თავფურცელი

კოაგულაციური პარამეტრების კორელაციის
თავისებურებანი მეტაბოლური სინდრომის შემადგენელი კომპონენტების ძირითად მაჩვენებლებთან

 ნ. ესაკია
თსსუ
ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოლოგიის დეპარტამენტი

 შესავალი: უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ძალზედ იმატა მეცნიერების ინტერესმა ჰიპერინსულინემიასა (ჰი) და ინსულინორეზისტენტობის (ირ) პრობლემისადმი, რომელიც წარმოადგენს მეტაბოლური სინდრომის (მს) საფუძველს [1]. მს ანუ X-სინ¬დრომი, როგორც მას G. Reaven-მა უწოდა, არის სიმპტომოკომპლექსი, რომლის შემადგენელი ნაწილებია ირ/ჰი, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია და აბდომინური სიმსუქნე [2,3]. უკანასკნელი წლების მანძილზე წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ გიდ-ის პროგრესირებასა და განვითარებაში, მს-ის შემადგენელი სხვა კომპონენტების გარდა, გარკვეული როლი უკავია სისხლის შედედების სისტემაში წარმოქმნილ ცვლილებებსაც (კერძოდ, ფიბრინოგენის დონის მომატებას და ფიბრინოლიზური აქტივობის დაქვეითებას) [4].

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა მს-ის შემადგენელ ძირითად პარამეტრებსა და კოაგულაციურ მაჩვენებლებს შორის კორელაციური კავშირები და შეგვედარებინა ისინი მს-ის არმქონე პაციენტების (არა-მს - აღენიშნებოდათ მს-ის 1 ან 2 ნიშანი) ანალოგიურ მაჩვენებლებთან და პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებთან.

კვლევის მასალა და მეთოდები. შესწავლილ იქნა მს-ის მქონე 96 პაციენტი (I ჯგუფი- 66 ქალი, 30 მამაკაცი, საშ. ასაკი – 51.1±10.0 .), არა-მს 20 პაციენტი (II ჯგუფი- 17 ქალი, 3 მამაკაცი, საშ. ასაკი – 48.9±7.8 .) და 10 პრაქტიკულად ჯანმრთელი პირისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფიმს შეფასდა ჯანმო- მიერ მოწოდებული კლასიფიკაციით [5]. b-უჯრედული ფუნქცია (HOMA-%B), ინსულინის მიმართ მგრძნობელობა (HOMA-%S) და ირ-ის ინდექსი (HOMA-IR) შეფასდა HOMA- მოდელის გამოყენებით [6]. სიმსუქნის ხარისხის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სხეულის მასის ინდექსი [სმი=სხეულის მასა (კგ)/სიმაღლე2 (მ2)], წელის გარშემოწერილობა (წგ), წელისა და თეძოს გარშემოწერილობათა შეფარდების მაჩვენებლები. ნახშირწყლოვანი ცვლის დასახასიათებლად კაპილარულ სისხლში გლუკოზოოქსიდაციური მეთოდით გაზომილ იქნა გლიკემია უზმოდ (გუ) და პოსტპრანდიული (გპ), ხო¬ლო ბაზალური C-პეპტიდი – იმუნოქემილუმინსეცენციური მეთოდით ვენურ სისხლში. ლიპიდური ცვლის პარამეტრებიდან იმუნოფერმენტული მეთოდით შესწავლილ იქნა სისხლის პლაზმის საერთო ქოლესტერინი (სქ), ტრიგლიცერიდები (ტგ), მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (მსლ), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლ) ქოლესტერინი, ასევე გამოთვლილ იქნა ათეროგენობის ინდექსი (აი). ჰემოსტაზის შესაფასებლად განსაზღვრულ იქნა სისხლის შედედების დრო (სშდ), თრომბინის დრო (თდ), პროთრომბინის ინდექსი (პი), საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (სნშ), პროთრომბინის დრო (პდ), აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (აპთდ), ფიბრინოგენი (ფ), b-ფიბრინოგენი (b-ფ) და ფიბრინოლიზური აქტივობა (ფა). შედეგების სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა ვარიაციული სტატისტიკის მეთოდით, კომპიუტერული პროგრამის STATISTICA 5.0/W-ის გამოყენებით.

მიღებული შედეგები და მათი განხილვა.

კოაგულაციური პარამეტრების მაჩვენებლები მს, არა-მს და საკონტროლო ჯგუფებში წარმოდგენილია ცხრილში  #1.

 

ცხრილი #1. კოაგულაციური პარამეტრების მაჩვენებლები ჯგუფებში

 

ჯგუფი          

 1-მს   

 2-არა-მს

C - კონტროლი

n=

96

20

10

პარამეტრები

საშუალო ± SD

საშუალო ± SD

საშუალო ± SD

სშდ, წთ

 

7,9 ±1,4

6,4 ± 1,7

9,2  ± 0,5

p1-2 < 0.001   p1-C = 0.005  p2-C < 0.001

პდ,…წმ

 

12,4± 0,7

12,6 ± 0,9

15,6 ± 0,8

p1-2 = NS   p1-C < 0.001 p2-C < 0.001

პი, %

 

94,3 ± 7,5

91,8 ± 6,2

80,3 ± 1,5

p1-2 = NS   p1-C < 0.001 p2-C < 0.001

სნშ

 

1,1 ± 0,1

1,1 ± 0,1

1,3 ± 0,1

p1-2 = NS   p1-C < 0.001 p2-C < 0.001

აპთდ, წმ

 

31,9 ± 4,3

34,7 ± 3,6

35,1 ± 1,0

p1-2 = 0.008   p1-C = 0.021 p2-C = NS

თდ, წმ

 

13,7 ± 4,3

14,6  ± 3,7

9,0 ±1,0

p1-2 = NS   p1-C < 0.001 p2-C < 0.001

, /

 

4,0 ± 1,2

4,4 ± 1,5

3,1± 0,5

p1-2 = NS   p1-C = 0.021 p2-C = 0.013

ფა, %

12,8 ± 2,2

12,7 ± 2,3

14,3 ± 0,5

p1-2 = NS   p1-C = 0.035 p2-C = 0.040

b- ფ უარყოფითი

55

16

10

b- ფ უარყოფითი

41

4

0

 

º 21-2 = 3,59 (p=0.059-NS) º 2 1-C = 6,96 (p=0.009) º 22-C = 2,31 (p=0.121-NS)

 როგორც ცხრილიდან ჩანს I და II ჯგუფებს შორის არ არის არსებითი ცვლილებები, განსხვავებით 1-C და 2-C ჯგუფებისაგან, სადაც სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავებას აქვს ადგილი თითქმის ყველა პარამეტრთან. მს და არა-მს ჯგუფებში შევისწავლეთ კოაგულაციური პარამეტრების კორელაციური თავისებურებები ნახშირწყლოვანი ცვლის პარამეტრებთან (იხ. ცხრი¬ლი #2).

 ცხრილი #2. კოაგულაციური პარამეტრების კორელაცია ნახშირწყლოვანი ცვ¬ლის პარამეტრებთან.

r(p)

HOMA-

%B

HOMA-

%S

HOMA-

IR

დიაბეტის

ხანგრძ.

გუ                         

გპ

C-პეპტიდი

სშდ

NS

NS

NS

0,218 (0.032)

0,233(0.022)

NS

NS

პდ

NS

NS

NS

NS

NS

NS

-0,213 (0.037)

აპთდ

NS

0,306 (0.002)

-0,300 (0.003)

NS

NS

NS

-0,276 (0.006)

თდ

NS

-0,281 (0.006)

NS

0,390 (<0.001)

NS

NS

NS

NS

NS

NS

0,333 (<0.001)

0,263 (0.010)

0,300 (0.003)

NS

ფა

NS

NS

-0,351 (<0.001)

0,283 (0.005)

NS

NS

-0,382 (<0.001)

NS - არასარწმუნო

 როგორც ცხრილიდან ჩანს გლიკემიის მონაცემები და დიაბეტის ხანგძლივობა პირდაპირკორელაციურ კავშირშია კოაგულაციურ პარამეტრებთან, C-პეპტიდის დონე კი – უკუკორელაციურ კავშირში. HOMA ინდექსებში კი გამოვლინდა როგორც პირდაპირი (აპთდ), ისე უკუკორელაციური (Td) კავშირი. რაც შეეხება კოაგულაციური პარამეტრების კორელაციურ თავისებურებებს ცხიმოვანი ცვლის პარამეტრებთან გამოვლინდა, რომ მსლ პირდაპირკორელაციურ კავშირში აღმოჩნდა ფა-სთან (r=0.228, p=0.025), ხოლო აი-სა და ფა-ს შორის უკუკორელაცია აღინიშნა (r = -0.234, p=0.021).

კორელაციური კავშირები შესწავლილ იქნა არა-მს პაციენტებშიც. ამ ჯგუფში კოაგულაციური პარამეტრების კორელაცია ნახშირწყლოვანი ცვლის პარამეტრებთან კარგად ჩანს ცხრილში #3. გლიკემიის მონაცემები უკუ- და დიაბეტის ხანგძლივობა პირდაპირკორელაციურ კავშირშია კოაგულაციურ პარამეტრებთან, რაც შეეხება C-პეპტიდის დონეს და HOMA მაჩვენებლებს, აქაც გა¬მოვლინდა, როგორც პირდაპირი (აპთდ), ისე – უკუკორელაცია (სშდ).

რაც შეეხება არა-მს ჯგუფში კოაგულაციური პარამეტრების კორელაციურ თავისებურებებს ცხიმოვანი ცვლის პარამეტრებთან გამოვლინდა, რომ ტგ უარყოფით კორელაციურ კავშირშია ფა-სთან (r = -0.640, p = 0.002).

 ცხრილი #3.

კოაგულაციური პარამეტრების კორელაცია ნახშირწყლოვანი ცვლის პარამეტრებთან

 

HOMA-

%B

HOMA-

%S

HOMA-

IR

diabetis

xangrZ.

გუ

გპ

C-პეპტიდი

სშდ

NS

-0,588 (0.006)

0,473(0.035)

0,965(<0.001)

NS

NS

NS

პდ

NS

NS

NS

0,908(<0.001)

NS

NS

NS

აპთდ

NS

0,501(0.024)

-0,460(0.041)

NS

NS

NS

-0,507(0.023)

თდ

-0,601 (0.005)

NS

NS

NS

NS

NS

0,512(0.021)

-0,506 (0.027)

NS

NS

NS

NS

NS

NS

ფა

NS

NS

NS

NS

-0,489(0.029)

-0,509(0.022)

NS

NS - არასარწმუნო

 როგორც მიღებული შედეგებიდან ჩანს, კოაგულაციური მაჩვენებლები განიცდიან არსებით ცვლილებებს მს-ის დროს (კერძოდ იმატებს ფ-ის დონე და იკლებს ფა), საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ეს ცვლილებები გარკვეულწილად აღინიშნება არა-მს მქონე პაციენტებშიც და ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ორგანიზმში მს კომპონენტების ჩამოყალიბებას თან ერთვის სისხლის შედედების სისტემის გააქტივება და ჰიპერკოაგულაციის განვითარება. ყოველივე ეს კი შესაძლებელია მივიჩნიოთ გიდ-ის და ათეროსკეროზის განვითარების რისკ-ფაქტორად.

დასკვნა: კვლევის შედეგები უჩვენებენ, რომ ჰემოსტაზის მაჩვენებლები სარწმუნოდ კორელირებს ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის პარამეტრებთან როგორც მს-ის მქონე, ისე არმქონე პაციენტებში.   

 ლიტერატურა:

 1.       Хадипаш Л.А., Перова Н.В. и др. Кластеры компонентов метаболического синдрома у больных сахарным диабетом типа 2 . Пробл.Эндокр., 2001, т.47, №4, с.30-34

2.       Задионченко В.С., Адашева Т.В. и др. Артериальная гипертония при мета­бо­ли­ческом синдроме: патогенез, основы терапии. Consilium medicum, 2004, т.6, №9, с.12-19.

3.       Бутрова С.А. Метаболический синдром: патогенез, клиника, диагностика, подходы к лечению. РМЖ, 2001, т.9, №2, с.11-15.

4.       Ткаченко О.В. Влияние статинов на плазменный гемостаз у больных со стабильной стенокардией напряжения. Украинский кардиологический журнал, 2001, т.4, №3, с.51-59.

5.       Reisin E., Alpert M.A. Definition of the metabolic syndrome: current proposals and controversies. Am J Med Sci, 2005, 330(6):269-672.

6.       Levy J.C., Matthews D.R., Hermans M.P. Diabetes Care, 1998, 21:2191-2192.

თავფურცელი