|
ფიზიკურ
დატვირთვაზე
პარკუჭთა
რეპოლარიზაციის
დისპერსიის
თ.
ქიშმარეია,
ზ.
ფაღავა,
გ.
მამალაძე,
მ.
ლორია,
ი.
მაისურაძე,
რ.
აბაშიძე, ს/ს აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტი, შ.პ.ს. ,,კარდიოექსპრესდიაგნოსტიკა,, |
||||||||||||||||||||||||||||||||||
|
მიოკარდიუმის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ჰიპერტროფიის (მპჰ) ადრეული დიფერენციაციის საკითხი მეტად აქტუალურია კლინიკური, პროფილაქტიკური და სპორტული მედიცინისათვის. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი მპჰ შესაძლებელია იყოს მძიმე კარდიული პათოლოგიის დასაწყისი. ამიტომ მის დროულ აღმოჩენას და საშიშროების შემთხვევაში სამკურნალო – პროფილაქტიკური ღონისძიბების გატარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მპჰ გულის პათოლოგიის დროს ხელსაყრელ პირობებს ქმნის პარკუჭთა რეფრაქტერობის ჰომოგენობის დარღვევისათვის, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიების აღმოცენების ხელშემწყობი ფაქტორია და აისახება 12 განხრიან ეკგ Qთ ინტერვალის დისპერსიის სახით. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა Qთ ინტერვალის დისპერსიის ფიზიკურ დატვირთვაზე რეაქციის თავისებურებები პათოლოგიური და ,,ადაპტაციური,, მპჰ შემთხვევაში. კვლევის მასალა და მეთოდები: კვლევაში მონაწილეობა მიიღო 55 მამაკაცმა, რომლებიც განაწილდნენ 3 ჟგუფში: I ჟგუფში შევიდა 25±3 წლის 25 მაღალი კვალიფიკაციის ფეხბურთელი; II ჟგუფი რბილი და ზომიერი არტერიული ჰიპერტონიით დაავადებული 33±4,2 წლის 20 პირი; III ჟგუფი 30±3,8 წლის 10 პრაქტიკულად ჟანმრთელი პირი. ყველას უტარდებოდა ეკგ და ულტრაბგერითი გამოკვლევა, აპარატით ESAOTE BIOMEDICA SIM700 CFM CHALLEGE. ფასდებოდა შემდეგი მაჩვენებლები: მარცხენა პარკუჭის საბოლოო სისტოლური და დიასტოლური დიამეტრი (სსდ და ადდ), მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია (გფ), პარკუჭთაშუა ძგიდის სისქე სისტოლაში და დიასტოლაში (პძს და პძდ), უკანა კედლის სისქე სისტოლაში და დიასტოლაში (უკსს და უკსდ), მარცხენა პარკუჭის მასა (მპმ). სიმპტომ ლიმიტირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტარდებოდა ტრედმილზე Mოდ. Bრუცე პროტოკოლის მიხედვით. Qთ ინტერვალის დისპერსიის (Qთდ) ქვეშ იგულისხმება სხვაობა Qთ ინტერვალის მაქსიმალურ და მინიმალურ გასაშუალებულ მაჩვენებლებს შორის. Qთ ინტერვალი იზომებოდა სულ ცოტა 6 ელექტროკარდიოგრაფიულ განხრაში. კვევის შედეგები და მათი განხილვა: ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან სჩანს რომ I და III ჟგუფებში დატვირთვის პიკზე მნიშვნელოვნად მცირდება Qთმახ და აღდგენის პერიოდში ის უბრუნდება საწყის დონეს, Qთდ კი პრაქტიკულად არ იცვლება. II ჟგუფში დატვირთვის პიკზე, პირიქით, ადგილი აქვს როგორც Qთმახ, ასევე Qთდ გაზრდას და დატვირთვის შეწყვეტიდან 6 წუთის შემდეგ, ეს მაჩვენებლები კვლავ მომატებული რჩებიან. Qთ ინტერვალი და მისი დისპერსია საწყის პერიოდში, პიკურ დატვირთვაზე და აღდგენის პერიოდის მე-6 წუთზე სპორტსმენებში და პაციენტებში ნაჩვენებია ცხრილი 1. ცხრილი #1. თ ინტერვალი და მისი დისპერსია საწყის პერიოდში, პიკურ დატვირთვაზე და აღდგენის მე-6 წუთზე სპორტსმენებში და პაციენტებში.
*პ<0,05 I-II **პ<0,05 1-2 ა<0,05 I-III ა¹<0,05 1-3 ბ<0,05 II-III ბ¹<0,05 2-3 ვერტიკალურად ჰორიზონტალურად ცხრილი #2. Qთ ინტერვალის და მისი დისპერსიის პიკური მნიშვნელობის დამოკიდებულება მპჰ გამოხატულებისას სპორტსმენებში და პაციენტებში.
*პ<0,05 იმის დასადგენად თუ რა კავშირი არსებობს მპჰ გამოხატულებასა და Qთდ შორის გამოყოფილია სპორტსმენებში და პაციენტებში 2 ქვეჟგუფი: ა – მპ მასა < 140გ/მ² და ბ მპ მასა >140გ/მ². სპორტსმენებისაგან განსხვავებით პაციენტებში მპჰ ხარისხი ასოცირებულია პიკური Qთმახ სარწმუნო გაზრდასთა. განსხვავება არსებობს აგრეთვე რეაქციაში დატვირთვაზე Qთ ინტერვალის და მისი დისპერსიის მხრივ I და II ჟგუფებს შორის. I ჟგუფში დატვირთვის შედეგად ხდება Qთ მაქსიმალურის დაქვეითება და Qთდ პრაქტიკულად არ იცვლება; II ჟგუფში დატვირთვის პიკზე ადგილი აქვს Qთ მაქსიმალურის და Qთდ გაზრდას, გარდა ამისა პაციენტებში რეპოლარიზაციის დისპერსიის გაზრდა დაკავშირებულია მპჰ გამოხატულებასთან. მპ გაზრდილი მასა კი არის კარდიალური და ცერებროვასკულარული გართულებების მნიშვნელოვანი პრედიქტორი [1]; მისი პრაქტიკული მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული ტრადიციულ კარდიოვასკულარული რისკის ფაქტირებზე, როგორიცაა არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის დონე სისხლში და თამბაქოს მოხმარება [2]. ამავე დროს, პაციენტებში, როგორც ითქვა, კავშირია Qთ გაზრდასა და მპ მასის სიდიდეს შორის. Qთ ინტერვალის და Qთდ გაზრდა მიუთითებს პარკუჭების დაგვიანებულ და ასინქრონულ რეპოლარიზაციაზე და კარდიოვასკულარული სიკვდილიანობის დამოუკიდებელი პრედიქტორია [3]. პარკუჭების რეპოლარიზაციის გახანგრძლივება დაკავშირებულია, როგორც კალიუმის არხების აქტივობის დაქვეითებასთან, ასევე ნატრიუმის და კალციუმის არხების გააქტიურებასთან [4]. მპჰ მიოციტების ჰიპერტროფია და ინტერსტიციალური კოლაგენის მატრიქსის გაზრდა, რასაც ადგილი აქვს პათოლოგიური ჰიპერტროფიის დროს იწვევს ქმედითი პოტენციალების გახანგრძლივებას და იმპულსების გატარების შენელებას ინტრაცელულარული წინააღმდეგობის გაზრდის გამო. დასკვნები: 1. სპორტსმენებში, ფიზიკური დატვირთვის პიკზე აღინიშნება Qთდ სარწმუნო შემცირება, განსხვავებით პაციენტებისაგან, რომლებშიც ეს მაჩვენებელი პირიქით იზრდება. 2. სპორტსმენებისაგან განსხვავებით პაციენტებში მპჰ გამოხატულება ასოცირებულია პიკური Qთმახ სარწმუნო გაზრდასთან. ლიტერატურა: 1. Verdecchia P; Porcellati C; Rebold G. Left ventricular Hypertrophy as an independent predictor of acute cerebrovascular events in essential hypertension. Circulation 2001, 104, 2039-2044. 2. Levy D; Garrison R.Y.; Savage D.D. Prognostic implications of echocardiographically determined left ventricular mass in The Framingham Heard Study. N Engl Med. 1990,322,1561-1566. 3. Shouten E; Deuner J; Chen Z; et al. Duration of the QT interval and total and cardiovascular mortality in heal sly persons (The Framingham heat study expense). Am J Cardiol 1991, 67, 55-58. 4. Schwarzt P.J; Idiopathic log QT syndrome: progress and questions. Am Heart J. 1985, 109, 2, 399-411. |
||||||||||||||||||||||||||||||||||