ოქტომბერი, 2006 წელი

  

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება

Georgian Society of Cardiology

საქართველოს გულის ფონდი

Georgian Heart Foundation


  

 

 

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს კარდიოლოგთა II კონგრესის მუშაობაში, რომელიც გაიმართება თბილისში, 2006 წლის 1-2 ოქტომბერს.

 კონგრესის თემატიკა:

 კარდიოლოგიის თანამედროვე პრობლემები: გულსისხლძარღვთა ძირითადი და­ავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, პრევენცია; მტკიცებულებაზე დამყარე­ბუ­ლი მედიცინა.

კონგრესში მონაწილე კარდიოლოგებისთვის გათვალისწინებულია უწყვეტი განათლების კრედიტ-საათების მინიჭება.

კონგრესის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.

 ნაშრომთა წარდგენის ვადები:

განცხადებები მიიღება 2006 წლის 1 ივნისამდე. ნაშრომები და საორ­განი­ზაც­იო შესატანი მიიღება 2006 წლის 1 ივლისამდე.

 მოთხოვნები წარდგენილი ნაშრომისადმი:

 1.        ნაშრომი არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამეორება;

2.       ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ (AცადNუსხ, ფონტის ზომა 12) ან რუსულ (თიმეს Nეწ ღომან) ენებზე, არა უმეტეს 4 გვერდისა;

3.       ნაშრომის სტრუქტურა:

4.       სათაური იბეჭდება მთავრული ასოებით. მომდევნო სტრიქონებში

5.       ქვემოთ ავტორთა ინიციალები და გვარები, ორგანიზაცია,

6.       ქალაქი. შემდეგ ტექსტში განიხილება: საკითხის აქტუალობა,

7.       გამოყენებული მეთოდები, შედეგები, დასკვნები, ლიტერატურა;

8.       ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (0,5 გვერდამდეინგლისურ (თიმეს Nეწ ღომან) და რუსულ  ენებზე;

9.       ნაშრომი წარმოადგინეთ Fლოპპყ დისკზე, Mიცროსოფტ ჭორდ-ში;

10.    Fლოპპყ დისკს თან უნდა ერთვოდეს ნაშრომის ნაბეჭდი ტექსტი, დამოწმებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. ტექსტის ბოლოს აღინიშნება ავტორთა ხელმოწერა, მისამართი, ტელეფონის ნომრები.

 საორგანიზაციო კომიტეტი გთხოვთ გაითვალისწინოთ ნაშრომის გამოქვეყნებისათვის აუცილებელი ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები.

ნაშრომის შერჩევა პუბლიკაციისათვის, ზეპირი ან სასტენდო მოხსე­ნები­სათ­ვის მოხდება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ წინასწარი განხილვის შემ­დეგ.

შესაძლებელია კონგრესზე დაუსწრებელი მონაწილეობაც, მხოლოდ ნაშ­რო­მის გამოქვეყნებით. დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის გთხოვთ მოგვ­მარ­თოთ სამ­დივნოში. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია კონგრესის წარ­მა­ტებით ჩატარე­ბი­სათვის. გმადლობთ თანადგომისათვის.

 რეგისტრაცია:

1.    სარეგისტრაციო ხარჟები – 20 ლარი;

2.   კონგრესის ნაშრომთა კრებულში გამოსაქვეყნებლად თითო გვერდის ღი­რე­ბუ­ლება – 10 ლარი.

 

სამდივნო: 0159, თბილისი, . ჩაჩავას 3, თერაპიის ეროვნული ცენტრი

     0141, თბილისი, გუდამაყრის შესახვევი 2, კარდიოლოგიის ინსტიტუტი

          ტელ.: 607535; 899 514545; 877 415937; ფაქსი: 955114, 517006

          ელ. ფოსტა: cardiosociety@myoffice.ge

თავფურცელი